იაგო ხვიჩია განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში

პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“  განმარტა თუ რა შემთხვევაში შევა პარლამენტში.იაგო ხვიჩიას თქმით, „გირჩს“ გაცხადებული აქვს, რომ ისინი პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შევლენ, მაშინ როდესაც შესაძლებელი იქნება მათთვის საინტერესო საკითხების გადაჭრა.

„ჩვენ არასდროს არ დაგვიმალავს პარლამენტში შესვლის სურვილი. ჩვენ ვამბობდით, რომ „გირჩი“ პარლამენტში“ იყო ჩვენი სლოგანი წინასაარჩევნოდ. ისეთ ადგილზე შესვლა არ მინდა, რომელიც პარლამენტი არ არის და პარლამენტად მასაღებენ, თორემ განა პარლამენტში შესვლა არ გვინდა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც რომ შეთანხმებისკენ ვიაროთ. ეს რაღაც, რაც ახლა გვაქვს, პარლამენტი გახდეს. ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც პარლამენტი გააჩნია. ამაზეა საუბარი, ამ იდეის გულშემატკივარი ვარ. უნდა ვიაროთ შეთანხმების გზით, ვიპოვოთ ისეთი კონსენსუსი, რომელიც ამ ქვეყანაში პარლამენტს გააჩენს. ამას მხოლოდ ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმება გააჩენს. სამწუხაროდ, არჩევნების შედეგებმა ეს ვერ გააჩინა.

მე მაქვს ჩემი ინტერესები. ვფიქრობ, მე გავჯიუტდები, თუ ეს არ დაიდო. ჩემი ინტერესი, რომელიც აქ არის, პროპორციული არჩევნები და ბუნებრივია მასთან მიახლოებული ბარიერია. მე მოვუწოდე ოპოზიციას, რომ უნდა გავაგრძელოთ ბოიკოტი, არც უნდა ვიფიქროთ შესვლაზე თუ აქამდე მოვედით. პოლიტპატიმრებზე და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარი არ არის, ყველა თანხმდება ამაზე, საუბარია პროპორციულ და ვადამდელ არჩევნებზე. თანახმა ვარ ვადამდელ არჩევნებზეც, იმ შემთხვევაში თუ ეს მესამე მოთხოვნა დაკმაყოფილდება. თუ არ დაკმაყოფილდება არ ვარ პარლამენტში შესვლის მომხრე.

ჩვენ შეთანხმების საგნად შეიძლება ვაქციოთ ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი თამაშის წესების მიღება, რომლის შანსი სხვა დროს არ გვექნება, ¾-იან უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში როდის მიიღებს რომელიმე პარტია, ასე მარტივი არ არის. ახლა გვაქვს შანსი შევთანხმდეთ.

უფლებამოსილი პირი მჭირდება. მე რომ გავაფორმო მარტო „ქართულ ოცნებასთან“ ეს ვერ შედგება და იქნება „თავის მოტყუება“. „პატრიოტთა ალიანსი“ და ალეკო ელისაშვილი საკმარისი არ არის, საჭიროა „ნაციონალური მოძრაობა“, მე კი არ მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ საჭირო ამ საქმისთვის. არ გვყოფნის მხოლოდ „ქართული ოცნება“, არ ვართ საკმარისი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვქონდეს და შეცვალოთ კონსტიტუცია. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არ ხდება. ჩვენ გვჭირდება 113 ადამიანი პარლამენტში. შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ყველაზე დიდი პარტია არის ის პარტია, რომლის მონაწილეობა არის აუცილებელი ამ ცვლილების მისაღებად. ჩვენი ინტერესიც არის მინიმუმ 113“, – აცხადებს ხვიჩია

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img