გაოგნებული ვარ, სად მოინახა 160 კაცი, რომელიც გაბოროტებულია წულუკიანზე? – დოლიძე

რეჟისორი ქეთი დოლიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა კულტურის და სპორტის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნოს. ამის საწინააღმდეგოდ მოქალაქეებმა პეტიციაც შექმნეს, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები აწერენ ხელს.

“გაოგნებული ვარ, აი, სად მოინახა 160 კაცი, რომელიც ასე არის გაბოროტებული თეა წულუკიანზე. ჩემთვის მთავარია, რომ კულტურის სამინისტროს მართავდეს ყოველი მხრიდან მოუსყიდავი…  ადამიანი, რომელიც არ არის მიკერძოებული რომელიმე ერთ ჯგუფთან, ვინმესთან.

თეა წულუკიანი არის კარგი მენეჯერი, ძალიან კარგი იურისტი, რაც აუცილებელია ამ სფეროში და კულტურის სამინისტროს არავითარ შემთხვევაში, მე რომ მკითხოთ, არ უნდა მართავდეს ადამიანი, რომელიც კულტურის რომელიმე სფეროდან არის მოსული”,– ამბობს დოლიძე ტვ პირველთან ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, იმედი აქვს, რომ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნება.

#cancelThea – თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა. მას ამ დროისთვის უკვე 298 ხელმომწერი ჰყავს.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img