მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების გამო, ჩხოროწყუში მერის გადადგომას ითხოვენ

მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების გამო, ჩხოროწყუში მერის გადადგომას მოითხოვენ. მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეებიც. მათ შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

“ჩვენი მოთხოვნა არის, რომ სამარცხვინო მერმა დატოვოს ჩხოროწყუს მერის თანამდებობა, ხომ ხედავთ, საკრებულო რა დღეშია? აქ ამ ყველაფერს “აპრავებენ”, აქ ამათ გული არ შესტკივათ იმისთვის, რომ ეს ბავშვები დაიჩაგრნენ. ამ ბავშვებს ეს გაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე”, – განაცხადა, ნაციონალური მოძრაობის და ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა, რამაზ გულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია გმობს აღნიშნულ ფაქტს, იმიტომ, რომ ეს იყო, პრაქტიკულად, მარაზმი. ეს არის მიუღებელი თიოთოეული ჩვენგანისთვის. ერთ-ერთი მოქალაქის მიერ მოხდა მოსწავლეების შემოყვანა და გარკვეული დასუფთავების აქციის წარმართვა  დღევანდელი დღე მათ, პრაქტიკულად პოლიტიკურ ასპარეზად აქციეს და ამ უაღრესად სამარცხვინო ფაქტს იყენებენ, მათ საკეთილდღეოდ”,- განაცხადა ჩხოროწყუს მერის მოადგილემ, გოჩა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები “შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img