“ დიახ, ჩვენ ვვაჭრობდით თქვენი თავისუფლებით, არ იცოდით ეს?“-ელისაშვილი პოლიტპატიმრებს

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს და ისნის N5 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულ აკაკი კობალაძეს პასუხობს, რომლებიც პატიმრობიდან ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოალაპარაკების პროცესის პარალელურად გაათავისუფლეს. ელისაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა სწორედ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შემდეგ გადაწყვიტეს. ივერი მელაშვილმა თქვა, რომ მას არ სურს მის გამო ვინმემ სიტყვა გატეხოს და პარლამენტში შევიდეს. აკაკი კობალაძემ კი თქვა, რომ   მათზე საუბრის უფლება აქვს ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს და არა ალეკო ელისაშვილს და მას არ სურს ვინმემ მისი თავისუფლებით ივაჭროს.

ალეკო ელისაშვიმა მელაშვილს და კობალაძეს მთავარი არხის ეთერში უპასუხა:

“ჩვენით ნურავინ ნუ ივაჭრებსო, რომ იძახიან, მათი თავისუფლებით ვვაჭრობდით ჩვენ მოლაპარაკებებზე. კი, მოლაპარაკება იყო ვაჭრობა და არის ვაჭრობა ნებისმიერი მოლაპარაკება. არ იცოდნენ აქამდე? 2 თვის განმავლობაში? რომ ვიძახდით, რომ ეს ხალხი ციხიდან უნდა გამოსულიყო. თან როგორ ვამბობდით იცით, რომ 4 პუნქტი, რომელიც ჩვენ გვქონდა, ვამბობდით, რომ, თუ ამას ქართული ოცნება შეასრულებს, მაშინ ჩვენ პარლამენტში შევალთ. დიახ, ასეთი ვაჭრობა მიმდინარეობდა. გონიერი ხალხია და გამიკვირდა ასეთი რაღაც მათგან.“– ამბობს მოქალაქეების ლიდერი მთავარი არხის ეთერში.

 

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img