Tag: ვოლოდიმირზელენსკი

  • CIA-ის დირექტორი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და ზელენსკის შეხვდა

    აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორი, უილიამ ბარნსი გასულ კვირას უკრაინის დედაქალაქ კიევში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად რუსეთის სამხედრო გეგმები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

    შეხვედრის დროს ზელენსკისა და მისი დაზვერვის წარმომადგენელთათვის მთავარი საკითხი იყო, რამდენ ხანს გასტანს აშშ-სა და დასავლეთის მხარდაჭერა, აშშ-ს პოზიციას უკრაინის მიმართ შეცვლის თუ არა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა გამარჯვება.

  • საკმარისია თუ არა ის რასაც გვაძლევენ ? არა, არ არის საკმარისი – ზელენსკი იარაღის მიწოდებაზე

    უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მისმა პარტნიორებმა ტანკები მიაწოდონ.

    უკრაინას სჭირდება შესაბამისი იარაღი – პრეზიდენტის თქმით, მას უნდა ჰქონდეს ან დიდი რაოდენობით საარტილერიო სისტემა ან ადეკვატური რაოდენობის ტანკები.

    „პოლონეთი მზად არის, ასევე ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და კიდევ საკმარისი რაოდენობა ქვეყნებისა, რომ უკრაინა ტანკებით უზრუნველყონ. ისინი მზად იყვნენ ეს აქამდეც გაეკეთებინათ. ჩვენ ყველა ველით იმ ქვეყნის ნებართვას, რომელსაც აქვს ამა თუ იმ შესაბამის ლიცენზიებზე უფლება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

    ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ უკრაინას არა მხოლოდ პარტნიორების დახმარების იმედი აქვს, არამედ მუშაობს საკუთარი იარაღის წარმოებაზე.

    მისივე თქმით, უკრაინისთვის საკმარისი არ არის ის იარაღი, რომლებსაც მას პარტნიორები აწვდიან, რადგან ზელენსკის თქმით, იარაღის მიწოდების სიჩქარეზე დამოკიდებულია ადამიანთა სიცოცხლე.

    „საკმარისია თუ არა ის რასაც გვაძლევენ ? არა, არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ. სისწრაფე და დრო მნიშვნელოვანია. ყოველი წუთი – ადამიანია. რაც უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, მით უფრო სწრაფად შევძლებთ, ვიყოთ უფრო ძლიერები, მით მეტ მოქალაქეს შევინარჩუნებთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

  • “პუტინი არის და იქნება” – პესკოვი ზელენსკის პასუხობს

    “გასაგებია, რომ ფსიქოლოგიურად ბატონი ზელენსკი ამჯობინებდა, რომ არც რუსეთი და არც პუტინი არ არსებულიყო, მაგრამ რაც უფრო მალე გაიაზრებს ის, რაც უფრო მალე გაიაზრებს უკრაინის რეჟიმი, რომ რუსეთი და პუტინი არიან და იქნებიან, მით უკეთესი იქნება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინაა”.

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას  პასუხობს, სადაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის დარწმუნებული არაა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ ცოცხალი თუა.

  • დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ცოცხალია – ზელენსკი

    „დღეს არ მესმის, ვისთან და რაზე ვისაუბრო. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ჩნდება მწვანე ფონზე, სწორედ ის არის. მე არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ის ცოცხალია და გადაწყვეტილებებს იღებს. ვინ იღებს გადაწყვეტილებებს იქ, როგორია გარემოცვა? მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია.

    მე არ მესმის, როგორ შეიძლება ევროპელ ლიდერებს ერთ რამეს დაჰპირდე და მეორე დღეს სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელო. უბრალოდ არ მესმის, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვამბობთ „სამშვიდობო მოლაპარაკებებს“

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე ჩართვისას განაცხადა.

  • “ქედს ვიხრი გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის წინაშე” – ზელენსკის სამძიმარი ბუბა კიკაბიძეს

    “ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს:

    ამ მწუხარების ჟამს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო.

    უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას.

    გლოვის ნიშნად, ქედს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის წინაშე ყველა თაყვანისმცემელთან ერთად. ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება”,

    უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა.

  • ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება – ზელენსკი ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

    ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება. ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს, არსებობს ომის სხვადასხვა მიმართულება, ყოველი სიკვდილი ომის შედეგია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, სადაც მას ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

    პრეზიდენტ ზელენსკის ასევე ჰკითხეს, ღელავს თუ არა საკუთარ უსაფრთხოებზე და გრძნობს თუ არა თავს დაცულად საკუთარ ქვეყანაში.

    „მე ეს არ მაღელვებს. არაფერი შეცვლილა, ისევ გვჭირდება საბრძოლო მასალა, არსად წასვლას არ ვაპირებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტი მკვლელობისთვის იყენებს – ზელენსკი

    “დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტი მკვლელობისთვის იყენებს” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

    “ტირანია უსწრებს დემოკრატიას. რუსეთს ომის დასაწყებად ერთ წამზე ნაკლები სჭირდებოდა… დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს. თითქმის ერთი წელია უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთს წინააღმდეგობას უწევენ, ამ პერიოდმა დაამტკიცა, რომ ჩვენმა სწრაფმა ქმედებებმა დადებითი შედეგი მოიტანა”, – თქვა ზელენსკიმ.

    ზელენსკის თქმით, “მსოფლიო ყოყმანობდა”, როდესაც რუსეთმა 2014 წელს, ყირიმი აიღო და 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეიჭრა.

    “მსოფლიომ არ უნდა იყოყმანოს არც დღეს და არც არასდროს. მსოფლიომ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, ვიდრე რუსეთი თავის ახალ ნაბიჯებს გადადგამს. უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებამ უნდა გადააჭარბოს რუსეთის მომდევნო სარაკეტო თავდასხმების რიცხვს. უკრაინაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე რუსეთის თავდასხმა უსაფრთხოებასა ან მშვიდობაზე სხვა ქვეყნებში”, – თქვა ზელენსკიმ.

  • ერთ დღეს იგივე ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ – ზელენსკი რუსებს

    “მინდა ვუთხრა ყველას რუსეთში და რუსეთიდან, ვინც ახლაც ვერ წარმოთქვა ამ ტერორის დაგმობის რამდენიმე სიტყვა, თუმცა მშვენივრად ხედავენ და იციან ყველაფერი. ეს მხოლოდ იმით დამთავრდება, რომ ერთ დღეს იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ, ბოროტებას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვისაც მისი ეშინია და ცდილობს ვაჭრობას. და როცა თქვენთან მოვლენ, არავინ დაგიცავთ.”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • უცნობია 30-ზე მეტი ადამიანის ბედი, რომლებიც შესაძლოა შენობაში იყვნენ – ზელენსკი დნიპროზე

    ”ამ დრომდე უცნობია 30-ზე მეტი ადამიანის ბედი, რომლებიც შესაძლოა შენობაში იმყოფებოდნენ ტერორისტების მიერ გასროლილი რაკეტის დარტყმის დროს. ნანგრევებიდან ათობით ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, მათ შორის ექვსი ბავშვის. ჩვენ თითოეული ადამიანისთვის ვიბრძვით და სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი შანსი მაინც იქნება სიცოცხლის გადარჩენის.”

    ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო–ზელენსკი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომღერალ და მსახიობ ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს:

    “ვახტანგ კიკაბიძე.

    მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო.

    დიდი ხალხის დიდი ადამიანი. ლეგენდა, რომელზეც ყველა ვაკეთებდით სწორებას.

    ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს.“–წერს ზელენსკი