Tag: დონალდტრამპი

  • ტრამპი კორონავირუსის გამო აშშ–ში იმიგრაციას აჩერებს

    ტრამპი კორონავირუსის გამო აშშ–ში იმიგრაციას აჩერებს

    პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირშობა დადო, რომ ხელს მოაწერს ბრძანებას აშშ–ში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ.

    ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება “უხილავი მტრის თავდასხმის გამო მიიღო“, გარდა ამისა, იმისათვის, რომ დაიცვას “ამერიკის დიდებული მოქალაქეების სამუშაო ადგილები“.

    მისი ტვიტი ამერიკის დროით ორშაბათს გვიან საღამოს გამოჩნდა. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის მოაწერს ხელს ასეთ ბრძანებას და რა დროის განმავლობაში იმოქმედებს შეზღუდვები.  მას არც გადაწყვეტილების სხვა დეტალებზე უთქვამს რამე.

    კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას მექსიკდან და კანადიდან მხოლოდ  უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა. ასეთი ზომები მინიმუმ მაისის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს.

    ასევე შემოღებულია შეზღუდვები ამერიკაში შესვლისთვის ევროპული ქვეყნებისა და ჩინეთის მოქალაქეებისათვის, თუმცა ქვეყანაში კვლავ შეუძლიათ ჩასვლა დროებითი სამუშაო ვიზის მფლობელებს, სტუდენტებს და ბიზნესმენებს.

  • “ყველანი ტესტირებაზე!“– ტრამპი

    “ყველანი ტესტირებაზე!“– ტრამპი

    765 000–ზე მეტი დაინფიცირებული და ოთხ მილიონამდე  ტესტირებული ამერიკელი. ასეთია ადროისთვის აშშ–ს  მონაცემები. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ საყოველთაო ტესტირება ეპიდემიის გაკონტროლების ოპტიმალური გგზაა.

    “ჩვენ გვაქვს დადასტურებული მოლაპარაკება პარტნიორობის შესახებ ამერიკელ აპარატურის  მწარმოებელთან. საქმე ეხება ყოველთვიურად ტესტირების 10 მილიონი კომპლექტის წარმოებას. კიდევ ერთი საწარმო მინიმუმ 20 მილიონ ტესტს გააკეთებს ყოველთვიურად“ – განაცხადა ტრამპმა.

    იმ შტატების გუბერნატორები, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა (მაგალითად ნიუ იორკის შტატი) მოუწოდებენ პრეზიდენტს მისი უფლებამოსილება უფრო ფართოდ გამოიყენოს და სამედიცინო საშუალებების  წარმოებაში მეტი საწარმოო სიმძლავრე ჩართოს.

    ნიუ იორკის აგლომერაციაში ჰოსპიტალიზაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფთა რაოდენობა ნელა, მაგრამ მუდმივად მცირდება.

    “ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია კონტროლი დავამყაროთ ვირუსის შემდგომ გავრცელებაზე. ეს თქვენ, ჩვენმა მოქალაქეებმა შეძელით და ეს მხოლოდ შუალედური გამარჯვებაა. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია სიტუაციაზე კონტროლი შევინარჩუნოთ“– განაცხადა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ.

    ნიუ იორკში ბოლო მონაცემებით 140 000–ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დაიღუპა შტატის 14 000 –ზე მეტი მაცხოვრებელი.

  • “დროზე მოხსენით კარანტინი!“–ტრამპი გუბერნატორებს

    “დროზე მოხსენით კარანტინი!“–ტრამპი გუბერნატორებს

    აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა მის მხარდამჭერებს, რომლებიც დემოკრატიული პარტიის წევრი გუბერნატორების მიერ მართულ შტატებში ცხოვრობენ, დაუყოვნებლივ მოითხოვონ კარანტინის გაუქმება ან იზოლაციის შესუსტება.

    მან მინესოტას და მიჩიგანის მაცხოვრებლებს მიმართა, სადაც ოთხშაბათს საპროტესტო მარში გაიმართა გუბერნატორ გრეთჰენ უითმერის მიერ შემოღებული აკრძალვების წინააღმდეგ.

    ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერზეც დაწერა.

    ტეხასის გუბერნატომა ებოტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები ღიაობის რეჟიმშიც შეიძლება არსებობდეს.

    “ტეხასს შეუძლია კოვიდ19–ის გავრცელების შესაჩერებლად იბრძოლოლს და ამავე დროს უსაფრთხოების სტანდარტების ადაპტაცია გააკეთოს შტატის ხელახლა ამუშავების პროცესის დასაწყისთან“ – დაწერა მან ტვიტერზე. გუბერნატორის გადაწყვეტილებით ტეხასში ბიზნესის დიდი ნაწილის ამუშავება იგეგმება.

    “არიან შტატები, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ისინი ნორმას უბრუნდებიან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება გუბერნატორების პრეროგატივაა. ჩვენ მზად ვართ მათ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“– განაცხადა ტრამპმა.

    კარანტინს არ იწონებენ ჩრდილო დასავლეთ აიდაჰოს მაცხოვრებლები და უკმაყოფილებას აქტიურად გამოხატავენ. მათ კარანტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც კი გამართეს.

    სხვა სიტუაციაა ქვეყნის ჩრდილო აღმმოსავლეთში, კერძოდ  ნიუ იორკის შტატში, სადაც 220 000–ზე მეტი ინფიცირებულია დარეგისტრირებული. ქალაქ ნიუ იორკზე კი შტატებში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა ნახევარზე მეტი მოდის. მხოლოდ ამ აგალომერაციაში 13 000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.

    შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ, რომელსაც ტრამპთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს ქონია, მას ასე უპასუხა: “თქვენ რატომ ზიხართ სახლში, ტელევიზორის წინ? იქნებ დროა სამსახურში წახვიდეთ?“

    კუომო რომელიც გუბერნატორებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავს არ ზოგავს.მისი პოპულარობა შტატის მოსახლეობაში ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა. მისი ყოველდღიური ბრიფინგები კი ნაციონალური ქსელებით გადაიცემა. მისი მუშაობა ბოლო დროს ტრამპმაც კი შეაქო. თუმცა ისინი კვლავ მწვავე ოპონენტებად რჩებიან. ტრამპმა ამ დღეებში კუომოს ურჩია ნაკლები იწუწუნოს და ბევრი საქმე აკეთოს.

  • ტრამპი 1 მაისიდან შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

    ტრამპი 1 მაისიდან შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

    პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ პანდემიის გამო დახურული ეკონომიკის კვლავ გახსნა პირველი მაისიდან შესაძლებელი იქნება. ის ამბობს, რომ ქვეყნის ნაწილი ამ პერიოდში გახსნისთვის მზად იქნება და ამის განსახორციელებლად გეგმა უკვე თითქმის მზად აქვს.

    პრეზიდენტი საკითხზე კონსულტაციას ქვეყნის 50-ვე შტატის გუბერნატორთან ხვალ, ვიდეო კონფერენციით გაივლის. თუმცა, მან უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური უფლება, შტატების გახსნის ბრძანება გასცეს.

    „ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ შტატი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ადრე გაიხსნას, აპრილის ბოლომდე. ზოგიერთ მათგანს ამისთვის მეტო დრო დასჭირდება,“ – აცხადებს პრეზიდენტი.

    დონალდ ტრამპის ინიციატივას, უკვე გამოეხმაურა ნიუ-იორკის გუბერნატორი. ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ არ შესრულებს პრეზიდენტის განკარგულებას, თუ ეს ნიუ-იორკელებს საფრთხეს შეუქმნის. მისი თქმით, ამ ვითარებამ შესაძლოა კონსტიტუციური გამოწვევა შექმნას, როცა შტატის მმართველობა, ფედერალურ ხელისუფლებას დაუპირისპირდება.

    „ყველაზე ცუდი, რაც ახლა მას (პრეზიდენტს) შეუძლია გააკეთოს ისაა, რომ იმოქმედოს, როგორც დიქტატორმა, პარტიზანული, დაყოფის გზით,“ – აცხადებს გუბერნატორი კუომო და ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენები და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს.

    მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ხაზის გაუსვა თავის, როგორც პრეზიდენტის, აბსოლუტურ, დისკრეციულ უფლებას შტატების გახსნის განკარგულება გასცეს, აცხადებს რომ შტატებზე ზეწოლას არ განახორციელებს და თითოეული მათგანი თავად განსაზღვრავს, როდის დაიწყოს ეკონომიკის გახსნის პროცესი.

    თავდაპირველად, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ ეკონომიკის გახსნა, აპრილის შუა რიცხვებში იქნებოდა შესაძლებელი, აღდგომის დღესასწაულის დროს, თუმცა საბოლოო ჯამში, დაწესებული შეზღუდვები აპრილის ბოლომდე გახანგრძლივდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ეკონომიკური სტიმულაციისთვის განკუთვნილ ჩეკებზე ტრამპის სახელი დაიწერება

    ეკონომიკური სტიმულაციისთვის განკუთვნილ ჩეკებზე ტრამპის სახელი დაიწერება

    აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელი იმ ჩეკებზე დაიბეჭდება, რომლებიც კორონავირუსით დაზარალებულ მილიონობით ამერიკელს გაეგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა “The Guardian” ავრცელებს. 

    ” (IRS) შიდა შემოსავლების სამსახურს  წყაროზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 000 $  ჩეკები, რომელსაც 2-ტრილიონიანი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ფარგლებში გაუგზავნეს ამერიკელებს, დონალდ ტრამპის სახელს ატარებენ და ასევე წარწერას ” – „ეკონომიკური შედეგების გადასახდელი“.

     

  • ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში მაშინ იყო როცა მითხრეს სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა არ გვქონდა – ტრამპი

    ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში მაშინ იყო როცა მითხრეს სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა არ გვქონდა – ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე გასულ თვეს იყო, როცა გაიგო, რომ აშშ-ში სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა არ ჰქონდათ.

    „ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში ერთი თვის წინ იყო, როცა ხანგრძლივი შეხვედრების შემდეგ, ჩემმა გუნდმა მითხრა, რომ ჩვენ დაგჭირდებოდა 130 000 სასუნთქი აპარატი და რომ ჩვენ არ გვქონდა ასობით ათასი აპარატი, რომელიც გვჭირდებოდა. ეს არის სისტემა, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ“,- განაცხადა ტრამპმა.

    ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსის 614 246 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 26 064 ადამიანი ემსხვერპლა.

  • WHO უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს – ტრამპი

    WHO უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს – ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია აშშ-სა და მთელ მსოფლიოს უსამართლოდ მოექცა.

    „ისინი ამბობენ, ბევრად მეტი ცხედრების ჩანთა იქნებაო. ტედროს ადანომ გებრიესუსს სწორი ანალიზი რომ გაეკეთებინა, ბევრად უკეთესად მოემსახურებოდა იმ ხალხს, ვისთვისაც უნდა ემსახურა. ყველაფერი მიკერძოებული იყო ჩინეთის მისამართით”, – განაცხადა ტრამპმა.

    მისი თქმით, აშშ-მ საზღვრების დაკეტვით ჯანმოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან WHO-ს პრეზიდენტს უნდოდა, რომ აშშ-ს საზღვრები არ ჩაეკეტა.

    „ყველაფერი ჩინეთისთვის გაკეთდა. ეს არ არის სწორი, ის უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და გულახდილად გითხრათ, მსოფლიოს. არ მჯერა, რომ ის პოლიტიკაზე ლაპარაკობს. შეხედეთ რა ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან“, – აღნიშნა ტრამპმა.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 აპრილს WHO-ს ხელმძღვანელმა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის ტრამპს მოუწოდა, რომ კორონავირუსის პანდემიის პოლიტიზირება შეწყვიტონ. ,,თუ არ გინდათ ბევრი ჩანთა ცხედრით, მაშინ თავი შეიკავეთ მისი პოლიტიზირებისგან“,- თქვა გებრიესუსმა.

  • “გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ“ – დონალდ ტრამპი

    “გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ“ – დონალდ ტრამპი

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელებს ურჩევს მძიმე კვირისთვის მოემზადონ. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კორონავირუსის ესპიდემიის პიკია მოსალოდნელი.

    “მძიმე კვირა მოდის – ეს, ან შემდეგი. სამწუხარდ ბევრი ადამიანი დაიღუპება“– განაცხადა პრეზიდენტმა კვირას ბრიფინგის დროს.

    თუმცა ამავე დროს მან თქვა, რომ კარგი ნიშანია ნიუ იორკის შტატში ლეტალური შემთხვევების რიცხვის ზრდის შეჩერება.

    “ჩვენ თანდათან ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს. იმედი მაქვს ახლო მომავალში ძალიან ვიამაყებთ ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოთი“– განაცხადა მან.

    ქვეყნის მთვარი ინფექციონისტი, ენიტონი ფაუჩი პრეზიდენტის ოპტიმიზმს არ იზიარებს. ტრამპის ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე მან განაცხადა, რომ მედიკოსები თავდაუზოგავად ცდილობენ სიტუაციის კონტროლის ხელში აღებას.

    გასულ კვირას იყო პროგნოზები, რომ პანდემიის შედეგად მკაცრი საკარანტინო ზომების მიუხედავად 100–დან 240 ათასამდე ამერიკელი დაიღუპებოდა, თუმცა კვირას ტრამპმა განაცხადა: “იმედი გვაქვს ამ ციფრებამდე საქმე არ მივა.“

  • ძალიან რთული ორი კვირა გველოდება, ბევრი ადამიანი დაიღუპება – ტრამპი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ძალიან რთული ორი კვირა გველოდება, ბევრი ადამიანი დაიღუპება – ტრამპი მოქალაქეებს აფრთხილებს

    აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა აშშ-ში ინფიცირებისა და გარდაცვალების გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ წინ რთული 2 კვირა ელით.

    მისი თქმით, ვირუსისგან ბევრი ადამიანი დაიღუპება.

    ,,მინდა, ყველა ამერიკელი მოემზადოს იმ მძიმე დღეებისთვის, რომელიც დადგება. ჩვენ ველოდებით ძალიან რთულ ორ კვირას. ვაპირებთ დავიწყოთ რეალური სინათლის დანახვა გვირაბის ბოლოს, მაგრამ ეს ძალიან მტკივნეული იქნება, ძალიან ძალიან მტკივენული- ორი კვირის განმავლობაში”,- განაცხადა თეთრ სახლში პრესკონფერენციისას დონალდ ტრამპმა.

    მან ასევე აღნიშნა: “უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მალე დასრულდება, უნდა განვაგრძოთ სვლა – დიდხანს ვერ გასტანს”.

    აშშ ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ქვეყანაში 311 637 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 14 828 განიკურნა, 8 454 კი გარდაიცვალა, კრიტიკულია 8 206 პაციენტის მდგომარეობა.

  • ტრამპი:ძალიან მძიმე 2 კვირა გველის. ამისთვის უნდა მოვემზადოთ

    ტრამპი:ძალიან მძიმე 2 კვირა გველის. ამისთვის უნდა მოვემზადოთ

    აშშ–ში კორონავირუსის მსხვერპლი იმაზე მეტი ადამიანი გახდა, ვიდრე ჩინეთში. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 3900 ადამიანი. დაავადებულთა რიცხვი 188 000–ს აჭარბებს. გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა იტალიაშია – 12000–ზე მეტი და ესპანეთში – 8400–ზე მეტი, თუმცა ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ აშშ–ში შესაძლოა ეპიდემიის შედეგად 240 000–მდე ადამიანი გარდაიცვალოს. ორშაბათს საღამოს აშშ–ს პრეზიდენტმა პრეს–კონფერენცია ჩაატარა, რომლის განმავლობაში ჟურნალისტებმა მის უკიუდრესად მოღუშულ სახეს მიაქციეს ყურადღება.

    მან განაცხადა, რომ ამერიკას მძიმე დღეები ელის და ამისთვის უნდა მოემზადოს. “შემდგომი ორი კვირა ძალიან მტკივნეული იქნება.იმდენად რთული 2-3 კვირა გველის, რომლის მსგავსი შესაძლოა აქამდე არც გვინახავს, ძალიან მძიმე 2 კვირა.“

    აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კოორდინატორმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში განაცხადა, რომ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ შეიძლება 100-დან 240 ათასამდე შეადგინოს. თუმცა, ტრამპმა დააზუსტა, რომ თუ სახელმწიფო არანაირ ზომებს არ მიიღებდა დაავადებასთან საბრძოლველად, მსხვერპლი შესაძლოა 2.2 მილიონი ამერიკელი გამხდარიყო.

    ბრიქსმა  ვირუსის ვიზუალური მოდელირება წარმოადგინა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სოციალური დისტანცირებით, იზოლაციით და ვირუსის გავრცელების მართვის და ზიანის შემცირების მექანიზმებით სიკვდილიანობა მცირდება 100000 – 200000 მდე. ამ ქმედებების გარეშე კი სიკვდილიანობა ამერიკაში იქნებოდა 1.6 მილიონიდან – 2.2. მილიონამდე.