კახა ოქრიაშვილი – გადადგეს და დაისაჯოს კორუმპირებული კალაძე

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი თვლის, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერი, კახა კალაძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს და დაისაჯოს. მისი თქმით, უსწრაფესად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე.

„გუშინ ბატონმა კალაძემ ზარ-ზეიმით გახსნა ვაკის პარკი. დღეს რეაბილიტირებულ შადრევანში დაიღუპა 13 წლის ბავშვი. არის ეს ერთჯერადი და შემთხვევითი მოვლენა?! – არა! როდესაც ხელისუფლება აქვთ მიტაცებული არაკომპეტენტურ, უცოდინარ, სისტემურ კორუფციაში ჩაფლულ ადამიანებს, ყველა მიმართულებით მომაკვდინებელი ეფექტი გვაქვს და გვექნება! სადაც არ არის დანერგილი თანამედროვე, დემოკრატიული მართვის სისტემები, ყველგან არის უკუსვლა და სიკვდილი!

დიახ, კალაძე არის არაკომპეტენტური და კორუმპირებული მერი – მას ავტობუსების შესყიდვებთან დაკავშირებით პასუხი დღესაც არ გაუცია, მაგრამ მოუწევს! ივანიშვილმა და კალაძემ შექმნეს ისეთი საქართველო, სადაც არამარტო მაღალი ძაბვით, არამედ თბილისის ქუჩებში, ყოველდღე ან კრიმინალურ გარჩევებში იხოცებიან ადამიანები, ან შიმშილით კვდებიან, ან გარბიან საქართველოდან!

უსწრაფესად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა დამნაშავე და გადადგეს და დაისაჯოს და კორუმპირებული კალაძე!”,- აცხადებ სოქრიაშვილი.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img