არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან? – ნიკა მელია

“ღამის კურიერის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე კოლეგებად არ უნდა, ის აცხადებს, რომ მთავარ მოთხოვნად ისევ ახალი არჩევნები რჩება.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან? არ მინდა კობახიძე, თალაკვაძე არ მინდა, რომ იყვნენ ჩემი კოლეგები, მაქვს ამის უფლება?!

პროკურატურის განცხადება გამიხარდა, იქნებ რამენაირად დაძლიონ კომპლექსები და ფობიები და შემიჩერონ უფლებამოსილება მეც და სხვა კოლეგებსაც, ნუ მე მაინც,”- აღნიშნა ნიკა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ მას არ უნდა პარლამენტში შესვლა და ამ საკითხს ერტი დიდი წერტილი უნდა დაესვას.

“არ მინდა ვიყო პარლამენტში, მაქვს მაგის უფლება თუ არა? არ მინდა პარლამენტში, არ მინდა იმიტომ, რომ ეს არ არის პარლამენტი. რატომ არ მიწყვეტენ უფლებამოსილებას? რადგან იციან რომ არჩევნები მოიპარეს. ფასადური დემოკრატიის შექმნისთვის კი, “ქართულ ოცნებას” უნდათ რომ გამომიყენონ მე, მაგრამ არ შევდივარ. ირმა ინაშვილიც კი არ შევიდა პარლამენტში, რომლის პარტიაც ფაქტობრივად პოლიტიკური პარტნიორი იყო “ქართული ოცნების”. არ მინდა კობახიძესთან ერთად იმ დარბაზში ჯდომა, სადაც უბრალოდ არაფერი მესაქმება. იქნებ, ერთი დიდი წერტილი დავუსვათ ამ საკითხს,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img