Tag: დონალდტრამპი

  • დონალდ ტრამპი დაინტერესდა, არსებობს თუ არა სანტა კლაუსი

    {{ARTICLEIMAGE}}

    არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომლის პასუხსაც ვერასოდეს გავიგებთ: 1. რას აკეთებს წითელი ღილაკი. 2. რას ამბობს ხალხი ჩემ შესახებ. 3 გჯერა თუ არა სანტა კლაუსის არსებობის.

    ახლა ყველამ ვიცით, რომ სანტა კლაუსი არსებობს. მაგრამ რატომღაც, აშშ-ს პრეზიდენტმა ამაში ეჭვი შეიტანა, როცა შობის წინა ღამეს ბავშვებს ესაუბრა – სცენა თეთრი სახლის სასადილო ოთახში “გათამაშდა, როდესაც დონალდ ტრამპი მეუღლე მელანიასთან ერთად, უზარმაზარი ნაძვისხეების ფონზე პატარების ზარებს პასუხობდა. ბავშვები ძირითადად სანტა კლაუსის გადაადგილების მარშრუტის თვალთვალის შესაძლებლობით დაინტერესდნენ. ერთ-ერთი ზარის ავტორს კი პრეზიდენტმა თავად დაუსვა შეკითხვა, სჯერა თუ არა სანტას არსებობის.

    სოციალურ ქსელში გავრცელებულ არაოფიციალური ვიდეოში ისმის, რომ პრეზიდენტი გაკვირვებულია, როგორ შეიძლება, ჯეროდეს 7 წლის ბავშვს სანტას არსებობის. სამწუხაროდ, ზარის ავტორის პასუხი ტრამპის კრიტიკაზე არ ისმინება. თუმცა გასაგებია, რატომ დასვა პრეზიდენტმა ეს შეკითხვა, რადგან სანტას არსებობის საკითხი კვლავ განხილვის საგანია.


    მომზადებულია ბრიტანული მედიის მიხედვით

  • ერდოღანმა ტრამპი თურქეთში მიიწვია

    {{ARTICLEIMAGE}}
    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა  აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანკარაში მიიწვია. თეთრი სახლის ინფორმაციით, კონკრეტულად ჯერ არაფერია დაგეგმილი, თუმცა პრეზიდეტი მზად არის პოტენციური შეხვედრისთვის.

    თურქეთში მიწვევის გადაწყვეტილებას პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი უძღოდა წინ. 23 დეკემბერს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თურქ კოლეგასთან სირიის საკითხში თანამშრომლობის, ამ ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის და სავაჭრო ურთიერთობების საკითხები განიხილა.

    აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა ვაშინგტონის მიერ სირიაში ქურთი მეამბოხეების მხარდაჭერის და აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, ფეტულა გიულენის გამო დაიძაბა. ანკარა, რომელიც გიულენს ადანაშაულებს 2016 წლის ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში, ვაშინგტონისგან მის ექსტრადიციას დღემდე უშედეგოდ ითხოვს.

  • პენტაგონის მეთაურმა ტრამპი რუსული საფრთხის შესახებ გააფრთხილა

    {{ARTICLEIMAGE}}

    პენტაგონის მეთაურმა, ჯეიმს მეტისმა გადადგომის შესახებ თავის წერილში ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსული და ჩინური საფრთხეების ზრდის შესახებ გააფრთხილა. წერილის სრული ტექსტი  The Guardian–მა გამოაქვეყნა.


    “დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ იმ ქვეყნებთან ურთიერთობებისას, ვისი სტრატეგიული ინტერესები სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ჩვენსას. აშკარაა, რომ ჩინეთსა და რუსეთს უნდათ მსოფლიო მათი ავტორიტარული მისწრაფებების შესაბამისად გადააკეთონ და სხვა ქვეყნებზე გავლენა გაზარდონ, რათა საკუთარი მეზობლების,  აშშს და მისი პარტნიორების ხარჯზე მოგება მიიღონ“ წერს ჯეიმს მეტისი.

    მეტისი  ხაზს უსვამს, რომ  აუცილებელია მოკავშირეებს პატივისცემით ექცეოდე და საღი გონებით შეხედო საერთაშორისო ურთიერთობებში უზნეო მოთამაშეებსა და სტრატეგიულ კონკურენტებს, რომლებიც უკვე ოთხი ათწლეულია ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. პენტაგონის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ–მ ყველაფერი უნდა გააკეთოს მსოფლიო წესრიგის განვითარებისთვის, რომელიც უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისა და ამერიკელი ხალხის ფასეულობების შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

    წერილის გამოქვეყნებამდე ცნობილი გახდა, რომ მეტისმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა. ის პოსტს 2019 წლის 28 თებერვალს დატოვებს. ტრამპისადმი გაგზავნილ წერილში ის ამტკიცებს, რომ გულდასმით მოამზადებს უფლებამოსილებების გადაცემას თავისი მემკვიდრისთვის, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

     

  • ტრამპი:მოუთმენლად ველი აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას

    {{ARTICLEIMAGE}}
    აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

    მისალოც წერილში წერია, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთში.

    ქალბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე საქართველოს მეტ ინტეგრაციას დასავლეთთან. მე ველოდები აშშ-ისა და საქართველოს ახლო პარტნიორობის გაგრძელებას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას. ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი ქვეყნის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და ქართველი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და ქართველ ხალხს“,წერია დონალდ ტრამპის წერილში, რომლის შინაარსს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

    როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართა. საქართველოს ახალი პრეზიდენტი სამუშაოდ ათონელზე მდებარე რეზიდენციაში განთავსდა.

  • ტრამპის ფონდი იხურება

    პროკურატურა ფონდს  კანონის გვერდის ავლით პოლიტიკურ საქმიანობაში ადანაშაულებს

    (more…)

  • ივანკა ტრამპის წითელი Prada–ს კაბა თეთრი სახლის წვეულებაზე.

    ამერიკის პრეზიდენტის 37 წლის ქალიშვილი 15 დეკემბერს თეთრ სახლში კონგრესის ტრადიციულ მეჯლისს დაესწრო. წვეულება თეთრი სახლის დიდ ფოიეში გაიმართა. მას დონალდ ტრამპი მეუღლესთან, მელანიასთან ერთად მასპინძლობდა. პრეზიდენტის ოჯახმა სტუმრებს დამდეგი შობა მიულოცა და ვახშამზე მიიწვია. როგორც ყოველთვის, სტუმრებთან აქტიურად ურთიერთობდა ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი, დიზაინერი ივანკა ტრამპი. ქვეყნის ერთ–ერთმა ყველაზე ლამაზმა და ელეგანტურმა ქალმა საღამოსთვის Prada–ს აბრეშუმის წითელი კაბა შეარჩია, მას შავი ფეხსაცმელი და მარგალიტის საყურე შეუხამა. მისი ვარცხნილობა კი სადა და ელეგანტური იყო. ივანკა ტრამპს ყურადღება არც მამის გაპრეზიდენტებამდე აკლდა, თუმცა ამჟამად მის მიმართ ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესი არსებობს.