კობახიძე მელიაზე: კაცური საქციელი არაა, გირაოთი გამოვიდეს და ამნისტია არ იყოს მიღებული

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას გირაო ამნისტიის ალტერნატივა არ არის.

“მნიშვნელოვანია, რომ გირაო იყოს გადახდილი და მან მიიღოს ეს გირაო, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგრამ გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ის შებრუნდება ციხეში. ამიტომ, ამნისტიის ალტერნატივა გირაო ვერ იქნება”,- ამბობს კობახიძე.

მისივე შეფასებით, “კაცური საქციელი არ არის”, როცა მელია ევროკავშირის გირაოზე თანამხაა, თუმცა ამნისტიის მიღებას ეწინააღმდეგება.

“როდესაც მელია ამბობს, რომ ის მზადაა აღიაროს გირაო, გამოვიდეს, ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია, იმიტომ, რომ ეს არის უკან დახევა, მაგრამ მას მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის კაცური საქციელი. როდესაც ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები ვინც მისგან იყვნენ გაბრიყვებული და უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში, ეს კაცური საქციელი არ არის. მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი მათ შორის შეთანხმებაში”,- აღნიშნა კობახიძემ.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img