იმედზე ტელემარათონი გამართეთ “მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად“ – მელია ოცნებას

ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელია ქართულ ოცნებას მიმართავს, მისი გირაოს თანხა ტვ იმედის საშუალებით ააგროვონ, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ.

“მივმართავ „ქართული ოცნებას“ – ერთადერთი გამოსავალი გაქვთ. თქვენ თვითონ, ცხადია, ვერ მიაგნებთ, ამიტომ ისევ მე გეტყვით:
იმედის ეთერში ტელემარათონი გამართეთ – „ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად“
სხვა გამოსავალი მართლა არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიაროთ რომ ბოლომდე უსუსურები ხართ!

პ.ს. მარათონის დასაქოქად პირველი შენატანები ოცნების დეპუტატებმა შეიტანონ, ლაშა ნაცვლიშვილსაც გააგებინეთ, ეგ თუ არა, მასში არსებული ბიძინა მაინც გაიღებს თანხას”,– წერს მელია Facebook–ზე.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის და მას ვერ დაიჭერენ.
დღეს ის გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მიეცა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართევენ შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img