Tag: ვოლოდიმირზელენსკი

  • ხალხი ამბობს, რომ არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომში მყოფი ქვეყნის მართვის მამობასთან დაბალანსება შეუძლებელი ამოცანაა.

    „ხალხი ამბობს, რომ არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა ამ მომენტში. ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

    მისივე თქმით, არ აქვს უფლება, რომ ომისგან დაისვენოს, ასევე შეუძლებელია იმის თქმა, რომ უკრაინელები ომს შეჩვეულები არიან.

    „ყველა ტრაგედია გადამაქვს. არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ომს მიჩვეულები ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ სკანდინავიელ ჟურნალისტებთან საუბარში.

    ზელენსკი აღნიშნავს, რომ ომის შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. ის იხსენებს მომენტს, როდესაც უკრაინელებმა ოკუპაციისგან პირველი რეგიონის გათავისუფლება შეძლეს.

  • მჯერა, კონტრშეტევები რუსეთის ძალების მოგერიებასა და ყირიმის დაბრუნების კუთხით წარმატებული იქნება – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა ყირიმის დეოკუპაციის გეგმებს მოიცავს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიურ მედიასთან საუბარში განაცხადა.

    ზელენსკის თქმითვე, უკრაინის წარმატებები დიდწილად დამოკიდებული იქნება დასავლეთის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე.

    „გვსურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა, ამიტომ იარაღის რაოდენობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „რუსული ძალები ყოველდღიურად კარგავენ მოტივაციას და ასევე ეშინიათ შედეგების იმ შემთხვევაში, თუკი უკან დაიხევენ“.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტს ესაუბრა

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ტელეფონით  ესაუბრა. ამის შესახებ,  ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ  რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პირველად ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინს ტელეფონით. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმაც.

    • “მე მქონდა ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
  • რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში NATO-სთან ომობს, რადგან უკრაინის დამარცხება არ შეუძლია – ზელენსკი

    “სასაცილოა, რომ თითქოს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს ეომება. რუსეთი ეომება უკრაინას. და რადგან მას არ შეუძლია პატიოსნად ომი, ამიტომ ის უკვე ამბობს, რომ NATO-ს ეომება. მას რცხვენია აღიაროს, რომ ქვეყანას, რომელიც 40-ჯერ აღემატება სიდიდით უკრაინას, არ შეუძლია ჩვენი დამარცხება”.

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის მოქალაქეობის მიღების ახალი პირობების შესახებ

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის მიღების ახალ წესებს ითვალისწინებს.

    ამიერიდან უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება უკრაინული ენის, ისტორიისა და კონსტიტუციის ცოდნა და გამოცდის ჩაბარება.

    ახალი კანონის N. 7606-ის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აქვთ უკრაინის მიმართ გამორჩეული დამსახურებები, და რომელთათვისაც უკრაინის მოქალაქეობის გაცემა წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს, ან რომლებიც მსახურობენ ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში, შეუძლიათ მიიღონ მოქალაქეობა გამოცდის გარეშე, მაგრამ მათ მოუწევთ მოქალაქეობის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში უკრაინული ენის გამოცდა ჩააბარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოქალაქეობა დაკარგონ.

  • ნატო მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში – ზელენსკი

    “ნატო მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში” – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რომელიც დღეს უკრაინაში ჩავიდა.

    “მივესალმები ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს კიევში. ეს იენს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტია სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ – ჩვენ ამ ვიზიტს აღვიქვამთ, როგორც ნიშანს, რომ ალიანსი მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში – ამბიციური გადაწყვეტილებების თავი.”, – განაცხადა ზელენსკიმ.

    იენს სტოლტენბერგმა და ვოლოდიმირ ზელესკიმ,  ასევე ისაუბრეს პარტნიორების მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე.

    “განვიხილეთ: პირველი რამშტეინის შეხვედრა, რომელიც ხვალ გაიმართება და გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებისგან ველით. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენი აქტიური მოქმედებების შეიარაღებულ მხარდაჭერას.

    მეორე, მე მივმართე ბატონ გენერალურ მდივანს თხოვნით, დაგვეხმაროს, დავძლიოთ ჩვენი პარტნიორების თავშეკავება ზოგიერთი იარაღის მიწოდებაში, კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, თანამედროვე თვითმფრინავების, არტილერიისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებაში.

    მესამე საკითხია ვილნიუსის ნატოს სამიტი, რომელიც შეიძლება ისტორიული გახდეს. მადლობელი ვარ სამიტზე მიწვევისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამაც მიიღოს შესაბამისი მოწვევა.

    და მეოთხე არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, უკრაინელებისთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

    გმადლობთ მოლაპარაკებების დაწყებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მშვიდობის დამყარებას უკრაინაში, მთელ ევროპასა და მსოფლიოში”,

  • მგონია, რომ ზელენსკი ფაქტებში ვერ ერკვევა – სარჯველაძე სააკაშვილზე

    მგონია, რომ ზელენსკი ფაქტებში ვერ ერკვევა – სარჯველაძე სააკაშვილზე

    “მგონია, რომ ფაქტებში ვერ ერკვევა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც ამ საკითხებზე კომენტარს აკეთებს. არ ვიცი, რამდენად განსწავლულია ის იურისპრუდენციაში, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ის იცლის ამ საკითხებზე, როგორც ჩანს, ის მიიჩნევს ამას მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მისი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მაგრამ, ალბათ, უმჯობესია, რომ ასეთ დროს თვითონ გარემოებებშიც ჩაიხედონ. არ შეიძლება უბრალოდ ასე ემოციების დონეზე ან უბრალოდ პიარის შედეგად ჩამოყალიბებული ემპათიის გამო კეთდებოდეს ასეთი განცხადება, რომელიც, ევფემიზმი რომ გამოვიყენოთ, ვფიქრობ, გადაუმოწმებელია”.

    ასე ეხმაურება, ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს.

  • სააკაშვილის სიცოცხლე სრულად ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – ზელენსკი

    მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაიმე პერსონალურ, არამედ სრულად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე… რასაც სუფთა და მყარი იურიდიული საფუძველი აქვს. თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, თუ ამაზე სიცოცხლეა დამოკიდებული, ეს ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწრაფო მიმართვა შეიტანეს, რათა მან შესაბამისი მკურნალობა მიიღოს. და როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

    განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.

  • არ დავტოვებთ რუსეთის კვალს ჩვენს მიწაზე და არც ერთ მტერს დაუსჯელად – ზელენსკი

    “ოკუპანტებმა ქალაქი სლავიანსკი  სასტიკად დაბომბეს. დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსებს. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ბოროტი სახელმწიფო კიდევ ერთხელ ავლენს თავის არსს. ის უბრალოდ კლავს ხალხს დღის შუქზე და ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას. აუცილებლად იქნება სამართლიანი პასუხისმგებლობა ტერორიზმის ყველა გამოვლინებაზე. ჩვენ არ დავტოვებთ რუსეთის არცერთ კვალს ჩვენს მიწაზე და არც ერთ მტერს დაუსჯელად”,

    წერს უკრაინის პრეზიდენტი სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვასთან დაკავშირებით.

  • შეუძლებელია იგნორირება, რა მარტივად კლავენ ეს მხეცები, ეს მსოფლიომ უნდა ნახოს – ზელენსკი უკრაინელი ტყვეს წამებაზე

    არის რაღაც, რასაც მსოფლიოში ვერავინ დააიგნორებს: რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო… უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯა… მსოფლიომ უნდა ნახოს.

    ეს არის ვიდეო, რომელიც აჩვენებს რუსეთს ისეთს, როგორიც ნამდვილად არის. როგორი ქმნილებები არიან ისინი. მათთვის არ არსებობენ ადამიანები. ვაჟი, ძმა, ქმარი.. ვიღაცის შვილი…

    ეს არის ვიდეო, სადაც რუსეთი ცდილობს, ახალ ნორმად აქციოს ცხოვრების განადგურების ასეთი ჩვევა.

    ეს არ არის უბედური შემთხვევა. ეს არ არის ეპიზოდი. ადრეც ასე იყო. ასე მოხდა ბუჩაში. ათასჯერ.

    ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება. ყველა ლიდერმა. ნუ ელოდებით, რომ ამ ყველაფერს დავივიწყებთ.

    არაფრის დავიწყებას არ ვაპირებთ. არც ჩვენ ვაპირებთ მკვლელების პატიებას.

    ტერორის დამარცხება აუცილებელია.

    ვერავინ გაიგებს, თუ ლიდერები რეაგირებას არ მოახდენენ. საჭიროა მოქმედება ახლა!

    და ჩვენ უკრაინაში მაქსიმალურად უნდა ვფოკუსირდეთ ფრონტზე. დაგვეხმარეთ, რამდენადაც შეგიძლიათ – გავდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან!

    მთავარი მიზანი გამარჯვებაა. ოკუპანტის დამარცხება, მკვლელების დასჯა.

    მარადიული ხსოვნა ყველა ადამიანს, ვისაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა!

    პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოკვეთის ფაქტს ეხმაურება.

    11 აპრილის საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცს დანით ჭრიან თავს. ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯარისკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ერთ-ერთმა ოკუპანტმა ამის გაკეთება დაიწყო.