Tag: ვოლოდიმირზელენსკი

  • ზელენსკი: ყირიმის ხიდი უკრაინისთვის არის სამიზნე, რომელიც უნდა განეიტრალდეს

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეო ჩართვით მიმართა და ყირიმის ხიდზე დარტყმის შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის ტერიტორიას ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.

    „ჩვენთვის ეს არის მტრის ობიექტი, რომელიც აშენდა კანონის მიღმა, საერთაშორისო სამართლისა და შესაბამისი ნორმების მიღმა. ამიტომ, ეს არის ჩვენი მიზანი და ნებისმიერი მიზანი, რომელსაც მოაქვს ომი და არა მშვიდობა, უნდა განეიტრალდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    2018 წელს გახსნილ ყირიმის ხიდს აქვს საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი და უკრაინელი სამხედრო და დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არის სამხრეთ უკრაინაში რუსული ჯარების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი (ამ კვირაში პუტინმა მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ სამხედრო ტრანსპორტირება შეწყდა).

    ბოლო 10 თვის განმავლობაში ხიდი ორჯერ გახდა დივერსიის ობიექტი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მისი გამტარუნარიანობა. უკრაინამ მხოლოდ არაოფიციალურად აღიარა მისი მონაწილეობა ამ ოპერაციებში.

  • “უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინის ცის დასაცავად” ზელენსკი

    “ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივიღოთ დამატებითი საჰაერო სისტემები, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ჩვენს ოდესაში, სხვა ქალაქებში და მთლიანად  ჩვენს ქვეყანაში.[…]უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინის ცის დასაცავად”

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს რაკეტები, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ნება, გავიმარჯვოთ – ზელენსკი

    „ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს რაკეტები, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ნება, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და გავიმარჯვოთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ცას! მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეომრის, მაშველის, ექიმის, ადგილობრივი ხელისუფლების, მოხალისეების, ყველასი, ვინც რუსული ტერორის შედეგების აღმოფხვრაში მონაწილეობს! ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ საშინელ დროს და გავუძლებთ რუსული ბოროტების თავდასხმებს“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.

  • რუსეთი მიზანმიმართულად უტევს მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას – ზელენსკი

    “რუსი ტერორისტები აბსოლუტურად მიზანმიმართულად უმიზნებდნენ მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას და ყველა რუსული რაკეტა – ეს არის დარტყმა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველასთვის მსოფლიოში, ვინც იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის. […]

    სამხედროებს დაევალათ ხალხის დაცვისა და პორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი – პარტნიორებთან კონტაქტების გააქტიურება ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის გასაძლიერებლად და უკრაინული მარცვლეულის ნორმალური ექსპორტის გასაგრძელებლად”,

    აცხადებს, ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სამხედროებს დაავალა გააძლიერონ პორტის ინფრასტრუქტურა და ხალხის დაცვა.

  • ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა – ზელენსკი პუტინზე

    “როდესაც მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ულტიმატუმიც არ გაუვიდოდა. […] ვინ არის მზად ამ მანიაკთან სალაპარაკოდ? და შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ დადგებოდა დრო და ომი მაინც დიპლომატიური გზით დამთავრდებოდა, მაგრამ ამ კაცთან საუბარი – ბოდიში, მას ხელები იდაყვებამდე სისხლში აქვს.  […] ყველა სოფელში, რომლის დეოკუპაცია განვახორციელეთ, იყო ნაწამები უკრაინელების მასობრივი საფლავები, ყველაში, გამონაკლისის გარეშე და ყოველ ნაბიჯზე ვამბობდით, როგორ უნდა დავამყაროთ მასთან ურთიერთობა? ყოველ ნაბიჯზე, სულ უფრო ცოტა ადამიანმა სჯეროდა, რომ ის პრეზიდენტი იყო და სულ უფრო მეტი ხვდებოდა, რომ ის უბრალოდ სადისტია”.

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება რუსეთის გარეშეც შესაძლებელია – ზელენსკი

    უკრაინული სურსათი უსაფრთხოების ძირითადი წყაროა თითქმის 400 მილიონი ადამიანისთვის. თუ სადღაც კრემლში ადამიანების ჯგუფს ჰგონია, რომ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, იქნება თუ არა მაგიდაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში ან ბანგლადეშში, ჩინეთში ან ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟის უფლებას არავის მისცემს. ყველას აქვს სტაბილურობის უფლება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, დაცვაზე რუსული სიგიჟისგან.

    შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება შესაძლებელია და ის უნდა გაგრძელდეს რუსეთის გარეშეც. მარცვლეულის შესახებ ექსპორტის შეთანხმება არის შეთანხმება თურქეთთან და გაეროსთან და ის ძალაში რჩება. ერთადერთი, რაც ახლა საჭიროა – მისი ფრთხილად განხორციელებაა და გადამწყვეტი ზეწოლა მსოფლიოს მხრიდან ტერორისტულ სახელმწიფოზე”,

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • რთული გზის გავლა გვიწევს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რისი გადალახვა მოვახერხეთ – ზელენსკი

    ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან რთული გზის გავლა გვიწევს მთელი ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ იწყება ეს ყველაფერი, როგორ დაიწყო და რისი გადალახვა მოახერხეს უკრაინელებმა.

    წერს Facebook-ზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • “ერთ დღეში დავადებინებ გარიგებას“–ტრამპი ზელენსკიზე და პუტინზე

    აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, პუტინსა და ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების დადებას აიძულებს.

    “მე დავუკავშირდები პუტინს ზელენსკისთან შეთანხმების დასამყარებლად. ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ზელენსკის ვეტყოდი: “საკმარისია, გარიგება გჭირდებათ”.

    მე ვეტყვი პუტინს: “თუ არ დადებ შეთანხმებას, ჩვენ მათ მივცემთ ბევრს, იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ, თუ საჭირო გახდა.”. ერთ დღეში დავადებინებ გარიგებას“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ეთერში.

  • მოვიშორეთ ყოველგვარი ეჭვი, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, იქნება! – ზელენსკი

    ეს არის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, რომლებსაც ადასტურებს მსოფლიოს 7 საუკეთესო დემოკრატია. არასდროს გვქონია ასეთი უსაფრთხოების საფუძველი და ეს არის G7-ის დონე. ამ საფუძველზე ჩვენ ავაშენებთ უძლიერეს ქვეყნებთან უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულებების ახალ, იურიდიულად სავალდებულო არქიტექტურას.

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ მოვხსენით ნებისმიერი ეჭვი და გაურკვევლობა იმის შესახებ, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში. იქნება! პირველად, ამას ეთანხმება არა მხოლოდ ალიანსის ყველა წევრი, არამედ ალიანსის მნიშვნელოვანი უმრავლესობა ენერგიულად აახლოებს მას. არასდროს არ ჟღერდა ნატოს სხვა წევრების სიტყვები “თქვენ თანასწორი ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია – თანასწორთა შორის თანაბარი. და ჩვენ ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატოში შესვლით”,

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ზელენსკიმ ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა – მეუფე იაკობი ელჩის დაბარებაზე

    ზელენსკიმ ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა – მეუფე იაკობი ელჩის დაბარებაზე

    პირდაპირ გეტყვით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩვენი ელჩი უკრაინიდან დაითხოვა. მანამდე, აქედანაც ელჩი გაიწვია. მისგან ეს არ გამიკვირდება. იცით, რატომ? ის უკრაინის პრეზიდენტია და ცდილობს, რომ მისი ქვეყანა უფრო წარმატებული და ძლიერი იყოს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან სწორი შეფასება გააკეთეს […] ბევრმა სწორი დასკვნა გააკეთა, რომ ეს არ მოიწონა. ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში კაცობა უნდა გქონდეს, ძლიერი კაცობა – პატარა კაცი არ უნდა იყო […] დადგნენ ჩვენთან და ზელენსკის მხარე დაიჭირეს. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება, ვიღაცის, თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მხარე დაიჭირო, რომელიც არასწორად გექცევა. ვინ ხარ? ვინ ხარ და ქვეყნისა და ღმერთის მოღალატე ხარ […] ქართველები არ ვიმსახურებთ იმას, რომ ვინმე ასე გვეპყრობოდეს – თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს.

    აცხადებს,  ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი.