Tag: ვოლოდიმირზელენსკი

  • ზელენსკიმ საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა – გვარამია

    “ზელენსკიმ საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. საქართველოს ელჩი უკრაინაში უკან არ დაიშვება, ვიდრე უკრაინას არ დაუბრუნებენ მის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს!”

    წერს ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

  • ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები 1991 წლის საზღვრებს მიაღწევენ

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ირიბად დაადასტურა ის, რაც გუშინ The Washington Post-ში დაიწერა:

    Washington Post: CIA-ს დირექტორი ფარულად გაემგზავრა უკრაინაში, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გეგმა განეხილა

    კიევში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ 1991 წლის საზღვრებს.

    „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: უკრაინა მზად იქნება დიპლომატიის ამა თუ იმ ფორმატისთვის, როდესაც ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ჩვენს საზღვრებზე. ჩვენს რეალურ საზღვრებზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ციტირებს RBC-Ukraine ზელენსკის.

    The Washington Post, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ რუსეთთან ზავის შესახებ მოლაპარაკების იდეა ცოტა ხნის წინ კიევში CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს წარუდგინეს.

    ის , რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები რეალურად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება ექნება, შაბათს კიდევ ერთხელ თქვა ზელენსკიმ.

    ერთი დღით ადრე, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უფრო ნელია, ვიდრე  მოსალოდნელი იყო, მაგრამ პროგრესი სტაბილურად იზრდება.

  • ზელენსკის განკარგულებით Georgian Airways და პერსონალურად თამაზ გაიაშვილი დასანქცირდნენ

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა.

    მედიის ინფორმაციით, კომპანიასთან ერთად  პერსონალური სანქციები დაუწესდა ავიაკომპანიის დამფუძნებელს – თამაზ გაიაშვილსაც.

    შეზღუდვები  აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიის გავლით ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და საფინანსო ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიების და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს.

    რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 15 მაისს აღდგა. 20 მაისს, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. მას შემდეგ ქართული ავიაკომპანია რუსეთში ყოველდღიურ ფრენებს ახორციელებს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა – როგორც ზელენსკი საკუთარ Telegram არხზე წერს ვიზიტის ფარგლებში ის, რომის პაპ ფრანცისკესაც შეხვდება.

    “რომი. შეხვედრები იქნება იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან, პრემიერმინისტრ ჯორჯ მელონთან და რომის პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტია უკრაინის გამარჯვებისთვის”, – წერს ზელენსკი

    ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი, იტალიის პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შეხვდება.

  • ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს – ზელენსკი

    მადლობა გადავუხადე ურსულას ევროკავშირის მზადყოფნისთვის, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი.

    უკრაინა ყოველდღე აჩვენებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას. ტერორისტების ჩამოგდებული ყოველი რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან პრესკონფერენციისას.

  • ამ ტერაქტის შემდეგ, სხვა გზა არ დარჩა, გარდა ზელენსკის ლიკვიდაციისა – მედვედევი

    დღევანდელი ტერაქტის შემდეგ, სხვა გზა არ დარჩა, გარდა ზელენსკის ლიკვიდაციისა. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება.

    წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი

  • უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდ პაკეტს ამზადებს – ზელენსკი

    “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, როგორ ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო სანქციების გვერდის ავლას, ჩვენ ვაფიქსირებთ ყველა ასეთ მიმართულებას და ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად მის დასაბლოკად. ვამზადებთ სანქციების დიდ პაკეტს. გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული”,

    განაცხადა  ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • სამშვიდობო მოლაპარაკებები პუტინის მოსთხოვეთ და არა ზელენსკის – ლანდსბერგისი

    “ინტერვენციის შემდეგ, თქვენ “ორივე მხარეს” არ უნდა სთხოვოთ “მშვიდობის განხილვა”, თქვენ დამპყრობელს წასვლა უნდა სთხოვოთ. მშვიდობის მსურველებმა თავიანთი მოთხოვნებით პუტინს უნდა მიმართონ და არა ზელენსკის.”

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეებს ურჩია,  ამისთვის რუსეთის პრეზიდენტს  ვლადიმერ პუტინს მიმართონ. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

  • ზელენსკის გუნდი მერკელს პასუხობს, რომელიც არ ნანობს მის პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ

    ზელენსკის გუნდი მერკელს პასუხობს, რომელიც არ ნანობს მის პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ

    უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთის მიმართ მის პოლიტიკას სწორი უწოდა.

    პოდოლიაკმა მის სიტყვებს თავის გამართლების მცდელობა უწოდა და  პოლიტიკოსი აგრესორ ქვეყანასთან მოლაპარაკების მოწოდების გამო გააკრიტიკა.

    “ყოფილი კანცლერი მერკელი, რომელმაც ევროპა მთლიანად დამოკიდებული გახადა რუსულ ენერგომატარებლებზე, თავს იმართლებს: “მე ყველაფერი გავაკეთე, რომ რუსეთს ომი არ დაეწყო და ამიტომ მივიღე… რუსული იაფი გაზი.” ფანტასტიკურია. ბოლოს და ბოლოს, ომი. არ დაიწყო, არა? მინსკი-ნორმანდიული ფორმატი გრძელდება: “ჩვენ უნდა ვიფიქროთ მოლაპარაკებებზე, ყველა მშვიდობის მსურველი არ ფიქრობს პუტინის მსგავსად.” ერთი კითხვა: რაზე მოლაპარაკება? ისევ რუსეთის ფედერაციიდან იაფ გაზზე? მაგრამ საჭიროა თუ არა ეს … უკრაინის დანგრეული ტერიტორიებისა და ასობით ათასი უდანაშაულო უკრაინელის სიცოცხლის ფასად? და რაც მთავარია, ვისთან ერთად? ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო ომის დამნაშავეებთან? ნუთუ მართლა შესაძლებელია 430 დღის სასტიკი ომის შემდეგ იმდენად გეზიზღებოდეს თავისუფლება, რომ ასე ღრმად, ასე ღიად უგულებელყო რუსული ხოცვა-ჟლეტა და ა.შ
    ღიად გძულდეს  უკრაინის თავდაცვის უფლება?” – დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის  მრჩეველმა Twitter-ზე.

    მან ასევე მოუწოდა მერკელს შეწყვიტოს თავის მართლება:

    „თუ წარსულის შეცდომებს ვერ გამოასწორებ, უბრალოდ შეწყვიტე გამართლება და აგრესორის წახალისება“, – დაასკვნა მან.

    ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობას 2005 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა, ჩართული იყო ე.წ. მინსკის პროცესისა და ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებების მუშაობაში, რომლის მიზანი იყო დონბასში სიტუაციის მოგვარება.

    ამავდროულად, მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, მერკელის ხელმძღვანელობით გერმანიამ მხოლოდ გააფართოვა ეკონომიკური თანამშრომლობა აგრესორ ქვეყანასთან. მაგალითად, მაშინ დაიწყო Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობა, რასაც მოგვიანებით გერმანულმა მედიამ ქვეყნის მთავარი სირცხვილი უწოდა ბოლო წლების განმავლობაში.

    მერკელი ეწინააღმდეგებოდა 2008 წლის სამიტზე უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული სამოქმედო გეგმის მინიჭებას და, მისი მმართველობის ბოლო დღეებამდე, პირადად დაბლოკა კიევისთვის ყოველგვარი სამხედრო დახმარება. ამ ქმედებებმა, მრავალი ექსპერტისა და პოლიტიკოსის აზრით, ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საბოლოოდ გადაწყვიტა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. კერძოდ, გასულ თვეში ბუნდესტაგმა განაცხადა, რომ მერკელი იყო პასუხისმგებელი უკრაინის ომზე.

    მიუხედავად ყველაფრისა, ყოფილი კანცლერი საჯაროდ აცხადებს, რომ მისი ყველა ძალისხმევა ა რუსული აგრესიის შესაჩერებლად სწორი იყო.

  • ზელენსკის თქმით, მარიუპოლის 90%-ზე მეტი განადგურებულია

    მარიუპოლი. ოდესღაც იქ თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ახლა კი მთელი სახლი აღარ დარჩა. ტერორისტულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა ამ ქალაქის მოსაკლავად. მარიუპოლის 90%-ზე მეტი განადგურებულია.

    აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.