ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებული, სავარაუდოდ, ცემისას მოკლეს

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებული, ინალ ძაბიევი, სავარაუდოდ, ცემის დროს მოკლეს.

ძაბიევის ოჯახი ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ. ინალ ძაბიევი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასმისა და მანქანის დაცხრილვის ბრალდებით იყო დაკავებული.

ცხედარის ფოტოებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ანატოლი ბიბილოვმა სასწრაფო სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან და განაცხადა, რომ საქმის გამოძიება “პირად კონტროლზე აყავს“, დე ფაქტო შს მინისტრი კი გამოძიების დასრულებამდე გადააყენეს.

გენერალურმა პროკურორმა უგუზმაგ ჯაგაევამ  სხდომაზე თქვა, რომ 28 აგვისტოს 14:21 საათზე “გენერალურ პროკურატურაში” შევიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს მოქალაქე ინალ ჯაბიევი, რომელიც უგონოდ იყო და სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით აღძრეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი 8 ივნისს გაუხსნეს. იგორ ნანიევი Niva-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img