Tag: ვოლოდიმირზელენსკი

  • უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი – ზელენსკი

    „ჩართულია ყველა საჭირო სერვისი, 500-ზე მეტი მაშველი უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურიდან. კიევსა და ხარკოვის ოლქში ამჟამად 92 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. სამწუხაროდ, დაიღუპა 4 ადამიანი. თანავუგრძნობ მათ ოჯახებსა და მეგობრებს“

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად რუსეთის მორიგი დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.

  • წელს მტერი საკუთარ თავზე იგრძნობს უკრაინული იარაღის რისხვას – ზელენსკი

    წელს მტერი საკუთარ თავზე იგრძნობს უკრაინული იარაღის რისხვას. ჩვენი აღჭურვილობა, ტექნიკა, არტილერია, ჩვენი ჭურვები, ჩვენი დრონები, ჩვენი საზღვაო “მისალმება” მტერს და უკრაინული წარმოების სულ მცირე მილიონი FPV ტიპის დრონი, რასაც ჩვენ გულუხვად გამოვიყენებთ ხმელეთზე, ცაში და, რა თქმა უნდა, ზღვაზე. ჩვენს შავ ზღვაზე. წელს მტერი ისე, როგორც არასდროს იგრძნობს, რომ მისი ადგილი იქ არ არის. ჩვენი ქმედებები შავ ზღვაში გახდება შავი ფურცელი რუსული ფლოტის ისტორიაში

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა – ზელენსკი 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვაზე

    “ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა” – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ძალების მიერ 128-ე სამთო თავდასხმის ბრიგადაზე განხორციელებულ შეტევას ეხმაურება.

    “ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მეგობრებს! ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.

    თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა მიღებული მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, კონკრეტულად ვინ რა ბრძანება გასცა. ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მთავარია დადგინდეს სრული სიმართლე მომხდარის შესახებ და არ დავუშვათ ის განმეორდეს”, – თქვა ზელენსკიმ.

    რუსეთმა 3 ნოემბერს დილის  დაარტყა 128-ე ცალკეულ სამთო თავდასხმის ბრიგადას ზაპოროჟიის რეგიონის ფრონტის ხაზის სოფელში. საუბარია 20-ზე მეტ დაღუპულზე. მედია წერს, რომ არტილერიის დღის საპატივსაცემოდ სამხედროები, სავარაუდოდ, ერთ ადგილზე იყვნენ შეკრებილები, რათა ჯილდოები მიეღოთ. რუსეთმა დაჯილდოების ადგილზე ისკანდერის ტიპის რაკეტით მიიტანა იერიში, შედეგად დაიღუპა 28 და დაშავდა 53 ადამიანი. ზაპოროჟიეს ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

  • კონტრშეტევის დასაჩქარებლად მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება – ზელენსკი

    “იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ცას, კონტრშეტევის დასაჩქარებლად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებათ.

    რა მოხდება, როცა ჩვენი პარტნიორებისგან საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები გვექნება? ჩვენი ჯარები წინ წავლენ, კონტრშეტევა კი დაჩქარდება”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერების სიძულვილი სისტემური და ღრმად ფესვგადგმულია – ზელენსკი

    ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მაჰაჩყალაში, ეს არის რუსეთში სხვა ერების მიმართ ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი, რომელსაც ავრცელებენ სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება.

    გასული წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთი ანტისემიტური განცხადება გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოიყენა ანტისემიტური შეურაცხყოფა. ოფიციალური ტელევიზიით რუსი პროპაგანდისტებისთვის სიძულვილის ენა ჩვეულებრივი მოვლენაა.

    რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერების სიძულვილი არის სისტემური და ღრმად ფესვგადგმული. სიძულვილი არის ის, რაც აღძრავს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიძულვილის წინააღმდეგ.

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რითიც ეხმაურება მაჰაჩყალაში, ებრაელებზე თავდასხმის მოტივით ბრბოს აეროპორტში შეჭრას.

  • “ყველგან მივწვდებით” – ზელენსკი ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამბობს რომ ამ ეტაპზე ოკუპანტებს აღარ აქვთ არც ერთი უსაფრთხო ლოჯისტიკური მარშრუტი არც ყირიმზე და არც შავი ზღვისა და აზოვის სანაპიროების ოკუპირებულ ნაწილებზე, რის გამოც პუტინი იძულებული გახდა თავისი შავი ზღვის ფლოტის ნარჩენები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეტანა. მან ასევე დაამატა, რომ ეს ნაბიჯი კრემლისთვის გამოსავალი ვერ იქნება და უკრაინა მათ “ყველგან მისწვდება.”

    “რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს ისტორიული მიღწევაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

  • ჩვენი დაცვის წყალობით საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება – ზელენსკი

    „უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობითაც. ეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას მისცემს პოტენციალს აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით, როდესაც რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება“

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში მიმდინარე გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი სახელმწიფოების სამიტზე დისტანციურად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • ვინ დგას „ჰამასის“ უკან? ის, ვინც მათ მხარს უჭერს-რუსეთი მათგან ერთ-ერთია – ზელენსკი

    “ვინ დგას „ჰამასის“ უკან? ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს. შეგვიძლია ვნახოთ – მხარს უჭერს საჯაროდ, მხარს უჭერს იარაღით, ეს ხომ ერთი დღე არ არის, ეს დიდი ხანია ხდება.

    ვფიქრობ, აქ შეიძლება ფართო პასუხი იყოს, რომელიც თავად შეგიძლიათ იპოვოთ. ასევე სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ იძლევა შესაბამის სიგნალებს. ვთვლით, რომ რუსეთი ერთ-ერთია მათგან, ვინც ეხმარებოდა და ასეთი შესაბამისი ნაბიჯების უკან დგას”,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ­ ბუქარესტში რუმინელ კოლეგა კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ირანი ვერ იტყვის, რომ არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება – ზელენსკი

    “ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც უკრაინაში ხდება, როდესაც ის Shahed-ებს რუსებზე ყიდის. ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება, როცა მისი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ჰამასს მხარს უჭერენ”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • “ჰამასი” და რუსეთი ერთი და იგივე ბოროტებაა – ზელენსკი

    “იგივე ბოროტებაა და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი ერთია”,

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ნატოს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “ჰამასის” ტაქტიკა ისრაელში იგივეა, რაც რუსეთის ტაქტიკა, რომელსაც ის იყენებს უკრაინის წინააღმდეგ.