Tag: ვოლოდიმირზელენსკი

  • ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე! – ზელენსკი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე

    ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე! – ზელენსკი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე

    “ახლა საავადმყოფო დაზიანებულია რუსეთის დარტყმის შედეგად. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნამსხვრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი.

    შეუძლებელია რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავს მისი რაკეტები და სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე: ხალხის, ბავშვების, ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამაზე მსოფლიო არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს და რას აკეთებს რუსეთი”,

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმუარა რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო იერიშს.

  • თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას – ზელენსკი

    ”თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას.[…] ჩვენ გვინდა გავიგოთ, გვექნება თუ არა ნოემბერში [ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში] აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა თუ სრულიად მარტო დავრჩებით“,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებების კომენტირებისას.

  • ვიქტორ ორბანმა ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება ურჩია

    უნგრეთის პრემიერმინსტრმა ვიქტორ ორგანმა, უკრაინაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შესთავაზა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთთან და მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ჯერ-ჯერობით უცნობია პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი ორბანის შემოთავაზებაზე.

    ვიქტორ ორბანმა ასევე  განმარტა, რომ აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ მშვიდობის დამყარების ინიციატივას, თუმცა, მათი იმპლემენტაცია დროში გაიწელება და სწორედ ამიტომ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტს ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება.

    European Pravda-ს ინფორმაციით, ამ საკითხზე ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას არ უსაუბრია. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს მის მშვიდობის ინიციატივებს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში, ვიქტორ ორბანს შეხვდა

    ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევში ჩასულ, უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს, უკრაინის მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა.

    ორბანმა ერთობლივი ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია წვლილი შეიტანოს ბლოკის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში, ამიტომ პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ უნგრეთი პირველი ივლისიდან,  2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

    ორბანი უკრაინაში ბოლოს 2012 წელს იმყოფებოდა, როცა პრეზიდენტი პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო.

  • “ჩვენი მომავალი ევროპაშია!” – ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას ზელენსკის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    “ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

  • ზელენსკი:უკრაინაში ჩამოვიდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც “ყველაფრის ჩამოგდება“ შეუძლიათ

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პარასკევს საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანაში საჰაერო თავდაცვის ორი ახალი სისტემა ჩავიდა.

    „დღევანდელი მთავარი სიახლე არის ის, რასაც ყველა დიდი ხანია ველოდით. რისთვისაც თვეების განმავლობაში სხვადასხვა დონეზე ვმუშაობდით. შედეგად, უკრაინაში კიდევ ორი ​​საჰაერო თავდაცვის სისტემა შემოვიდა. ყველა დეტალი, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. მაგრამ ეს ის სისტემებია, რომლებიც ყველაფერს ჩამოაგდებს. ჩვენ დავიცავთ რეგიონებს. ჯერჯერობით, სისტემები არ არის საკმარისი უკრაინის სრულად დასაცავად, მაგრამ ჩვენ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ“, – თქვა მან.

  • პუტინი ომს განასახიერებს, ის არასდროს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი დღესვე დავოსში ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა.

    ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, დღეს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვა და დისტანციური შესაძლებლობები.

    პირისპირ შეხვედრების შემდეგ ზელენსკიმ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, წელს მიღებულ უნდა იქნას მტკიცე გადაწყვეტილება რუსული აქტივების ჩამორთმევისთვის, რათა ის უკრაინის აღდგენას და ომისგან დაცვას მოხმარდეს. ზელენსკიმ თქვა, რომ სანქციები ვერ უშლის ხელს რუსეთს რაკეტები აწარმოოს და ის ფაქტი, რომ რუსეთის ბირთვული სექტორი ჯერ კიდევ არ არის შეზღუდვების ქვეშ, არის დასავლეთის სისუსტე.

    • „ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან თითქმის 10 წელი გავიდა. პუტინი აგრძელებს იმ გზას, რაც მე-20 საუკუნეში უნდა დასრულებულიყო. ეს არის ომი, განადგურება და შიში, რომ კონფლიქტი არასოდეს დასრულდება. პუტინმა მშვიდობის 13 წელი წაიღო. ის არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მიმდინარეობს სხვადასხვა ომები და კონფლიქტები. და წარუმატებლად სრულდება მშვიდობის აღდგენის ყველა მცდელობა. ფაქტობრივად, პუტინი ომს განასახიერებს. პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ. მსგავსი რეჟიმები იქამდე არსებობენ, სანამ ომის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ.“- ამბობს ზელენსკი. 

    ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი გაყინული კონფლიქტი ადრე თუ გვიან კვლავ გაჩაღდება და აგრესორზე ზეწოლის შემცირება მხოლოდ ომს ახანგრძლივებს.

  • რუსეთი რევანშისთვის ემზადება – ზელენსკი

    ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გაყინვის უფლებას. ნუ მისცემთ რუსეთს საშუალებას, მოემზადოს ძლიერი შეტევისთვის. ნუ მისცემთ მათ ამის უფლებას. ნუ მისცემთ რუსეთს უფლებას, კვლავ გაძლიერდეს. თუ ომი გაიყინება, დროთა განმავლობაში სანქციები შესუსტებას დაიწყებს.

    რუსეთი რევანშისთვის ემზადება, უკრაინა კი ამას არ დაუშვებს. აუცილებელია, სხვადასხვა სახელმწიფოს საზოგადოებების კონსოლიდაცია, რათა უკრაინის გეგმები მისი პარტნიორების მიზნებსა და შესაძლებლობებს ემთხვეოდეს”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება, ეს მხოლოდ დაეხმარება რუსეთს – ზელენსკი

    ბრძოლის ველზე პაუზა უკრაინის ტერიტორიაზე ომის შეწყვეტას არ ნიშნავს. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ომის დასასრულია და ეს არ მოიტანს პოლიტიკურ დიალოგს რუსეთთან ან ვინმე სხვასთან. ეს პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას.

    ჩვენ გვესმის ის მოცულობა, რასაც ისინი [რუსები] დღეს აწარმოებენ. ვიცით, რა რაოდენობის დრონებსა და თუ საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ ყოველდღე. ამასთან, ვხედავთ, რა აკლიათ. მათ დრონებისა და საარტილერიო ჭურვების დიდი დეფიციტი აქვთ”,

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

  • პუტინი ამას არ დაასრულებს, სანამ ჩვენ არ დავასრულებთ მას! – ვოლოდიმირ ზელენსკი

    „ჩვენი მთლიანად ოკუპირება სურს. ხანდახან პარტნიორების გაუბედაობა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების, სწრაფი რეაგირების მხრივ, რუსეთის ფედერაციას გამბედაობასა და ძალებს მატებს.

    რუსეთის პრეზიდენტი, ვიდრე უკრაინას არ დაანგრევს, არ დამშვიდდება. უკრაინის შემდეგ მშვენივრად იცით თუ ვის აქვს შემდგომი რისკები. უნდა გვესმოდეს, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა შეიძლება იყონ შემდეგი, თუ ჩვენ ვერ გავძლებთ…

    მათ [რუსებმა] ფინეთზე დაიწყეს ლაპარაკი, უზბეკეთის დამოუკიდებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ის ამას არ დაასრულებს, სანამ ჩვენ ერთად არ დავასრულებთ მას“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.