Tag: დონალდტრამპი

  • ირანი ემუქრებოდა ცივილიზებულ სამყაროს- ტრამპი

    აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ირანი ცივილიზებულ სამყაროს ემუქრებოდა და მათი გენერალი უფრო ადრე უნდა მოეკლათ. ,,სოლეიმანის ლიკვიდაცია დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, ის მსოფლიოს ყველაზე დიდი ტერორისტი იყო, მისი ხელები სისხლით იყო გაჟღენთილი”,- განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენციისას.

    მან აღნიშნა , რომ სოლეიმანის სიკვდილი სხვა ტერორისტებისთვის იქნება მესიჯი- ,,თუ თქვენ აფასებთ საკუთარ სიცოცხლეს, არ უნდა დაემუქროთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს”.

    გარდა ამისა, ტრამპმა მოუწოდა რუსეთს, ევროპულ ქვეყნებსა და ჩინეთს, დატოვონ 2015 წელს, ბარაკ ობამას დროს დადებული ბირთვული შეთანხმება და ახალ შეთანხმებაზე მოილაპარაკონ. ტრამპი ნატოს სთხოვს , მეტად ჩაერთოს შუა აღმოსავლეთის საკითხებში.

    აშშ-ს პრეზიდენტმა განცხადება თბილისის დროით 20:30 წუთზე გააკეთა.

  • აშშ შემოიღებს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ირანის რეჟიმისთვის- ტრამპი

    “აშშ დაუყოვნებლივ შემოიღებს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ირანის რეჟიმისთვის” –  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სიტყვით გამოსვლისას, ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

    “აშშ დაუყოვნებლივ შემოიღებს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ირანის რეჟიმისთვის. ეს სანქციები გაგრძელდება სანამ ირანი არ შეცვლის ქცევას. ირანმა უნდა დათმოს ბირთვული ამბიციები და შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა. მინდა ვთხოვო ნატოს უფრო მეტად ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთის პროცესში.”- განაცხადა ტრამპმა

  • “ამერიკული სამხედრო ძალები ყველაფრისთვის მზად არიან”- ტრამპი

    ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სიტყვით გამოსვლისას, ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე

    განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.

    „მანამ, სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება. დილა მშვიდობისა. მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს – ამერიკელები ირანის რეჟიმის წუხანდელი შეტევის დროს არ დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა“, – განაცხადა ტრამპმა.

    აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, “ამერიკული სამხედრო ძალები ყველაფრისთვის მზად არიან”.

  • ავიაბაზების აშენება მილიარდობით დოლარი დაგვიჯდა, არ წავალთ, დანახარჯს თუ არ დაგვიბრუნებთ- ტრამპი ერაყს

    ,,ძალიან ძვირადღირებული ავიაბაზები გვაქვს, მათი აშენება მილიარდობით დოლარი დაგვიჯდა, არ წავალთ, თუ დანახარჯს არ დაგვიბრუნებთ”,- ასე მიმართა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყის ხელისუფლებას.

    მისი თქმით, ერაყს ისეთ სანქციებს დაუწესებს, როგორიც არასდროს უნახავთ.

    აშშ-ს ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ საერთაშორისო კოალიციაში 5000-მდე ჯარისკაცი ჰყავს. სწორედ ამ საერთაშორისო კოალიციური შეთანხმების გაუქმების რეზოლუციას ერაყის პარლამენტმა 5 იანვარს დაუჭირა მხარი.

    მიღებული რეზოლუციით , პარლამენტი მოუწოდებს ერაყის ხელისუფლებას, აუკრძალოს ნებისმიერი უცხო ქვეყნის ჯარს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. ამავე რეზოლუციით თანახმად, უცხო ქვეყნებს ეკრძალებათ ერაყის ტერიტორიის და საჰაერო სივრცის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება.

  • ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში- დონალდ ტრამპი

    ,,ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში”,- წერს აშშ-ს პრეზიდენტი , დონალდ ტრამპი საკუთარ ,,ტვიტერზე”.

    ეს უკვე მეორე პოსტია, რომელიც დონალდ ტრამპმა ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ დაწერა. მან ,,ტვიტერზე” პირველად აშშ-ს დროშა აღწერის გარეშე განათავსა.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სარაკეტო ძალებმა ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ბაღდადის აეროპორტში 3 იანვარს, გამთენიისას მოკლეს.

  • “ჰილარი გაგიჟდა!“–ტრამპი ყოფილ კონკურენტს შეურაცხმყოფელ ტვიტს უძღვნის

    ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში მის კონკურენტს, ჰილარი კლინტონს კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი ტვიტი მიუძღვნა. “ჰილარი გაგიჟდა! — წერს ტრამპი ტვიტერზე.

    “ის ახლა ამჯერად კონგრესმენ თულსი ჰაბარდს “რუსეთის ფავორიტს” ეძახის და და ჯილ სთაინსს “რუსულ აქტივს”. ალბათ გაგონილი გექნებათ, რომ მე რუსეთის დიდ მოყვარულს. მიწოდებდა (სინამდვილეში მე მიყვარს რუსი ხალხი. მე ყველა ხალხი მიყვარს). ჰილარი გაგიჟდა!” — წერს ტრამპი ტვიტერის ანგარიშზე.

  • “ვმუშაობთ ძლიერ სანქციებზე, თურქეთი გვთხოვს, რომ ეს არ გავაკეთოთ”- ტრამპი

    ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თურქეთისთვის ძლიერი სანქციების დაწესებაზე. ამის შესახებ მან დღეს „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

    „ჩვენ სენატორ ლინდსი გრემთან და კონგრესის მრავალ წევრთან, მათ შორის „დემოკრატებთან“ ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ თურქეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები შემოვიღოთ. ფინანსთა სამინისტრო ამისთვის მზად არის. შესაძლებელია აუციელებელი იყოს დამატებითი კანონპროექტების მიღება. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს თანხმობის უმაღლესი დონე. თურქეთი ითხოვს, რომ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ. განაგრძეთ მოვლენათა განვითარებისთვის თვალყურის დევნება“ – წერს დონალდ ტრამპი.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიის ჩრდილოეთით, სადაც ქურთები ცხოვრობენ.

  • რატომ დადიოდა ტრამპი ჩემთან ერთად? ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება-სააკაშვილი

    რატომ დადიოდა ტრამპი ჩემთან ერთად? ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ სტუდენტებთან ისაუბრა. ექსპრეზიდენტმა  მათ იმ წარმატებული რეფორმების შესახებ უამბო, რომელიც საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს განხორციელდა.

    “ტრამპირომ ჩამოვიდა ბათუმში თქვა, რომ ეს იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე კარგი ქალაქი 5 წლის შემდეგ და მან ეს ჩემთან კი არ თქვა, არამედ ამერიკულ არხებთან. 

    რატომ ჩამოვიდა ის? იმიტომ, რატომაც ის ჩვენ გვაქებდა, ჩამოდიოდა, მე მპატიჟებდა მუდმივად თავის სახლში და საერთოდ ნიუ-იორკის ქუჩებში, რესტორნებში, თეატრებში ჩემთან ერთად დადიოდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს წარმატებებთან ასოცირება”-განაცხადა სააკაშვილმა.

  • „დემოკრატები“ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას ითხოვენ

    აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ წარმომადგენლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პირველი პირის ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას ითხოვენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვედა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა განაცხადა.

    „ვფიქრობ, რომ აქ მთავარი მიზანია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმის გარკვევა, ძირს უთხრიდა თუ არა პრეზიდენტი სხვა ქვეყნის ლიდერებთან, კერძოდ პუტინთან საუბრისას, ჩვენს უსაფრთხოებას და ფიქრობდა თუ არა პირადი სარგებლის ნახვას თავისი კომპანიისთვის“, – განაცხადა შიფმა.

  • „დემოკრატებმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყეს

    ამერიკელმა „დემოკრატებმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

    აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, “დემოკრატიული პარტიის” წარმომადენელი, ნენსი პელოსიმი აცხადებს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC- ი  წერს

    „პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ისეთი ნაბიჯის გადადგმა სთხოვა, რაც მას სარგებელს აძლევდა პოლიტიკური თვალსაზრისით. პრეზიდენტმა კანონი დაარღვია და პასუხი უნდა აგოს,“ – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

    დონალდ ტრამპმა  „ტვიტერში“ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნდა, სადაც მან „დემოკრატების“ ქმედებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა და განაცხადა, რომ მათი მიზანი გაეროში პრეზიდენტის ვიზიტის დაკნინებაა.

    ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბარის ჩანაწერს გაასაჯაროვებს.

    იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა „დემოკრატების“ ბრალდება იმის შესახებ, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს სამხედრო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა, თუკი ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის შვილთან დაკავშირებულ კორუფციულ ბრალდებებს არ გამოიძიებდა.

    იმპიჩმენტისთვის აუცილებელია, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას თავდაპირველად მხარი დაუჭიროს წარმომადგენელთა პალატის ნახევარმა, შემდეგ კი – სენატის 2/3-მა. ამჟამად სენატში უმრავლესობა “რესპუბლიკელებს” აქვთ, რაც ტრამპის იმპიჩმენტის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს.