Blog

  • შს მინისტრი ოპოზიციას: ამას ვეძახი თქვენს ფსევდოინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ

    {{ARTICLEIMAGE}}
    “არ გადამრიოთ, რა მაგრები ხართ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომისმინეთ ყურადღებით – როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი თქვენს ფსევდოინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ. მე თქვენ შინაარსობრივ საუბრებს გთავაზობთ. თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ ეშინია, საკმაოდ სუსტად მსჯელობთ”,მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან.

    გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობას “წარუმატებლობა” უწოდა.

    მინისტრის თქმით, ოპოზიცია მოზარდების მკვლელობის საქმეს პოლიტიკურად იყენებს.

    “ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ სარალიძეს კარავში ყოფნა მოუწია, სამწუხარო ის არის, რომ ამას თქვენ იყენებთ პოლიტიკურად. პოლიტიკურად მოტივირებული თქვენ ხართ. თემა იმაში კი არ არის, რომ ადამიანი, როდესაც პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართო უკიდურეს ფორმებს, თქვენ როგორც კეთილსინდისიერი მოქალქე, იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად მოქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, ამას უბრალოდ ამისგან აკეთებთ სპექტაკლს.

    “თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს. ბოდიში, მაცალეთ, თქვენ თუ ვერ ხვდებით, რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ საგამოძიებო კომისია იყო ტრაგედია არა მარტო ერთი ადამიანის, იმ ხალის, ვინც ამ კომისიაზე იჯდა, არამედ თქვენი, ამის შემდგომ ეს პასუხისმგებლობა როგორ იქნება საერთო ჩვენი ყველასი, ამას ვნახავთ, ამას მე გპირდებით,”განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • გახარია ბოკერიას: ყოჩაღ ბატონო გიგა, ასე გააგრძელეთ და ოპოზიციაც გაბრწინდება და საქართველოს პარლამენტიც

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ “ევროპული საქართველოს” წევრის გიგა ბოკერიას კითხვას ხუმრობით უპასუხა. 

    “არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ინტელექტუალური სპარინგიც აღარ არის საინტერესო – ყოჩაღ ბატონო გიგა, ასე გააგრძელეთ და ქართული ოპოზიციაც გაბრწინდება და საქართველოს პარლამენტიც”,განაცხადა გახარიამ. 

  • “ამაზრზენი ამბავია”- რა ჩანაწერი წარუდგინა ბოკერიამ შს მინისტრს

    საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს  “ევროპული საქართველოს” აქტივისტის აუდიოჩანაწერის შინაარსი წარუდგინა.

    ბოკერიას თქმით, ჩანაწერიდან ჩანს, როგორ ემუქრება “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ოპოზიციის მხარდამჭერს.

    გიგა ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს დაჭერით ემუქრებოდნენ.

    ბოკერიას ამბობს, რომ ამ საქმეს რეალური გამოძიება არ მოჰყვა, რის გამოც, “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერმა ქვეყანა დატოვა. ბოკერიას თქმით, სწორედ ამ საქმეების გამოუძიებლობის გამოა, რომ შს მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების არავის სჯერა.

    “სამი რეჟიმი გაქვთ თქვენ და თქვენს ხელისუფლებას. ერთი არის სრული იგნორირება პოლიციელების ცემის, როგორც კორცხელში იყო, სრული იგნორირება, გამოძიების დაწყებაც კი არ გაგიკეთებიათ იმ პოლიციელებზე, ვინც იცავდნენ მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში ჩვენ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვთ. მეორე, თუ აღშფოთება დიდია, შეიძლება, გამოძება დაიწყოთ, რომელიც არსად არ დამთავრდება და მესამე, თუ ყველა ისე აღშფოთდა, რომ ამაზრზენი ამბავია, რომ მარნეულის გამგებელმა აიძულა, რომ კაცს შარდი დაელია და სახეში შეეზილა, შეიძლება, დაიჭიროთ დროებით და მერე რომ ჩაწყნარდება, თქვენი აზრით, გამოუშვებთ”, ამბობს გიგა ბოკერია.

  • რა საჩუქრები მიიღეს დეპუტატებმა ოჯახის წევრებისგან

    {{ARTICLEIMAGE}}

    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 2017–2018 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების ნუსხას აქვეყნებს. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციამ იმ დეპუტატების სია შეადგინა, რომლებმა უახლესი დეკლარაციების თანახმად  (2017–2018) მსხვილი საჩუქრები მიიღეს.


    კანონის მიხედვით თანამდებობის პირებს საჩუქრის მიღება არ ეკრძალებათ, თუმცა მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.


    1. 1.
      საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%–ს, ხოლოდ ერჯერადად მიღებული საჩუქრებისა 5%–ს.


    2. 2.
      თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში მიუთითოს მისი/მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.

    არსებობს გამონაკლისი შემთხვევაც. საჩუქრად არ ითვლება საჯარო მოსამსახურისთვის, მისი ოჯახის წევრისთვის ახლო ნათესავის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, თუმცა ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის დეკლარირების ვალდებულებისგან.

    დეპუტატებს  დამატებით შეზღუდვას უწესებს პარლამენტის წევრის ქცევის კოდექსი. დეპუტატი ვალდებულია მიღებულ საჩუქრებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს.

    არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით დეკლარაციის ფორმაში, სადაც დეპუტატმა საჩუქრის შესახებ ინფორმაცია უნდა შეავსოს არ არსებობს გრაფა სადაც მიეთითება საჩუქრის გადამცემი პირის ვინაობა, მაშინ, როცა კანონი პირდაპირითხოვს დეკლარაციაში ასეთი პირის ჩაწერას. დეკლარაციების შესწავლის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ხშირად დეპუტატები საჩუქრის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა გრაფაში უთითებენ, თუმცა არცერთ შემთხვევაში საჩუქრის გამცემის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ჩანს.

    გარდა ამისა ორგანიზაციის შეფასებით ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე ზედა ზღვრის არარსებობა ქმნის საფრთხეს, რომ თანამდებობის პირებმა ამ გზით კანონს გვერდი აუარონ, და ეს “ხვრელი“ აკრძალული შემოსავლის დამალვის ან გათეთრებისთვის გამოიყენონ.  საერთაშორისო გამჭვირვალობა გამოდის რეკომენდაციით, კორუფციული რისკების გათვალისწინებით საჯარო სამსახურის ბიურომ განსაკუთრებით შეისწავლოს დეპუტატების მიერ ახლო ნათესავებისგან მიღებული ფულადი საჩუქრები.

  • რა შეკითხვები დაუსვა გახარიას საპარლამენტო უმრავლესობამ

    {{ARTICLEIMAGE}}

    შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გიორგი გახარიას კითხვები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაუსვეს.

    პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გიორგი გახარიას კიდევ უფრო მეტი პრინციპულობისკენ მოუწოდა და ასევე საპარლამენტო უმცირესობა გააკრიტიკა.

    ხუნდაძემ დეპუტატებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ მოთხოვნილ “2 გვამზეც” მიუთითა.

    “მადლობა მინდა გითხრათ პრინციპულობისთვის. რასაც მე ველოდი აქამდე, ამას ელოდებოდა საზოგადოებაც. ასევე, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტი პრინციპულობის მოლოდინშია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უმსგავსოებას დაესვას წერტილი. ეს უფრო ფართო გაგებით, ამ დეტალებზე მე ახლა არ გავჩერდები. აქ უმრავლესობის მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა დაისვა,პრაქტიკულად, ყველა კითხვა რაც საზოგადოებას აწუხებს და რა კითხვებიც ზოგადად არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ამ კითხვებს შორის ჭარბობდა, რა თქმა უნდა, დათუნა სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებული კითხვები. ეს კითხვა ჭარბობს არა იმიტომ, რომ აქ ბატონი ზაზა სარალიძე ესწრება, არამედ იმიტომ, რომ ეს კითხვები რეალურად არსებობს. მინდა ასევე პასუხი გავცე ოპოზიციის მხრიდან მახვილად დასმულ კითხვებს და რაღაც არ მახსენდება, მათი მხრიდან დასმული კითხვა, როდესაც მათივე გუნდის წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ითხოვდა 2 გვამს და არც ერთი კითხვა არ დასმულა, რა გვამს ან რატომ ითხოვდა. რა პასუხი მოთხოვეს ამისათვის – დაიბარეს პარლამენტში, შიდა ფორმატში მაინც თუ ჰკითხეს რამე? აქ ბევრი არა თუ დეპუტატი, მათი ლიდერიც ზის ჩვენს შორის და მე არ მახსოვს მათ მიერ დასმული არც ერთი კითხვა”, განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


    ანრი ოხანაშვილი: “საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ჩვენ დავადგინეთ, რომ არსებობდა ამ საქმის ირგვლივ მთელი რიგი ხარვეზები. ჩვენ დავადგინეთ, რომ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ან ჩატარდა დაგვიანებით. აქედან გამომდინარე გაჩნდა კითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაბამის მოხელეთა მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას, კერძოდ, ვინმესთვის ხომ არ მოხდა ხელის დაფარება. აქედან გამომდინარე, ბატონო გიორგი მინდა გკითხოთ, შეისწავლა თუ არა აღნიშნული საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და მეორე – პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და რატომ არ იწყება გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით? მეორე, მსურს შევეხო კონკრეტულ ეპიზოდს, დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, ვინაიდან ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო პასუხი, თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე. ბატონი ზაზა გვესწრება დღეს პარლამენტში და შესაბამისად, გთხოვთ გვიპასუხოთ, როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე ბატონ ზაზას, რა გამოიკვეთა დამატებითი გამოძიების ფარგლებში ამ მიმართულებით და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?”.
    დანაშაულების ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ ეს ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის,  პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. დეპუტატმა კითხვით მიმართა შს მინისტრ გიორგი გახარიას, დაგეგმილი რეფორმები რამდენად მოახდენს დანაშაულის პრევენციას.


    “ცხადია, ყველას საერთო მიზანია, რომ ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდეს, თუმცა რა მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება, ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის. ამიტომ ცხადია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება. თქვენ ისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. შეგიძლიათ თუ არა გაგვაცნოთ ანალიზზე დაფუძნებული ხედვა კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებაში?! როგორ მოხდება პრევენციის განხორციელება?! მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლით ჩვენ დავრჩებით იმ სტატისტიკაში, რომელშიც ახლა ვართ. ეს სტატისტიკა ნამდვილად არ არის სახარბიელო, ეს სტატისტიკა იზრდება და საბოლოო ჯამში, სადაც დანაშაული გაიზრდება, იქ იქნება ნაკლები ინტერესი და ნაკლები სტაბილურობა, რაც თავისთავად ცხადია, ყველაფერზე მოახდენს გავლენას. მე მაინტერესებს რა შედეგებს ელოდებით იმ რეფორმების შედეგად, რომელიც დაგეგმილია”,მიმართა გახარიას სესიაშვილმა.


    “გთხოვთ, გვიპასუხოთ როგორც პარლამენტის წევრებს, ისე ზაზა სარალიძეს: რა გამოიკვეთა დამატებითი გამოძიების ფარგლებში და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?, ამ კითხვით პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა მიმართა. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმის ირგვლივ საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი კითხვა გააჩნია.


    “საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დავადგინეთ, რომ ამ საქმის ირგვლივ არსებობდა მთელი რიგი ხარვეზები. დავადგინეთ, რომ არ ჩატარდა ან ჩატარდა დაგვიანებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. აქედან გამომდინარე, გაჩნდა კითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაბამის მოხელეთა მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას, კერძოდ, ვინმესთვის ხომ არ მოხდა ხელის დაფარება? აქედან გამომდინარე, მსურს გკითხოთ, შეისწავლა თუ არა აღნიშნული საკითხი შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ასევე, პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და რატომ არ იწყება? ასევე მინდა შევეხო კონკრეტულ ეპიზოდს, დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, რადგან ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო პასუხი თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე. ბატონი ზაზა სარალიძე ესწრება სხდომას და გთხოვთ, გვიპასუხოთ როგორც პარლამენტის წევრებს, ისე ბატონ ზაზას, რა გამოიკვეთა დამატებითი გამოძიების ფარგლებში ამ მიმართულებით და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?”.


  • გახარია პარლამენტში: ნიანგის ცრემლებს ღვრიან, საპარლამენტო უმრავლესობამ “თვალთმაქცურ” ტაქტიკას მიმართა

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ “თვალთმაქცურ და სასაცილო ტაქტიკას მიმართა, როდესაც გადაწყვიტა, რომ თურმე დაასწრონ ოპოზიციას და დასვან ყველა მწვავე შეკითხვა, რაც არსებობს ხელისუფლების მიმართ.

    “ლამის ყველა დანაშაული ამ ქვეყანაში მოისმინეთ მათი ენით და დღეს ეს ადამიანები ღვრიან ნიანგის ცრემლებს, როდესაც აფარებდნენ დანაშაულს ხელს და ხელს გვიშლიდნენ საგამოძიებო კომისიის შექმნაში”, განაცხადა რომან გოცირიძემ.

    მის ამ განცხადებას “ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა.

    “დავით სარალიძის მკვლელობაზე კითხვა ჭარბობს კითხვებს შორის არა, იმიტომ რომ ზაზა სარალიძე აქ არის, არამედ იმიტომ, რომ ეს კითხვა პასუხგასაცემია”,განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

    საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტარების კითხვებს ისმენს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შს მინისტრს მიმართეს და თქვეს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ შეკითხვები კვლავ არსებობს. 

  • ბერა ივანიშვილის საახალწლო ნაძვისხე

    ბერა ივანიშვილმა ინსტაგრამზე  საკუთარი ნაძვისხის ვიდეო ატვირთა. სადაც ჩანს, თუ როგორ გამოიყურება ნაძვის ხე, რომლითაც მილიარდერების ოჯახი ახალ წელს შეხვდება. ბერამ ასევე ვიდეოზე მეუღლე ნანუკა გუდავაძეც მონიშნა სადაც მას ხის მორთვის გაგრძელებისკენ მოუწოდებს .  

  • გახარია: აქ ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიმართვის ნაწილი დაასრულა და ახლა უკვე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა მწვავე კითხვებისთვის და ასევე იტოვებს უფლებას, პოლიტიკური ცეკვებისგან ტავი შეიკავოს. 

    “ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და რა თქმა უნდა, ვთვლით ჩვენს თავს ვალდებულად გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზედ მოკლე, კონკრეტულ შედეგებზე და კონკრეტულ გეგმაზე ორიენტირებული მოხსენება. ასე რომ, ბატონებო და ქალბატონებო მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის და იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში ჩვენ შევძლებთ, დავამყაროთ დიალოგი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები როგორც სამინისტროს, ისე ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე”,განაცხადა გიორგი გახარიამ.