გადადგეს მკვლელი მთავრობა – 17 ივლისს, პარლამენტთან აქცია გაიმართება

“გადადგეს მკვლელი მთავრობა” – 17 ივლისს, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა.

ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება კვლავ გააპროტესტებენ 5 ივლისის მოვლენებს, როდესაც პუტინისტურმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს, სასტიკი თავდასხმის შემდეგ კი 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

“მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, მმართველი პარტია უტიფრად აგრძელებს რუსული ხელწერის სიძულვილის კამპანიას და უარს ამბობს აიღოს პასუხისმგებლობა 5 და 6 ივლისს, თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებზე.

ამასთან ერთად, სამთავრობო პროპაგანდისტული არხების მიერ ურცხვად გრძელდება დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციის კამპანია, რომლის მიზანია ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. შესაბამის უწყებებს, ამ დრომდე არ გამოუვლენიათ და არ დასჯილან კრემლისტური ჯგუფების ლიდერები, რომლებიც კვირების განმავლობაში აორგანიზებდნენ ჯგუფური ძალადობის აქტს და სხვებს თანამონაწილეობისაკენ მოუწოდებდნენ”,– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათი თქმით, ხელისუფლება ძირს უთხრის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და ღია ომი გამოუცხადეს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.

“ეს არის ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბრძოლა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ფაქტია, რომ ხელისუფლებას აშინებს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უპრეცედენტო ერთიანობა. სწორედ ამიტომ, ეს პროტესტი იქნება უკომპრომისო და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ივანიშვილის რეჟიმი ამ ბრძოლაში დამარცხდება! ვიკრიბებით შაბათს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ. დაისაჯოს ყველა მოძალადე! გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი!”,– წერია აქციის აღწერაში.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img