დარწმუნებული ვარ საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების პროცესს – ზალკანიანი

”დარწმუნებული ვარ საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების პროცესს” – საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ყველა უწყება ჩართულია იმაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ზაზა გახელაძის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით.

„ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, თავისი მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და ასევე, ყველა ფორუმის მაქსიმალურად გამოყენება იმისათვის, რომ ეს უკანონო დაკავება იყოს წამოწეული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის. ეს არის ცალსახად პროვოკაციული ქმედება და არის მიმართული ქვეყნის შიგნით დაძაბულობის გამოწვევის თვალსაზრისით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად დაემთხვა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს, რომელმაც ერთხმად აღიარა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და ის ფაქტი, რომ იქ შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ძალას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით მუშობს თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჟენევის პროცესის ყველა ძირითად აქტორთან ერთად, რომელიც უკვე ინფორმირებულია. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წამოვიდა დამგმობი განცხადებები. ვიხილეთ აშშ-ს, ევროკავშირის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ამ უკანონო დაკავების პროცესს და იქნება ისე, როგორც წინა უკანონო დაკავების შემთხვევებში, საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ერთიანი ამ მოთხოვნაში. ჩვენ ამას შევძლებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img