რატომ არ მივიდა დავით ბაქრაძე პარლამენტში – მისი განმარტება

ევროპული საქართველოს ყოფილი ლიდერი, დავით ბაქრაძე, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოაწერა, პარლამენტში დღეს რა მივიდა.

მისი განმარტებით, საპარლამენტო საქმეებში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც ნიკა მელია და გიორგი რურუა გათავისუფლდებიან.

„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ხელს ვაწერ და ვუერთდები მის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, როგორც კრიზისის განმუხტვის და საქართველოს ევროპული კურსის შენარჩუნების მექანიზმს, მაგრამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში კონკრეტული შედეგების მიღწევამდე სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება. აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, დღეს არ ვესწრები პარლამენტის პლენარულ სხდომას და არ ვმონაწილეობ მის მუშაობაში. ჩემი პოზიცია უცვლელია – საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ.

აქვე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო იმ ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, ვინც დღეს მონაწილეობა მიიღო პარლამენტის პლენარულ სხდომაში და კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მათ მსგავსად, ვრჩები ერთგული პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების, მზად ვარ სრულად ჩავერთო მის იმპლემენტაციაში და იმედი მაქვს, რომ პოლიტპატიმრების სწრაფი გათავისუფლება შექმნის პირობებს მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის ხელმოწერისთვისაც, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შენარჩუნების, „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად დამარცხების და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img