Tag: დონალდტრამპი
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე ტრამპი ბორის ჯონსონს უჭერს მხარს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონს მხარი ღიად დაუჭირა.საკუთარი პოზიცია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ლონდონში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემა სანისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოხატა.ტრამპის თქმით, ბორის ჯონსონი ყოველთვის მოსწონდა და ის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის პოსტზე შესანიშნავი არჩევანი იქნება.პრეზიდენტმა მის მიმართ მეგან მარკლის მიერ წარსულში გაკეთებული კრიტიკული განცხადებებიც შეაფასა და პრინც ჰარის მეუღლეს “საზიზღარი” უწოდა. -
რა ელის “მწვანე ბარათს“? ტრამპი ლეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითხოვს
აშშ–ს პრეზიდენტს მწვანე ბარათის ლატარეის გაუქმება და „დამსახურებაზე დაფუძნებული“ სისტემით ჩანაცვლება უნდა. მას ასევე უნდა ჰუმანიტარული ვიზების განახევრება, როგორიცაა თავშესაფრის მოთხოვნა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.ამერიკა ყოველწლიურად 1,1 მილიონ მწვანე ბარათს გასცემს. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ადამიანს ამერიკაში მუდმივი მაცხოვრებლის ლეგალურ სტატუსს და ამერიკაში მუშაობის ნებართვას აძლევს. ამ ბარათების უმრავლესობა ოჯახის გაერთიანების საფუძველზე მიიღება, რისთვისაც სპეციალური განათლება ან პროფესია სულაც არაა საჭირო.ტრამპის წინადადება, რომელიც მისი თქმით, შემთხვევით შერჩევას გამორიცხავს, ქულების სისტემაზეა დაფუძნებული.ამერიკის მეცნიერების ეროვნული საბჭოს ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში მეცნიერებისა და ინჟინერიის დარგში მომუშავე ადამიანების მესამედი ამერიკაში დაბადებული არ არის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკაში უფრო მეტი ასეთი ადამიანის ჩამოყვანა სურს.„ლეგალური იმიგრაციის ახალი სისტემა, რომელიც ამერიკელების ხელფასებს დაიცავს, ამერიკულ ღირებულებებს წაახალისებს და მთელი მსოფლიოდან ყველაზე ჭკვიან ადამიანებს მოიზიდავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.ადამიანმა ქულების სათანადო რაოდენობა ასაკის, ენის ცოდნის, განათლების, სამსახურის შეთავაზების ან ინვესტიციის ჩადების პირობით უნდა დააგროვოს. თითოეულმა პირმა ასევე უნდა ჩააბაროს გამოცდა ამერიკის ისტორიასა და მმართველობის სისტემაში.დემოკრატებმა დამსახურებაზე დამოკიდებული ტრამპის გეგმა უკვე უარყვეს.„რას ამბობენ (რესპუბლიკელები), რომ ოჯახის წევრები არ იმსახურებენ ჩამოსვლას? რას ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ოდესმე ჩამოსულან და ინჟინრის დიპლომი არ ჰქონდათ არ იმსახურებდნენ ჩამოსვლას?“ – აცხადებს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.გარდა ამისა, პრეზიდენტის წინადადებაში არაფერია ნათქვამი 700 ათას, ეგრეთწოდებულ, მეოცნებეზე, რაც დემოკრატებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მშობლებმა ამერიკაში მაშინ ჩამოიყვანეს, როცა ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს წინადადება კონგრესში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.„ეს წინადადება კანონი არ გახდება. სიტყვით გამოსვლის ბოლოს ტრამპმა მიანიშნა, რომ თუ კონგრესი მისი პირველი ვადის დამთავრებამდე ამ კანონს არ მიიღებს, მაშინ ის ორივე პალატაში რესპუბლიკელების მიერ უმრავლესობის მოპოვებას დაელოდება. მაგრამ წინა ორი წლის განმავლობაში კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ და იმიგრაციასთან დაკავშირებით მან მაინც ვერაფერი გააკეთა“, – ამბობს დევიდ ბაიერი კატონის ინსტიტუტიდან.პრეზიდენტის წინადადება ასევე არ ითვალისწინებს დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელზე არსებულ დიდ მოთხოვნას.„ის ინდუსტრიები, რომლებიც მუშახელის ნაკლებობას განიცდის, განსაკუთრებით არიან დამოკიდებული იმიგრანტებზე, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მშენებლობა თუ მაგალითად ხორცის დაფასოება. მოთხოვნა ამ მიმართულებით განსაკუთრებით მაღალია და მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიცირებული მუშახელის ყოლა მნიშვნელოვანია, ის ჩვენს საჭიროებებს ვერ შეავსებს“, – აცხადებს რიკ სუ, ბუფალოს უნივერსიტეტიდან.ამ ფონზე, პრეზიდენტი ტრამპი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას კვლავ ითხოვს და ამასთან, საზღვრის გადაკვეთისთვის მოსაკრებლის დაწესება სურს, რომლითაც კედლის აშენებას დააფინანსებს.წყარო: ამერიკის ხმა -
ტრამპი აშშ–ში თავშესაფრის მაძიებელთათვის მოსაკრებლის დაწესებას მოითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკაში თავშესაფრის მაძიებელთა სისტემაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. მაშინ, როცა ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მექსიკიდან საზღვრის გავლით მიგრანტების ნაკადის შეკვეცას, ცვლილებები მოიცავს თავშესაფარზე განაცხადების შემომტანთათვის მოსაკრებლის დაწესებას.
პრეზიდენტმა ორშაბათს წერილობით მოუწოდა გენერალურ პროკურორს და შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელს, შესატყვისი რეგულაციები შექმნან. მათ შორის, დააწესონ მოსაკრებელი, რომელიც არ გადააჭარბებს თითო საქმის სასამართლოში განხილვის საფასურს.
ტრამპს ასევე სურს მიგრანტებმა სამსახურის უფლებაც მოითხოვონ იმ დროს, როცა ისინი თავშესაფრით დაკმაყოფილებაზე პასუხს ელოდებიან. დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ხულიან კასტრო, რომელიც პრეზიდენტ ობამას დროს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ერთერთი იყო, ვინც ტრამპის ეს გეგმა უკვე გააკრიტიკა.
-
მელანია ტრამპის იდეალური საგაზაფხულო გარდერობი
მელანია და დონალდ ტრამპი კორეიდან დაბრუნების შემდეგ ფოტოგრაფებმა თეთრ სახლთან გადაიღეს. მელანიას ელეგანტური საგაზაფხულო ჩაცმულობა როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მედიის განხილვის თემა გახდა. მშვენიერი ფორმის თეთრ კაბასთან და საგაზაფხულო თემატიკის მოსასხამთან ერთად მას ფეხზე ქრისტიან ლაბუტინის ნარინჯისფერი ფეხსაცმელი ეცვა. ეს ბრენდი აშშ–ს პირველი ლედის საყვარელი ბრენდია, ისევე როგორც მანოლო ბლანიკი. ამ ორი ბრენდის ფეხსაცმელი მის გარდერობში უხვად არის.
შაბათ–კვირას ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი პალმ ბიჩზე, მარ–ა–ლაგოში მდებარე სახლში გაემგზავრნენ. აქვე გეგმავენ ისინი აღდგომის გატარებას.

-
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კუბას, ვენესუელას და ნიკარაგუას ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მორიგი სანქციები ე.წ. “ტირანიის ტროიკას” კუბას, ვენესუელას და ნიკარაგუას შეეხო.ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. პომპეოს თქმით, აშშ სავაჭრო ემბარგოს გააგრძელებს, რომელიც კუბას ათწლეულების წინ დაუწესდა, რაც აშშ-ის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ფედერალურ სასამართლოში უჩივლონ ბიზნესებს, რომლებიც კუბის მთავრობის მიერ რევოლუციის დროს ჩამორთმეულ საკუთრებებში მოქმედებენ.
“სანქციის დაწესება ნიშნავს სამართლიანობას კუბელი ამერიკელებისათვის, ვინც დიდი ხანია ეძებს შვებას ფიდელ კასტროს მიერ ქონების კომპენსაციის გარეშე მისაკუთრების შემდეგ. კუბის რეჟიმი წლების მანძილზე ახორციელებდა რეპრესიებს. მათ ეს ვენესუელაშიც გააკეთეს და მადუროს რეჟიმს უჭერენ მხარს,” -განაცხადა პომპეომ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ასევე გამოაცხადა, რომ კუბას დამატებითი სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები უწესდება.
-
ტრამპი: “ვიკილიქსის” შესახებ არაფერი ვიცი”
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ “ვიკილიქსის” შესახებ არაფერი იცის. ვებგვერდის თანადამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი ორი დღის წინ დააკავეს და მას ჰაკერული შეთქმულების ბრალდება წაუყენეს. ბრალდება ემყარება ასანჟის თანხმობას აშშ-ის მთავრობის გასაიდუმლოებულ კომპიუტერში შესაღწევად პაროლის გატეხვაზე.
47 წლის, წარმოშობით ავსტრალიელი ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. საელჩო მას ხუთშაბათს დაატოვებინეს. ეკვადორმა მას თავშესაფარი გაუუქმა და ის ბრიტანეთის პოლიციას გადასცა. ეკვადორის ოფიციალური განცხადების თანახმად, ის არღვევდა თავშესაფრის მიღების პირობებს იმით, რომ აგრძელებდა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას.
“ვიკილიქსი” არასამთავრობო არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის ვებგვერდზეც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა საიდულომლო და კონფიდენციალური ინფორმაცია.
დონალდ ტრამპს ასანჟის დაპატიმრების შესახებ ხუთშაბათს ჰკითხეს. “არაფერი ვიცი “ვიკილიქსის” შესახებ. ეს არაა ჩემი თემა”, თქვა ტრამპმა. “ვიცი, რომ რაღაც აქვს საერთო ასანჟთან. ვფიქრობ გენერალური პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას”, – ამბობს პრეზიდენტი.
თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპს ხშირად მოჰყავდა “ვიკილიქსი” როგორც მაგალითი და წყარო დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის გატეხილი იმეილიებისა. პენსილვანიაში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მან თქვა: “ვიკილიქსი! მე მიყვარს “ვიკილიქსი!”
წყარო: ამერიკის ხმა
-
“ძალიან მოსაწყენია”-ტრამპი ჟურნალისტების ვახშამს არც წელს დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამს არც წელს დაესწრება.ტრადიციული ვახშამი 27 აპრილს გაიმართება.
ტრამპმა ჟურნალისტებთან ერთად ვახშამს მოსაწყენი და ნეგატიური მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ მას რამე პოზიტიურის გაკეთება ურჩევნია. მისითქმით, ის ამ დღეს კალიფორნიაში მიტინგს დაესწრება.
პრეზიდენტობის განმავლობაში ტრამპი კორესპოდენტთა ასოციაციის არც ერთ ვახშამს არ დასწრებია.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია 1920 წლიდან, ყოველ წელს, აპრილის ბოლო შაბათს, მიღებას აწყობს.ტრადიციის მიხედვით, მიღებას მოქმედი პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
-
ფლორიდაში, ტრამპის აგარაკზე შეღწევის მცდელობისას ჩინელი ქალი დააკავეს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფლორიდაში მდებარე აგარაკზე საიდუმლო სამსახურმა ჩინური წარმოშობის ქალი დააკავა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის წინა კვირას დააკავეს და ქალს ვირუსული კომპიუტერული პროგრამა ჰქონდა.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, იუჯინ იანგი მარ-ა-ლაგოს აგარაკზე საიდუმლო სამსახურის აგენტთან მივიდა და ჰკითხა როგორ შესულიყო კერძო კლუბში. ქალი ამტკიცებდა, რომ კლუბის წევრი იყო და აუზზე შესვლა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი წევრთა სიაში აგენტებმა ვერ იპოვეს, საბოლოოდ ის მაინც შეუშვეს, რადგან კლუბის მენეჯერმა ის ერთ-ერთი წევრის ქალიშვილად მიიჩნია.
კლუბში შესვლის შემდეგ იანგმა ადმინისტრატორს უთხრა, რომ “გაერთიანებული ერების ჩინურ-ამერიკული ასოციაციის” ღონისძიებას უნდა დასწრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამგვარი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ვერავინ იპოვა, საიდუმლო სერვისმა ის დააკავა. ქალის პირადი ნივთების ჩხრეკისას აგენტებმა ოთხი მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, გარე მეხსიერების ბარათი და ე.წ. “ფლეშ-დრაივი” იპოვეს, რომელზეც კომპიუტერული ვირუსი იყო ჩატვირთული.
ამ ეტაპზე იანგის წინააღმდეგ ბრალი ფედერალური აგენტებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებისა და კერძო, დაცულ ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევის კუთხით არის აღძრული.
წყარო: ამერიკის ხმა
-
“რუსეთი უნდა გაეთრიოს” – ტრამპი რეპორტიორებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჯარები ვენესუელიდან გაიყვანოს.
“რუსეთი უნდა გაეთრიოს”, — ასე უპასუხა რეპორტიორებს ტრამპმა მას შემდეგ რაც ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს ცოლს, ფაბიანა როზალესს შეხვდა. რამდენიმე დღისწინ ვენესუელის დედაქალაქთან ახლოს ორი რუსული სამხედრო ხომალდი დაეშვა რომელსაც თან 100 ჯარისკაცი ახლდა. აშშ-ს ხელისუფლების აცხადებს რომ ჯარისკაცებს შორის სპეციალური ძალების წარმომადგენლები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებიც არიან.
“ვნახოთ. ყველა ვარიანტი ხელმისაწვდომია”- ასე უპასუხა კითხვაზე, ტრამპმა როდესაც ჰკითხეს თუ როგორ აიძულებს ის რუსეთის ძალებს, ვენესუელა დატოვონ.ტრამპმა და ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა როზალესთან შეხვედრისას მხარი დაუჭირეს ხუან გუაიდოს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.მისი პოზიციით, — რომელსაც აშშ და სხვა მრავალი ქვეყანა იზიარებს (რუსეთის, თურქეთის, ჩინეთის გარდა )— არჩევნები, რომლითაც ნიკოლას მადურომ პრეზიდენტობა შეინარჩუნა, არალეგიტიმური იყო..“ჩვენ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ვენესუელაში არასასურველ პროვოკაციას ვთვლით, რუსეთს მოვუწოდებთ რომ შეწყვიტოს მადუროს რეჟიმის ყველანაირი მხარდაჭერა და მხარი დაუჭირონ ხუან გუაიდოს.”- განაცხადა მაიკ პენსმა
-
დაიხურება თუ არა რადიო თავისუფლების ქართული სამსახური.ტრამპის პროექტი მაუწყებლობის ბიუჯეტის შემცირებას ითვალისწინებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის 22 პროცენტიან შემცირებასა და სამი სამსახურის გაუქმებას სთავაზობს. პროექტის მიხედვით 2020 წელს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუჯეტის 124 მილიონიდან 87 მილიონამდე შემცირებაა შეთავაზებული.ეს შემცირება ითვალისწინებს მათ შორის ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას 2020 ფინანსური წლისთვის. პროექტის მიხედვით ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები.
რადიო თავისუფლება 22 ქვეყანაში 26 ენაზე მაუწყებლობს. მისი მისიაა ობიექტური და პროფესიული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდება ქვეყნებში, სადაც თავისუფალი მედია შეზღუდულია.
მთლიანობაში ტრამპის ბიუჯეტის 2020 წლის პროექტი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ფედერალური ბიუჯეტია, 4.7 ტრილიონი ხარჯვითი ნაწილით, რაც თავდაცვისთვის გაწეული ხარჯების 750 მილიარდით გაზრდას ითვალისწინებს. 8.6 მილიარდი აშშ დოლარი აშშ-მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერების აღსამართად არის გათვალისწინებული. ამავე დროს ბიუჯეტი 1.9 მილიარდის შეკვეცას და დანაზოგს ითხოვს სოციალური პროგრამების ხარჯზე.
საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს, რომელსაც ხშირად თეთრი სახლის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს. 2019 წელს კონგრესმა რთე/რთ-სთვის 124 მილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ 91 მილიონის დამტკიცებას ითხოვდა.
„2020 ბიუჯეტის პროექტის კონგრესში გაგზავნა გრძელი პროცესის პირველი ნაბიჯია“ – ამბობს რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დეიზი სინდელარი. „რამდენადაც არ უნდა სურდეთ ჩვენს კრიტიკოსებს ზოგიერთი ქვეყნიდან წასული გვიხილონ, ჩვენ მოველით რომ გავაგრძელებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას აშშ-ის მხარდაჭერით“.
როდესაც თეთრმა სახლმა ბიუჯეტის კონგრესს შესთავაზა, ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა პროექტი ცალსახად უარყვეს. „ის მტკივნეული და გაუაზრებელი შემცირებები, რომელსაც პრეზიდენტი ითხოვს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, მოკლე გზაა ამერიკის დასასუსტებლად და დასაავადებლად“- განაცხადა სპიკერმა ნენსი პელოსიმ.
წყარო: რადიო თავისუფლება