Tag: ვოლოდიმირზელენსკი

  • ომის გაყინვის შემთხვევაში, 2028 წელს რუსეთმა შესაძლოა სხვა ქვეყნებს შეუტიოს – ზელენსკი

    “ამჟამად რუსეთი განიხილავს განსხვავებულ სცენარს მომდევნო რამდენიმე წლისთვის. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. თუკი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია შეჩერდება და ომის პროცესი ადგილზე გაიყინება, მაშინ ახალი კრიტიკული მომენტი დადგება – 2028 წელი.

    თუ რუსეთს ახლა ადაპტაციის უფლებას მივცემთ, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ ჩამოვართვით, შედეგად რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი ექსპანსიონისტური ამბიციების ყურადღების ცენტრია. გარდა უკრაინისა, ეს ნამდვილად არის ბალტიისპირეთის ქვეყნები და ქვეყნები, რომელთა ტერიტორიაზე ბევრი რუსია.ეს ინფორმაცია არის ცალსახად სიმართლე, შესაბამისად გაფრთხილებთ  ამის შესახებ”.

    განაცხადა ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

  • ზელენსკი კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით ფრონტის ხაზზე ჩავიდა

    უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით ფრონტის ხაზზე ჩავიდა.

    დღეს ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს ბრიგადებს, რომლებიც საბრძოლო მისიებს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით ასრულებენ.

    თითოეული ჩვენი საბრძოლო ბრიგადა, ყოველი მეომარი, რომელიც ანადგურებს ოკუპანტებს, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯით ადასტურებს, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს”, – წერს ზელენსკი.

  • ღრმად თანავუგრძნობთ ქართულ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო – ზელენსკი შოვზე

    “ღრმად თანავუგრძნობთ ქართულ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს”.

     

    ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რაჭაში მომხდარ ტრაგედიას Twitter-ზე ქართულად გამოეხმაურა და დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

  • რუსებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, მსოფლიომ პასუხი უნდა გასცეს – ზელენსკი ოდესაზე

    “რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს პორტებს, მარცვლეულს და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს.

    როდესაც სამოქალაქო პორტებს უმიზნებენ, როდესაც ტერორისტები განზრახ ანადგურებენ ლიფტებსაც კი, ეს საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის ყველა კონტინენტზე. რუსეთს შეუძლია და ის უნდა შეჩერდეს”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • “მსოფლიომ უნდა უპასუხოს“–ზელენსკი სამხრეთ უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურაზე ახალ თავდასხმაზე

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის სამხრეთში პორტის ინფრასტრუქტურაზე მორიგი ღამის თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა.

    მან განაცხადა, რომ რუსი სამხედროები „ისევ ურტყამს პორტებს, მარცვლეულს, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“ და მსოფლიო საზოგადოებას ამაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

    “მსოფლიომ უნდა უპასუხოს. როდესაც სამოქალაქო პორტებს უმიზნებენ, როდესაც ტერორისტები განზრახ ანადგურებენ ელევატორებსაც კი, ეს საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის ყველა კონტინენტზე. რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და ის უნდა შეჩერდეს.“– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო ელევატორების და პორტების დაბომბვა ოდესის რეგიონში. 24 ივლისს რუსმა სამხედროებმა მდინარე დუნაიზე უკრაინის პორტებზე პირველი დარტყმები განახორციელეს, რასაც ექსპერტებმა უკრაინის მარცვლეულის ბლოკადის ესკალაცია უწოდეს.

    უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის მიწოდება ფაქტობრივად შეჩერებული, დუნაი განიხილებოდა, როგორც მთავარი ალტერნატივა, რადგან სატვირთო მანქანებით და რკინიგზით ექსპორტი მოლდოვასა და უკრაინის დასავლეთ საზღვრის გავლით ევროკავშირთან იწვევს ფერმერების მზარდ უკმაყოფილებას პოლონეთში და სხვა ქვეყნებში.

    უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია მსოფლიოში და რუსეთის მთავარი კონკურენტი მარცვლეულის ბაზარზე.

  • ომი რუსეთის ტერიტორიას უბრუნდება, ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და სამართლიანი პროცესია – ზელენსკი

    “რუსულმა აგრესიამ ამოწურა თავი ბრძოლის ველზე. დღეს არის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის 522-ე დღე, რომელზეც რუსეთის ხელმძღვანელობას ეგონა, რომ 1-2 კვირა გაგრძელდებოდა. უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებს. ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია. მომავალ ზამთარს რუსეთს კვლავ შეუძლია უკრაინის ენერგეტიკის სექტორისა და კრიტიკული ობიექტების მიზანში ამოღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა, ზაფხულში და სექტემბერში, მაქსიმალურად აქტიური იყოს ყველაფერში, რაც უნდა გაკეთდეს ზამთრის დადგომამდე.”

    ​ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ვიდეომიმართვაში მას შემდეგ ისაუბრა, რაც მოსკოვში 50-სართულიან კომპლექსს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა და აფეთქდა.

  • ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. მან სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

    „ბახმუტის მიმართულება, სპეციალური ოპერაციების ძალების მოწინავე პოზიციაა. დღეს მე აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს მებრძოლებს მათი პროფესიული დღე, პატივი მივაგო მათ ძალას. მოვისმინე მეთაურის ანგარიში, ვესაუბრე მეომრებს – ძალიან ძლევამოსილი და შედეგიანია. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების აქტუალური ოპერაციების დეტალების მოყოლა შეუძლებელია – ალბათ, ეს დროთა განმავლობაში მოხდება, მაგრამ თქვენ მიერ შესრულებული ამოცანები უკრაინისთვის ნამდვილად გმირულია“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • პუტინი არაადეკვატური ადამიანია,მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე აყენებს რომ მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს -ზელენსკი

    “ის დღეს ნამდვილად არაადეკვატური ადამიანია, თავისი გარემოთი, სადაც ხალხი დიდ ფულს შოულობს ასეთ ბლოკირებაზე, ასეთ პროცესებზე, ძალიან პრაგმატულ ადამიანთა წრეში, რომლებიც ცხოვრობენ ამ ომის დროს. ისინი ბევრ ფულს შოულობენ, მაგრამ ის რადიკალურად არის განწყობილი უკრაინაში ხალხის განადგურებისკენ[…]ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც, შეიძლება, გამოწვეული იყოს არაეგოისტური პროდუქტის მიუწოდებლობით. მისთვის ეს ზეწოლაა. პირველ რიგში ეს არის ფული”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

  • კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება – ზელენსკი

    „ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს დრონების არმიის პირველი წლის შედეგები, უკვე არა პროექტის, არამედ უკრაინული დრონების ნამდვილი არმიის. არის შედეგები და ეს სიახლეებში ჩანს. კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება და ეს მნიშვნელოვანია“,

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • FT: ზელენსკი პირობას დებს, რომ კონტრშეტევას დააჩქარებს

    Financial Times-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის დასავლელ მოკავშირეებს არწმუნებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა „იმპულსი მოიმატებს“, და  აღნიშნავს, რომ „დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები შეშფოთებულნი არიან ოპერაციის ნელი პროგრესით“.

    უკრაინის ლიდერმა ვიდეო ბმულით ისაუბრა საერთაშორისო  უსაფრთხოების ლიდერებთან ასპენის უსაფრთხოების ოთხდღიან ფორუმზე, სადაც  უკრაინის კონტრშეტევის ტემპი განიხილეს.

    ზელენსკის თქმით, მათ უკრაინაში რუსული ჯარების შევიწროება მხოლოდ ერთი კვირის წინ მოახერხეს – გაცილებით გვიან, ვიდრე კიევი ელოდა – რადგან მანამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნდათ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა, იარაღი და მებრძოლები, რომლებსაც ჰქონდათ საჭირო მომზადება.

    ოპერაციის დაწყების იძულებით შეფერხებამ რუსეთს საშუალება მისცა დაენაღმა მისთვის საჭირო ტერიტორია და აეგო თავდაცვითი ხაზები.

    თუმცა, ზელენსკი პირობას დებს, რომ ფრონტზე დინამიკა შეიცვლება,  და კიდევ ერთხელ გაიმეორა მოკავშირეებისადმი თხოვნა, გააძლიერონ შორი მანძილის რაკეტების მიწოდება და ავიაგამანადგურებლების მიწოდებმა.

    ჯეიკ სალივანმა, აშშ-ს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის შედეგები გახდება ნათელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიევი მთელ ძალებს აამოქმედებს.