ვუერთდებით ევროპულ მარშს! მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას, არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები – “ლელო”

”ვუერთდებით ევროპულ მარშს! მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას, არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები ” –  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდება.

“ლელო“ ხელმძღვანელობს რა ქართველი ხალხის ინტერესებით და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყეობის კონსტიტუციური საფუძვლებით, უერთდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს.

ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით, რათა კიდევ ერთხელ მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას და არა რუსულ კანონს!

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, გეგმავს შექმნას ვითარება რომლითაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია და მხარს რუსულ კანონს უჭერს. ამისათვის ხელისუფლება აიძულებს საჯარო სამსახურში და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ აქციაში. ჩვენ გვჯერა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები კარგად აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს საქართველოს რუსეთიზაცია და ახსოვთ ვლადიმერ პუტინის მიერ მოწყობილი პარტიული აქციები ოლეგ გაზმანოვისა და სხვა რაშისტი კულტურის მუშაკების მონაწილეობით.

მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას. არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები.

ჩვენი ადგილი ევროკავშირშია. ესაა გადამწყვეტი მომენტი, რომელშიც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაიხსენოს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადაუდგამს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისათვის და მიიღოს გადაწყვეტილება დარჩება თავისი თავის ერთგული, თუ გახდება ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების ნაწილი.

ჩვენ არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა დაყოს ქართული საზოგადოება, რადგან დღეს არ კეთდება არჩევანი ამ ან სხვა პარტიას შორის. არჩევანი გაკეთებულია – ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, რომლის არჩევანიც ევროკავშირია, მეორე მხარეს კი რუსეთი.

„ლელო“, ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის. ჩვენ ერთად, მტკიცედ განვაცხადებთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! – წერია პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img