Tag: დონალდტრამპი

  • ტრამპი ფრანგულ ღვინოზე საბაჟო გადასახადს აწესებს

    აშშ–ს პრეზიდენტი ფრანგულ ღვინოზე საბაჟო გადასახადის დაწესებას აანონსებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით ეს არის საპასუხო ნაბიჯი საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადს აწესებს. 

    საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ინიციატივით, საფრანგეთი უცხოურ კომპანიებს, რომელთა წლიური შემოსავალი 750 მილიონ ევროს აღემატება, საბაჟო გადასახადს უწესებს.

    ახალი რეგულაცია 30-მდე კომპანიას ეხება, მათ შორის უმეტესობა ამერიკული კომპანიებია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფრანგ კოლეგასთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ამერიკული ბიზნესის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.

    მან ამერიკელი მომხმარებლები იმით დაამშვიდა, რომ ამერიკული ღვინოები ფრანგულს ბევრად ჯობის.

  • რატომ გამოჩნდა ტრამპის სიტყვით გამოსვლისას ორთავიანი არწივი

    აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტის უკან   ბანერზე ორთავიანი არწივი იყო გამოსახული, რომელსაც კლანჭებით ისრების შეკვრის ნაცვლად გოლფის ჯოხები ეკავა.

    მედიაში  ორ გზავნილს განიხილავდნენ, ორთავიანი არწივი, რომელიც ცალსახად რუსულ სიმბოლიკასთან ასოცირდება,  ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირების მინიშნებად ჩათვალეს,

    მეორე  ვერსიით კი ბანერის შინაარსი გოლფთან იყო კავშირში, რადგან ცნობილია, რომ ტრამპი ხშირად თამაშობს გოლფს.

    სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს უბრალოდ  შეცდომა იყო. პირმა, რომელიც ბანერს ამზადებდა ფოტო ინტერნეტიდან სიჩქარეში აარსწორად გადმოწერა.

    ადამიანი, რომელმაც ბანერი დაამზადა, ამბობს, რომ ის მიზანმიმართულად არ დაუმზადებია და მომხდარს შეცდომას უწოდებს.

    ამავე პოზიციას იზიარებენ თეთრ სახლში და ფიქრობენ, რომ ბანერს ტრამპის მოსაზრებებთან კავშირი არ ჰქონია.

  • ირანთან გარიგების დადება სულ უფრო ნაკლებად მსურს – ტრამპი

    შეერთებული შტატები ირანთან გარიგების დადების სურვილს კარგავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. მიზეზად კი პრეზიდენტმა ირანის მიერ გადადგმული ნაბიჯი დაასახელა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ირანელების მხრიდან ყველანაირ ქმედებას ელის, მათ შორის გონივრულ ნაბიჯსაც.

    ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა ირანში 17 ადამიანის დაკავება. თეირანმა მათ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა და რამდენიმეს შეერთებული შტატების სპეცსამსახურთან თანამშრომლობისთვის სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანა.

    პარალელურად, ვაშინგტონმა ჩინურ კომპანიას სანქციების დარღვევისა და ირანული ნავთობის შეძენისთვის სანქციები დაუწესა.

  • არასამთავრობოები ტრამპის მიერ დამოუკიდებლობის დღეზე დახარჯული თანხების გამოძიებას ითხოვენ

    შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეზე ექსტრავაგანტული ღონისძიება გაემართა, საზოგადოების ერთ ნაწილში კრიტიკა გამოიწვია. ასევე გაჟღერდა გამოძიების ჩატარების მოთხოვნები იმის დასადგენად, თუ რა თანხა დაუჯდა ამერიკის ბიუჯეტს 4 ივლისის საზეიმო ღონისძიება.
    პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში გამართული ღონისძიების მასპინძელი იყო. მისი გადაწყვეტილებით, საზეიმო ღონისძიების ერთი ნაწილი სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენა და ტანკების გამოფენა იყო.
    ტრამპი ლინკოლნის მემორიალთან გრძელი სიტყვით გამოვიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო 70 წლის განმავლობაში, როცა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ეროვნულ მოლზე სიტყვით გამოვიდა.
    ღონისძიებაზე დახარჯული თანხის სრული ოდენობა ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა გაზეთი „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკის ეროვნული პარკების სამსახურმა, რომელსაც ვაშინგტონში 4 ივლისის ღონისძიების ორგანიზება ევალება, სხვა მიზნისთვის გამოყოფილი 2.5 მილიონი დოლარი საზეიმო ღონისძიების ანგარიშზე გადაიტანა.
    რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწყების გენერალურ ინსპექტორს გამოძიების ჩატარებას სთხოვს და აცხადებს, რომ ერთი მიზნისთვის გამოყოფილი თანხის სხვა მიზნებზე დახარჯვა პოტენციურად არაკანონიერია.
    ტრამპი ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გააკრიტიკა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი დემოკრატი კანდიდატია და თქვა, რომ 4 ივლისს პომპეზური ზეიმის გამართვა ტრამპის ეგოს დაკმაყოფილებას ემსახურებოდა.
    უცნობია რამდენი ადამიანი შეიკრიბა ეროვნულ მოლზე ფეიერვერკების სანახავად. თუმცა მომდევნო დილას, თეთრი სახლიდან ნიუ-ჯერსიში გამგზავრებამდე, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ „წუხელ ხალხის ფენომენალური რაოდენობა“ შეიკრიბა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ნაციის სირცხვილი,რომელიც ლონდონს ანადგურებს!“– ტრამპი ლონდონის მერს თავს კიდევ ერთხელ დაესხა

    აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ლონონის მერი, სადიკ ხანი და მას ნაციის სირცხვილი უწოდა. ტრამპის ამ კომენტარის მიზეზი ერთი დღე–ღამის განმავლობაში ლონდონის ქუჩებში მომხდარი სამი მკვლელობა და კიდევ სამი დაჭრის შემთხვევა გახდა.
    ტრამპმა ტვიტერზე პუბლიცისტ კეიტ ჰოპკინსის სტატუსი გააზიარა მომხდარი დანაშაულის შესახებ, თავის მხრივ კი ამ სტატუსს მიაწერა: “ლონდონს სასწრაფოდ ჭირდება ახალი მერი. ხანი კატასტროფაა და ყველაფერი მხლოდ უარესობისკენ მიდის!“
    რამდენიმე საათის შემდეგ კი ტრამპმა ტვიტერზე ლონდონის მერს კიდევ ერთი ტვიტი მიუძღვნა: “ის ნაციის სირცხვილია, რომელიც ლონდონს ანადგურებს“.
    ხანის წარმომადგენელმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მერი თანაგრძნობას უცხადებს მსხვერპლთა ოჯახებს და არ დაკარგავს დროს მსგავსი ტვიტების საპასუხოდ.
    პრეს მდივანმა დასძინა, რომ ხანი ლონდონური დიასპორების მხარდაჭერის მოპოვებით და საგანგებო სამსახურების გადატვირთული მუშაობის კოორდინირებით არის დაკავებული.

    “ძალადობრივი დანაშაულების ადგილი ჩვენს ქალაქში არ არის და ჩემთვის არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ლონდონელების უსაფრთხოება“ – დაწერა ხანმა ცოტა ხნის შემდეგ.

    შაბათ–კვირას მომხდარი მკვლელობების ჩათვლით ლონდონში წლის დასაწყისიდან 56 მკვლელობა მოხდა. ოფიციალური მონაცემებით ამავე პერიოდში შარშან ლონდონში 82 ადამიანი მოკლეს, რაც ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
    დონალდ ტრამპი ლონდონის მერს დიდი ხანია არ წყალობს. ცოტა ხნის წინ მან ხანს “საცოდავი ლუზერი“ უწოდა, 2017 წელს კი გააკრიტიკა ხანის განცხადება ლონდნის ქუჩებში პოლიციელების რაოდენობის გაზრდის შესახებ.
  • “სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ ლგბტ ადამიანებს, ვისაც სჯიან, აპატიმრებენ…“–დონალდ ტრამპი

    ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამბი “პრაიდის თვესთან“ დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და ლგბტ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებს. ტრამპის განცხადება საქართველოში აშშ–ს საელჩომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

    „ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო.

    ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში!“ – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

  • ტრამპისა და მაკრონის დარგული “მეგობრობის ხე” გახმა

    მუხის ხე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში მეგობრობის ნიშნად დარგეს, გახმა. მაკრონმა მუხის ხე დონალდ ტრამპს 2018 წელს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს საჩუქრად გადასცა.

    პრეზიდენტებმა ხე ერთობლივად საზეიმო ვითარებაში დარგეს, მათთან ერთად იმყოფებოდნენ   პირველი ლედები. 

  • “კრიმინალს მიხედოს, მე თავი დამანებოს”-ტრამპი ლონდონის მერის შესახებ

    ლონდონის მერმა კრიმინალს მიხედოს, მე თავი დამანებოს, – აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთში ვიზიტი ლონდონის მერის კრიტიკით დაიწყო. 

    „სადიქ ხანი ყველანაირი გათვლით, საშინელი მერია ლონდონისთვის. ის ძალიან წარუმატებელია და ჯობია  ლონდონში კრიმინალს მიხედოს, მე თავი დამანებოს.“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი ტვიტერის საკუთარ  გვერდზე.

    ლონდონის მერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტრაპს ვიზიტის დროს წითელი ხალიჩა არ უნდა გაუშალოს.

    დონალდ ტრაპის ვიზიტი დიდი ბრიტანეთში უკვე დაიწყო.  ლონდონში მას თან ახლავს მეუღლე. 

  • დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩადის

    დონალდ ტრამპს ლონდონში ელოდებიან. დიდ ბრიტანეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს სახელმწიფო ვიზიტით ჩადის. დაგეგმილია, მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან.

    ტრამპი ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის წევრებსაც შეხვდება. ბრიტანული პრესა წერს, რომ ამ შეხვედრას არ დაესწრება პრინცი ჰარის მეუღლე. წარსულში მეგან მარკლი დონალდ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებდა.

    უსაფრთხოების გაძლიერების ფონზე პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტისთვის ათასობით ბრიტანელიც ემზადება. დონალდ ტრამპს ლონდონში საპროტესტო აქციებით დახვდებიან.

  • არ ვიცოდი, რომ საზიზღარი იყო-ტრამპი მეგან მარკლის შესახებ

    “არ ვიცოდი,რომ საზიზღარი იყო”- აშშ-ს პრეზიდენტმა მეგან მარკლის  შესახებ  გაზეთ The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

    ინტერვიუს მთავარი თემა ბრექსიტი, ტერეზა მეის პოლიტიკური შეხედულებები იყო.

    აშშ-ს პრეიდენტს ჟურნალისტა სასექსის ჰერცოგინიას განცხადებები შეახსენა. 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მეგან მარკლმა ტრამპს ქალთმოძულე  უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში კანადაში გადავიდოდა საცხოვრებლად.

    “არ ვიცოდი,რომ საზიზღარი იყო. იმედი მაქვს, კარგადაა, დარწმუნებული ვარ კარგად გაუძღვება საქმეებს”, განაცხადა ტრამპმა საპასუხოდ.

    დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს ოფიციალური ვიზიტით  ეწვევა და  პრინც ჰარის, უილიამსა და ქეით მიდლტონს შეხვდება. მეგან მარკლი კი შეხვედრას, ბავშვის გაჩენის მიზეზით არ დაესწრება. პრინც ჩარლზთან  სავარაუდოდ,ტრამპი კლიმატურ ცვლილებებზეც ისაუბრებს.

    “ვიცი, რომ კლიმატის ცვლილებებზე ვისაუბრებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ჰაერი გვაქვს. ჩვენს წყალსა და ჰაერს არაფერი სჭირს”, – განაცხადა ინტერვიუს დროს ტრამპმა.