შესაძლებელია ასეთი გავლენიანი ფიგურა უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ასე არ ხდება – ევროპარლამენტარი ივანიშვილზე

ჩემი სპონტანური რეაქცია ასეთი იყო – მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა, მთელი თავისი კავშირებით, უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ეს ასე არ ხდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საუბრობს.

„ჩვენ მისი წასვლა და მოსვლა რამდენჯერმე გვინახსვს. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის მიდის. ჩემი სპონტანური რეაქცია იყო – ეს სიმართლეა? მართლა 65 წლის ასაკში გადის პენსიაში? მას ეს მართლა სურს, თუ უკანა პლანიდან სურს გაძღოლა, იმის გათვალისწინებით, რომ დანიშნულ ადამიანებს ენდობა და ისინიც ენდობიან მას, მადლიერების ნიშნად – ამ პოზიციებზე ყოფნისთვის. ვიმედოვნებ, ირაკლი იმ მდგომარეობაში იქნება, რომ ოპოციზიასთან ამ ეტაპზე აუცილებელი დიალოგი დაიწყოს. მეორე მხრივ, ვიმედოვნებდი, რომ ოპოზიციაც იმ მდგომარეობაში იქნება, რომ პასუხის გაცემას შეძლებს. მაშინ, როდესაც ყველაფერს კოვიდის საკითხი ფარავს და ყველა იმ პრობლემას ამძაფრებს, რაც გვაქვს, საუბარი დიალოგზე უნდა იყოს და არა კონფრონტაციაზე. როდესაც პოლიტიკა გაგრძელდება, ხალხი გააცნობიერებს ბიძინა მართლა პენსიაშია თუ უკანა პლანიდან მოქმედებს – ხალხმა ეს უნდა გადაწყვიტოს და შეაფასოს. როგორც წესი, როდესაც თავმჯდომარედ ერთხმად გირჩევენ, იმის უფლებამოსილება უნდა გქონდეს, რომ გადაწყვეტილებები და მხარდაჭერა მიიღო, არ უნდა გქონდეს განცდა, რომ უკანა ეზოში სხვაა და იქიდან წყვეტს საკითხებს. თუმცა, ვნახოთ. ძალიან შორს ვარ იმისთვის, რომ კულისებს მიღმა დეტალებს ვიცნობდე. მაგრამ, როგორც ვთქვი – ჩემი სპონტანური რეაქცია ასეთი იყო – მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა, მთელი თავისი კავშირებით, უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ეს ასე არ ხდება“, – აცხადებს გალერი.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img