Tag: ვოლოდიმირზელენსკი

  • ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი “მობილიზაციის პროცესებს” ამზადებს.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი „ახალ სამობილიზაციო პროცესებს“ ამზადებს და ამასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

    მისი თქმით, სამშაბათს ოთხი სატელეფონო საუბარი ჰქონდა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან (დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, კანადისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან).

    „ეს წელი მაშინვე დავიწყეთ იმით, რაც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება – იმ ახალი სამობილიზაციო პროცესების წინ, რომელსაც ტერორისტული სახელმწიფო ამზადებს – ახლა, ამ მომენტში, პარტნიორებთან ერთად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა.”თქვა ზელენსკიმ.

    “ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი პატრონები  ყველაფერს, რაც დარჩათ და ყველას, ვისი შეკრებაც შეუძლიათ, თავს მოუყრიან და გადმოისვრიან, რათა შეეცადონ ომში სიტუაციის შეცვლას  და დამარცხების გადავადებას. ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. […] რუსეთი ახორციელებს მათ მობილიზებას სიკვდილისთვის. ჩვენ კი ვცდილობთ ცივილიზებული სამყაროს მობილიზებას სიცოცხლის გულისთვის.“

    მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსებთან მიმართვისას განაცხადა, რომ კრემლი მობილიზაციის მორიგი ტალღის  ამზადებს. მისი თქმით, ქვეყნის მცხოვრებლებს მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით “დაახლოებით ერთი კვირა” რჩებათ.

    რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ჯარში დაახლოებით 300 ათასი ადამიანის მობილიზების შემდეგ მეორე ტალღა არ იგეგმება. ამავდროულად, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი არ მოაწერა მობილიზაციის დასრულების შესახებ განკარგულებას, რომელიც, ექსპერტების აზრით, რეზერვისტების შემდგომ აყვანის საშუალებას იძლევა ჯარში დამატებითი ფორმალური პროცედურების გარეშე.

    კიდევ რა თქვა ზელენსკიმ?

    მან მადლობა გადაუხადა ნორვეგიას „გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც უკვე მიღებულია და ჯერ კიდევ მზადდება“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს იარაღით მხარდაჭერასაც ეხება. ზელენსკიმ თქვა, რომ „ნორვეგიის როლი შეიძლება მართლაც ისტორიული გახდეს ევროპის დაცვაში“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა ჰქონდა მხედველობაში.

    ამასთან, უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიას „მზადყოფნის გამო უკრაინას ამ ზამთრისთვის საჭირო მოცულობის გაზი მიაწოდოს“.

  • გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი შაჰიდებით გრძელვადიან შეტევას გეგმავს – ზელენსკი

    ”წლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკრაინის თავზე ჩამოგდებული ირანული დრონების რაოდენობა უკვე 80-ზე მეტია და ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს უახლოეს მომავალში. იმიტომ რომ, ღამეები ამ კვირებში შეიძლება საკმაოდ დაძაბული იყოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი შაჰიდებით გრძელვადიან შეტევას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს შესუსტებაზე. ჩვენი ხალხის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ენერგიის შესუსტებაზე… ჩვენი ამოცანაა მივცეთ უკრაინას ყოველდღიური წარმატებები, მიღწევები, მცირე გამარჯვებები, თუმცა მაინც გამარჯვებები ტერორისტებზე და ტერორზე. ყოველი ჩამოგდებული დრონი, ყოველი ჩამოგდებული რაკეტა, ყოველი დღე ჩვენი ხალხის ელექტროენერგიით ყოფნა და მინიმალური გამორთვის გრაფიკი – სწორედ ასეთი გამარჯვებები”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • წლის პირველ 2 დღეში უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების რიცხვი 80-ს აჭარბებს – ზელენსკი

    “მხოლოდ 2 დღე გავიდა წლის დაწყებიდან და უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების რიცხვი უკვე 80-ს აჭარბებს. ეს რაოდენობა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაიზარდოს.

    ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი Shahed-ებით ხანგრძლივ შეტევას გეგმავს. მისი ფსონი, შესაძლოა, ჩვენი ხალხის გადაღლაზე, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული სექტორის [განადგურებაზე] იყოს დადებული. თუმცა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტერორისტების ეს მიზანი იქნება წარუმატებელი, ისევე, როგორც სხვები. “

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.