დე ფაქტო ხელისუფლებას დახმარება შევთავაზეთ, პასუხის მიღებისთანავე ჩავერთვებით – ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე  საოკუპაციო რეჟიმს დახმარება არაერთხელ შესთავაზა, თუმცა პასუხს ამ დრომდე ელოდება.

“ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმს დაუყოვნებლივ ეცნობა ხელისუფლების სრული მზადყოფნის თაობაზე ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.

5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით.

ამ ეტაპზე ვიმყოფებით დეფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით. ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში,”- თქვა თეა ახვლედიანმა.

ოკუპირებულ გალში და გაგრაში რამდენიმე დღეა ხანძარია. ცეცხლის კერები დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img