Tag: დონალდტრამპი

  • ტრამპი ამბობს, რომ აშშ სასუნთქი აპარატებით სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება.

    ტრამპი ამბობს, რომ აშშ სასუნთქი აპარატებით სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება.

    აშშ–ს განზრახული აქვს უახლოეს მომავალში არა მხოლოდ მთლიანად დაფაროს საკუთარი ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნა ფილტვების სავენტილაციო სასუნთქ აპარატებზე, არამედ ეს აპარატები  სხვა ქვეყნებსაც მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა.

    “არ ვიცი, გაიგეთ თუ არა ეს ამბავი, მაგრამ Ford-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ General Electric–ის ქვეგანყოფილებასთან ერთად 50 000 სასუნთქი აპარატის გამოშვებას აპირებს სამ თვეზე ნაკლებ დროში. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მწარმოებლებზე, რომლებსაც განზრახული აქვთ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები აამოქმედონ. ასეთი კომპანია ათზე მეტია. ეს საკმარისზე მეტია ჩვენი საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ასე რომ, აპარატებს იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში გავგზავნით, სადაც ამ მომენტში ასეთი აღჭურვილობის კოლოსალური პრობლემაა. სხვა ქვეყნებსაც დავეხმარებით.“–განაცხადა ტრამპმა.

    ამდროისთვის ამერიკაში კორონავირუსით 164,359 ადამიანია დაინფიცირებული. დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევები ნიუ იორკშია დარეგისტრირებული, სადაც საქალაქო პოლიციის 900–ზე მეტი თანამშრომელიც დაინფიცირდა. აშშ–ში გარდაცვლილია 3,173 ადამიანი. დაახლოებით ამდენივე რეანიმაციაში იმყოფება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები 30 აპრილამდე იმოქმედებს.

  • ტრამპი აშშ–ში გადასულ ჰარის და მეგანს მოუწოდებს საკუთრი უსაფრთხოების ფული თვითონ გადაიხადონ

    ტრამპი აშშ–ში გადასულ ჰარის და მეგანს მოუწოდებს საკუთრი უსაფრთხოების ფული თვითონ გადაიხადონ

    პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ აშშ არ აპირებს დააფინანსოს პრინცი ჰარის და მეგან მარკლის უსაფრთხოების დაცვის ფული. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ წყვილი კანადიდან აშშ–ში გადავიდა.

    ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ის დიდი ბრიტანეთის დედოფლის დიდი მეგობარი და თაყვანისმცემელია, თუმცა დასძინა “მათ უნდა გადაიხადონ!“

    წყვილი ამბობს, რომ არ აპირებს აშშ–ს სახელმწიფოს მოთხოვოს თანხები საკუთარი უსაფრთხოების დასაფინანსებლად.

    გავრცელებული ინფორმაციით ჰარი და მეგანი კორონავირუსის ეპიდემიის გაძლიერების ფონზე კანადიდან მეგანის მშობლიურ შტატში, კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

    ამერიკული მედიის ინფორმაციით წყვილი გასულ კვირას ლოს–ანჯელესის ერთ–ერთ რაიონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მეგანი გაიზარდა, ახლა კი მისი დედა, დორია რაგლანდი ცხოვრობს.

    წყვილი სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსიდან ოფიციალურად 31 მარტს გავა და უკვე აღარ შეასრულებს არანაირ მოვალეობას დედოფლის სახელით.

    წყვილის  მიერ წარმომადგენლის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

    “ჰერცოგი და მისი მეუღლე არ აპირებენ აშშ–ს მთავრობას თხოვონ უსაფრთხოების რესურსები. მიღებულია უსაფრთხოების ზომები, რომლებიც კერძო წყაროებიდან ფინანსდება.“

    წყვილმა შვილთან, არჩისთან ერთად წლევანდელი წლის უდიდესი ნაწილი კანადის დასავლეთ სანაპიროზე გაატარა, ექვსკვირიანი საშობაო არდადეგები კი ვანკუვერის კუნძულზე.

    თებერვალში კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ ის შეწყვეტს ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებას, “მათი სტატუსის ცვლილების შესაბამისად“.  ტრამპმაც როგორც ჩანს კანადელ კოლეგას მიბაძა.

    წყვილის მიერ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე უარის თქმისა და კანადაში გადასვლის შემდეგ კანადელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მათ უსაფრთხოებაში კანადელი გადასახადის გადამხდელების ფული იხარჯებოდა.

  • “გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება.ქვეყანა აღდგომამდე უნდა ამუშავდეს“–ტრამპი

    “გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება.ქვეყანა აღდგომამდე უნდა ამუშავდეს“–ტრამპი

    აშშ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ აშშ შეიძლება პანდემიის ეპიცენტრად იქცეს.

    თუმცა აშშ–ს პრეზიდენტს კორონავირუსის გამო ამერიკის კერძო სექტორის მუშაობისთვის შემოღებული შეზღუდვების გაუქმება უნდა 12 აპრილისთვის.

    ტრამპმა განაცხადა:

    “აუცილებელია ქვეყანამ მუშაობა დაიწყოს. დიახ, გრიპის გამო კვდებიან ადამიანები, მაგრამ თუ ეკონომიკა მაშტაბურ რეცესიაში და დეპრესიაში შევა, უფრო მეტ ადამიანს დავკარგავთ“.

    ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა, ლარი კუდლოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტს განზრახული აქვს უკვე უახლოეს ორ კვირაში გადადგას ნაბიჯები შეზღუდვების გასაუქმებლად.

    “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჯანმრთელი ეკონომიკაა საჭირო. ორივე სფეროს თავისი პრიორიტეტები აქვს და ეს კარგად მესმის, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ისინი ურთიერთკავშირშია“– ამბობს ის.

    ნიუ იორკში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში. აქ ჩატარებული ტესტების 28% დადებით შედეგს იძლევა.
    ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო ქვეყნის სხვა რეგიონებს აფრთხილებს:

    „შემოგვხედეთ დღეს ჩვენ და დაინახავთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით თქვენც სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი კვირის შემდეგ. ჩვენ თქვენი მომავალი ვართ.“

    კუომო ამბობს, რომ შტატის რეანიმაციულ განყოფილებებში ორ კვირაში შეიძლება 40 000 პაციენტი აღმოჩნდეს. სამედიცინო ცენტრებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ დამატებით 30 ათასი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი.

  • “ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია”- დონალდ ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და გამონათქვამში – „ჩინური ვირუსი“ – რასისტული არაფერია.

    ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უწოდებს ის „COVID 19“-ს „ჩინურ ვირუსს“ და რომ ბევრი ადამიანი ამას რასიზმად მიიჩნევს, დონალდ ტრამპმა უპასუხა:

    „ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია. ის ჩინეთიდან მოდის. მსურს, ზუსტად გამოვხატო ჩემი სათქმელი.“

    შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა და რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, მათ შორს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პოპმეომ, Covid-19 არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც „ჩინური ვირუსი.“

  • დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით “ბიბისი” წერს.

    ამავე გამოცემის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბრაზილიელ პოლიტიკოსთან პირდაპირი კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონია. სწორედ ამიტომ კორონავირუსზე ტესტის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.

    რაც შეეხება დაინფიცირების შესაძლო რისკს, შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპი შეხვდა ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, შეხვედრის დროს მისთვის ხელი არ ჩამოურთმევია.

  • ტრამპი კორონავირუსის გამო საერთონაციონალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსის გამო მთელი ქვეყნის მაშტაბით საერთონაციონალური საგანგებო სიტუაციის რეჟიმის გამოცხადებას განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო რორიტერი წერს. საგანგებო რეჟიმი ქვეყნის მეთაურს საშუალებას მისცემს ვირუსთან ბრძოლაში სახსრები ფედერალური ბიუჯეტიდან კონგრესთან შეთანხმების გარეშე დახარჯოს.

  • შეინარჩუნეთ სისუფთავე, არ არის საჭირო, ყველა მოაჯირს ხელი სტაცოთ- ტრამპი კორონავირუსზე

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს საზოგადოებას რამდენიმე რჩევა შესთავაზა, როგორ აიცილონ კორონავირუსი თავიდან.

    ის მათ მოუწოდებს, დაიბანონ ხელები და ყველა მოაჯირს ხელი არ სტაცონ.

    ,,ალბათ გსმენიათ, მე ამას ძალიან ხშირად ვაკეთებ – დაიბანეთ ხელები, შეინარჩუნეთ სისუფთავე, არ არის საჭირო, რომ ყველა მოაჯირს ხელი სტაცოთ. მიუდექით ისე, როგორც გრიპს. როდესაც ვიღაც აცემინებს, ყველანაირად ვცდილობ, თავი ავარიდო”,- ამბობ ტრამპი.

    ამ დროისთვის აშშ-ში ინფიცირების 60 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო 6 ადამიანი განიკურნა.

    მსოფლიოს მასშტაბით დაავადებულია 82 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილი კი 2807. 

  • “მედიაში ჩემი ხმა არ მაქვს ამიტომ სოციალური მედია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”- ტრამპი

    სოციალური მედია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მედიაში ჩემი ხმა არ მაქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

    „სოციალურ ქსელებს ვიყენებ და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამომდის. სოციალური ქსელები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვინაიდან ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია. ეს ხმა კი პრესაში, მედიაში არ მაქვს“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

    დონალდ ტრამპა ასევე განაცხადა, რომ ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ მისი ტვიტები მუშაობას ურთულებს აშშ-ის გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს.

    აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა დონალდ ტრამპის „მავნე ტვიტერული ჩვევა“ მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უწყვეტი კრიტიკა მას ყურადღებას უფანტავს და სამუშაო პროცესს შეუძლებელს ხდის.

  • ტრამპი კლოუნია, რომელიც თითქოს ირანელ ხალხზე წუხს- აითათოლა ალი ხამენეი

    ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ტრამპი არის კლოუნი, რომელიც ირანელ ხალხზე მოჩვენებითად წუხს, სინამდვილეში კი მათ ,,ზურგში შხამიან ხანჯალს ჩასცემს”.

    მისი განცხადებით, აშშ-მ გენერალი სოლეიმანი ლაჩრულად მოკლა, რითიც ამერიკამ საკუთარი იმიჯი შელახა. აიათოლამ აღნიშნა, რომ ირანი აშშ-ს ახლო აღმოსავლეთიდან გააძევებს, რაც მისთვის სასჯელი იქნება სოლეიმანის მკვლელობის გამო.

    მისივე თქმით, ერაყში, ამერიკულ პოზიციებზე თავდასხმამ აშკარა გახადა, რომ ირანს „ღვთიური მხადაჭერა“ ჰქონდა, როცა აშშ-ს „სილა გაულაწუნა“.

    ირანის უმაღლესმა ლიდერმა საკუთარ სიტყვაში ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანიაც ახსენა და მათ აშშ-ს მსახურები უწოდა. ხამენეის განცხადებით, მათ არ აქვთ ირანის დაჩოქების ძალა.

    ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს თეირანში პარასკევის ლოცვას გაუძღვა. ბოლო რვა წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ირანის უმაღლესი ლიდერი პარასკევის ლოცვას აღავლენს.

  • “წადი სახლში დედიკოსთან“ – ტრამპი პროტესტანტებს, რომლებსაც შეხვედრა დაატოვებინეს (ვიდეო)

    ამერიკის პრეზიდენტმა საარჩევნო წელი და საარჩევნო მარათონი ოჰაიოში, ტოლედოდან დაიწყო, სადაც ათასობით მხარდამჭერს შეხვდა და სიტყვით მიმართა. ტრამპმა ყველა თემაზე ისაუბრა – სოლეიმანის მკვლელობაზე, ირანთან ურთიერთობაზე, დემოკრატებზე, ჯანდაცვის რეფორმაზე და სხვა საშინაო საკითხებზე.

    მისი გამოსვლა აპლოდისმენტების და გამამხნევებელი შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ხალხში რამდენიმე დემონსტრანტი გამოჩნდა პლაკატებით “არა ომს“. ისინი დარბაზიდან უსაფრთხოების ოფიცრებმა გაიყვანეს. ტრამპი მათ გაყვანას ტრიბუნაზე ელოდა და რეპლიკით: “წადით სახლში დედიკოსთან“ – გააცილა. ინციდენტი ორი წუთის მანძილზე გრძელდებოდა. 

    {{VIDEO}}