Tag: ვოლოდიმირზელენსკი

  • სისულელეა, პასიურად გვქონდეს იმის იმედი, რომ გამარჯვებას ვინმე სხვა მოგვიტანს – ზელენსკი

    ჩვენ ახალა ომის ისეთ ეტაპზე ვართ, როდესაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ არ დავკარგოთ იმ გზის [მნიშვნელობის] შეგრძნება, რომელიც გასავლელი გვაქვს. სწორედ გზის. გზის, რომელიც წინაა.

    წინა წელთან შედარებით, ბევრ ადგილას ახლა უფრო სიმშვიდეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომის იგნონირება შეიძლება, ან ნაკლებად ორიენტირებულნი ვიყოთ სახელმწიფოს დახმარებაზე.

    ჩვენ პარტნიორებთან ერთად ბევრის გაკეთება შევძელით ხალხის დასაცავად, უკრაინისა და მთლიანად ევროპის დასაცავად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ამ წარმატებით განცხრომის დროა. გზა წინაა, მოძრაობა წინაა. ამისთვის ჩვენ არანაკლები ერთიანობა და კონცენტრირება გვჭირდება.

    სისულელეა, პასიურად გვქონდეს იმის იმედი, რომ გამარჯვებას ვინმე სხვა მოგვიტანს, ის ვინც სანგრებშია, ან ის ვინც ახლა იბრძვის. ეს ყველას საერთო დავალებაა. გამარჯვება ყველასთვისაა. იმარჯვებს ის, ვინც ამისთვის იბრძვის და ვინც აწვდის იარაღს. ვინც ამცირებს ტერორისტული სახელმწიფოს შესაძლებლობებს, ვინც ზრდის უკრაინის შესაძლებლობებს. დიდება ყველა ჩვენს ჯარისკაცს, დიდება ჩვენს ძლიერ ხალხს, დიდება უკრაინას

    თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველწლიური ვიდეომიმართვისას.

  • ყირიმის შემთხვევაში, დეოკუპაციის გარდა, სხვა გზა არ განიხილება – ზელენსკი

    “ახლა ყირიმში რუსეთის სამფეროვანი დროშის ქვეშ ბოროტება, ძალადობა, მკვლელობები და ომი სუფევს. თუმცა, მე მჯერა, რომ სადაც ამ ბოროტებამ საწყისი პოვა, სწორედ იქ მოელის მარცხი.

    ყირიმის გათავისუფლება ერთადერთი სწორი გზაა, არამარტო უკრაინისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ამაში დარწმუნებული ვარ.

    როგორც ჩვენ ვცემთ პატივს ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ანალოგიურად მოვითხოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც სცენ პატივი, მთელ უკრაინას პოლესიედან შავი ზღვისა და აზოვის ზღვის სანაპიროებამდე, ჩრდილოეთის ქალაქებიდან სევასტოპოლამდე და ქერჩამდე.

    ჩვენი ხალხი აღმოსავლეთსა და სამხრეთში თანაბრად იმსახურებს თავისუფლად ცხოვრებას”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • მხოლოდ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, აწარმოებს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებას – კირბი

    “მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია განსაზღვროს მზად არის თუ არა და როდის მოლაპარაკებისთვის (რუსეთთან – რედ.), რა კონტექსტში და რის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის გარეშე მოლაპარაკებები უკრაინაზე არ შეიძლება”,

    ამბობს თეთრი სახლის წარმომადგენელი, ჯონ კირბი.

  • ზურაბიშვილმა მითხრა – აგერ ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, სახტად დავრჩი – კობახიძე

    შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 27-28 თებერვალი. 24-ში დაიწყო ომი, შარშანდელ პერიოდზე მაქვს საუბარი. შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვდა, რა გინდათო. ნუ, გავიკვირვე მე, ჩვენ რა უნდა გვინდოდეს-მეთქი, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა, ასეთი პასუხი დავუბრუნე, თქვენ გვითხარით, რა გინდათ-მეთქი, ასე ზრდილობიანად ვუპასუხე.

    აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, თან მაშინ უმძიმესი სიტუაცია იყო უკვე უკრაინაში, რამდენიმე მხრიდან უტევდნენ უკრაინას. კიევში იყვნენ შესული.

    ნუ, სახტად დავრჩი. ანუ, ასეთ რაღაცას მეუბნება, რომ თქვენ იყავით მასეო, აგერ, ზელენსკი გმირიაო. მე ჩემს პასუხს არ ვიტყვი, რა ვუპასუხე. ალბათ, სამომავლოდ მექნება ამის საშუალება, მაგრამ დღეს არ ღირს ამაზე საუბარი. მაშინ მთელი საზოგადოება იყო აჟიტირებული, ქართული საზოგადოება იყო აჟიტირებული, სხვანაირად უყურებდა მოვლენებს, ემოციური ფონი იყო სხვანაირი, ეს გასაგებია და პრეზიდენტიც ბუნებრივია, გაყვა იმ ემოციურ ფონს, იმედია, დღეს ასე აღარ ფიქრობს.

    ამის შესახებ,  მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედი LIVE-ის ეთერში საუბრობს.

  • ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბახმუტში რჩება, მაგრამ მტერი ქალაქს არ აკონტროლებს – ზელენსკი

    “ყველაზე რთული ვითარება ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არის ზუსტად იქ [ბახმუტში]. სწორედ იქ იყენებენ იარაღს ყველაზე დიდი რაოდენობით. ძალიან, ძალიან რთული ამბავია.

    ბახმუტის ზოგიერთ ნაწილში წარმატება გვაქვს – წინ მივდივართ, შემდეგ არა, ისევ ვიხევთ უკან პოზიციებზე. ეს ხდება ყოველდღიურად, მაგრამ ჩვენ ბახმუტში ვართ და მტერი ბახმუტს არ აკონტროლებს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ზელენსკი პოლონეთში წინასწარ გამოცხადებული ვიზიტით ჩავიდა

    პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედი ოლენა ზელენსკასთან ერთად დღეს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა.

    ეს არის პრეზიდენტის მესამე ვიზიტი საზღვარგარეთ და პირველი წინასწარ გამოცხადებული ვიზიტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და მისი მეუღლესთან სტუმრების ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ქვეყნების ლიდერები მოლაპარაკებებს პრეზიდენტის სასახლეში გამართავენ. ამის შემდეგ დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართება.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხებიან “პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების მთელ სპექტრს, უსაფრთხოების პოლიტიკიდან დაწყებული”, ასევე დაისმება ისტორიული საკითხები.

    ანჯეი დუდასა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.

    პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ მზად არიან უზრუნველყონ  ზელენსკის უსაფრთხოება მისი ვიზიტის დროს.

    ზელენსკის უცხოური ვიზიტები

    რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკის ქვეყანა თითქმის ერთი წელი არ დაუტოვებია. მან პირველად  ქვეყანა 2022 წლის დეკემბერში დატოვა ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებების მიზნით.

    ცოტა ხნის შემდეგ, ის ერთი  ვიზიტით გაემგზავრა ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში.

  • ზელენსკი – საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ?

    საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

    “ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ? რადგან რუსეთი ისევე ეპყრობა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ეპყრობა უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და ამიტომ კიდევ ერთხელ: ისინი ნეიტრალურები არიან? თუ რუსეთისკენ არიან? თუ ისინი უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ.?” – თქვა ზელენსკიმ.

    მისი თქმით, უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამა თუ იმ შიდა საკითხს, მაგრამ არ ესმის სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება.

    “სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს – რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები აქვს ამას  საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ – იგი მოკლან”, – თქვა ზელენსკიმ.

  • ზელენსკიმ ახალი საკადრო წმენდა დააანონსა

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ჯერ არ დაუსრულებია საკადრო ცვლილებები ქვეყნის ხელმძღვანელობაში და ყველას, ვინც არ დააკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნებს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

    „ახლა არის გარკვეული საკადრო სიმშვიდე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი უკვე გადაიდგა. გადაწყვეტილებები მიიღება. სისტემაში ვინც არ აკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ფუნდამენტურ მოთხოვნებს, არ უნდა ისხდნენ სავარძლებში“, – თქვა მან საღამოს მიმართვაში.

    ზელენსკიმ უკრაინაში ახალი რეფორმების მომზადებაზეც ისაუბრა.

    „რეფორმები, რომლებიც შეცვლის სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას მრავალი ასპექტით – მათ უფრო ჰუმანურს, გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ დეტალებს მოგვიანებით გამოაცხადებს.

  • უკრაინა პარტნიორებს შესაბამის მხარდაჭერას სთხოვს, გვჭირდება გადაწყვეტილებები – ზელენსკი

    ”უკრაინა დეტალურად აანალიზებს ყველა არსებულ მონაცემს და პარტნიორებს შესაბამის მხარდაჭერას სთხოვს. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩავრთოთ სატანკო კოალიციაში იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატება ბრძოლის ველზე. ეს მართლაც რთული საკითხია, რადგან ზოგჯერ სიტუაცია დამოკიდებულია არა ერთ გადაწყვეტილებაზე, არამედ რამდენიმეზე. ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია სწავლება, ზოგიერთს შეუძლია საბრძოლო მასალის მიწოდება. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ.”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით  სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ჩავიდა.მან განიხილა ოპერაციული სიტუაცია სამხრეთ უკრაინაში, ასევე ოკუპანტების მიერ სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგები. ასევე განხილული იყო რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მისი დაცვის საშუალებები და აღდგენის ტემპი.

    “სამუშაო ვიზიტი მიკოლაევის რეგიონში. რეგიონი გმირულად უძლებს ტერორისტების ყველა თავდასხმას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართე რეგიონში არსებულ ვითარებაზე”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.