ვგმობთ გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას – აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას გმობს. ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება ფეისბუქზე გაავრცელეს.

“აშშ-ის საელჩო თბილისში გმობს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თორმეტი წლითა და ექვსი თვით, მას შემდეგ, რაც დაახლოებით შვიდი თვის წინ, რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ის დაჭრეს და დააკავეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად.

ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, რაც მისი ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას ითვალისწინებს.

დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს, ასევე, არ აძლევს მათ საშუალებას გამოიყენონ საკუთარი უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება – გაიყვანოს ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა.

ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ბატონ გახელაძესა და მის ოჯახს, ასევე, ყველა ოჯახს, რომელსაც რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციის გაძლება უწევს.”, — წერია განცხადებაში.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img