Blog

  • თოვლიანი კრატერი მარსზე უნიკალური ფოტო

    {{ARTICLEIMAGE}}

    ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მარსის თოვლიანი კრატერის უნიკალური ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოები პლანეტათაშორისმა ავტომატურმა სადუგრმა Mars Express–მა გადაიღო. კრატერი დიამეტრით 82 კილომეტრია. ის მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. ამის მიზეზი მოვლენაა, რომელსაც “ცივ ხაფანგს“ ეწოდებენ. მარსის ცივი ჰაერი კრატერში მოხვედრისას წყალს ყინულის მდგომარეობაში ინარჩუნებს.  ფოტოები ადგილმდებარეობის ციფრული მოდელის და მაღალი გარჩევადობის სტერეოკამერის, Mars Express –ის საშუალებით შეიქმნა.
    {{PHOTOGALLERY}}

  • პენტაგონის მეთაურმა ტრამპი რუსული საფრთხის შესახებ გააფრთხილა

    {{ARTICLEIMAGE}}

    პენტაგონის მეთაურმა, ჯეიმს მეტისმა გადადგომის შესახებ თავის წერილში ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსული და ჩინური საფრთხეების ზრდის შესახებ გააფრთხილა. წერილის სრული ტექსტი  The Guardian–მა გამოაქვეყნა.


    “დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ იმ ქვეყნებთან ურთიერთობებისას, ვისი სტრატეგიული ინტერესები სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ჩვენსას. აშკარაა, რომ ჩინეთსა და რუსეთს უნდათ მსოფლიო მათი ავტორიტარული მისწრაფებების შესაბამისად გადააკეთონ და სხვა ქვეყნებზე გავლენა გაზარდონ, რათა საკუთარი მეზობლების,  აშშს და მისი პარტნიორების ხარჯზე მოგება მიიღონ“ წერს ჯეიმს მეტისი.

    მეტისი  ხაზს უსვამს, რომ  აუცილებელია მოკავშირეებს პატივისცემით ექცეოდე და საღი გონებით შეხედო საერთაშორისო ურთიერთობებში უზნეო მოთამაშეებსა და სტრატეგიულ კონკურენტებს, რომლებიც უკვე ოთხი ათწლეულია ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. პენტაგონის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ–მ ყველაფერი უნდა გააკეთოს მსოფლიო წესრიგის განვითარებისთვის, რომელიც უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისა და ამერიკელი ხალხის ფასეულობების შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

    წერილის გამოქვეყნებამდე ცნობილი გახდა, რომ მეტისმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა. ის პოსტს 2019 წლის 28 თებერვალს დატოვებს. ტრამპისადმი გაგზავნილ წერილში ის ამტკიცებს, რომ გულდასმით მოამზადებს უფლებამოსილებების გადაცემას თავისი მემკვიდრისთვის, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

     

  • რომის პაპმა პედოფილ მღვდლებს დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდა

    {{ARTICLEIMAGE}}

     

    რომის პაპმა ფრანცისკმა პედოფილ მღვდლებს მოუწოდა სამართალდამცავებს ჩაბარდნენ და განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია პედოფილი მღვდლების დანაშაულის დაფარვას არ აპირებს.


     

    “შეუძლებელია  იმის უარყოფა, რომ წარსულში ზოგიერთები უპასუხისმგებლობის, გამოუცდელობის, ურწმუნობის, უცოდინრობის, სულიერი და ადამიანური ახლომხედველობის გამო საქმეს სათანადო სერიოზულობით და ოპერატიულობით არ ეკიდებოდნენ… ასეთი  რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ეს მთელი ეკლესიის არჩევანი და გადაწყვეტილებაა“ განაცხადა რომის პაპმა პარასკევს კარდინალებისა და რომის კურიისადმი წინასაშობაო მიმართვისას.


    პონტიფიკის თქმით “ამ საძაგლობების წინააღმდეგ ეკლესია ძალისხმევას არ დაიშურებს და ყველაფერს გააკეთებს რომ ყველა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.“

     

    ამავე დროს პაპმა შეაქო ჟურნალისტები, რომელთა საქმიანობა ხელს  უწყობს ეკლესიის მსახურთა მიერ ბავშვებისა და მოზარდების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენას და ძალადობის მსხვერპლს დანაშაულის გახმაურების საშუალებას აძლევს.



     

    “ისინი საშინელ საქციელს სჩადიან და თან ღვთისმსახურებას განაგრძობენ, თითქოს არაფერი მომხდარა. მათ ღმერთის და მისი სამსჯავროსი არ ეშინიათ. სამაგიეროდ ეშინიათ მხილებისა და მიწიერი სასჯელის“ – განაცხადა პაპმა.

    როგორც მოგვიანებით  პაპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გრეგ ბერკმა განაცხადა, თავის სიტყვაში ფრანცისკმა ვატიკანის უმაღლესი ჩინოვნიკების წინაშე მწვავე გამონათქვამები არ დაიშურა და პედოფილ მღვდლებს “სასტიკი მგლები უწოდა, რომლებიც უდანაშაულოთა სულებს ჭამენ.“

     

  • “ვინც ამას შს მინისტრობა დააბრალა”:რატომ არ ესწრება ნიკა მელია პარლამენტში გახარიას გამოსვლას?

    {{ARTICLEIMAGE}}
    საკანონმდებლო ორგანოში დღეს შს მინისტრს გიორგი გახარიას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თანაგუნდელის გარეშე უსმენენ. “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა მელია, რომელიც დღეს იუბილარია, პარლამენტის დღევანდელ სხდომას არ ესწრება, თუმცა მელია მინისტრის გამოსვლას სოციალური ქსელით მაინც გამოეხმაურა, გამოსვლის ამსახველი ბმული გააზიარა და  შემდეგი სახის მინაწერი გააკეთა: “ვინც ამას შს მინისტრობა დააბრალა”.

  • გახარია ოპოზიციას: ამ თემებისთვის მოვალ აქ და მერე უბრალოდ შეგრცხვებათ

    {{ARTICLEIMAGE}}
    შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას ზუგდიდის სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების თემაზე ისაუბრა. 

    “უბრალოდ მე ერთი რამის მეშინია, კერძოდ ამ თემების პოლიტიკური მიზნებისვის გამოყენების. მე გპირდებით პირადად, ერთ საქმესაც და მეორესაც (დავით კირკიტაძის საქმეს) დავამთავრებთ და შემდეგ სპეციალურად ამ თემებისთვის მოვალ აქ და თქვენ თუ გეყოფათ ვაჟკაცობა, რომ დასხდეთ აქ და ვისაუბროთ… მერე უბრალოდ შეგრცხვებათ. მე ვიტყვი, რომ ადამიანური ტრაგედიის, გარდაცვალებისა და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, უბრალოდ ამორალურია,”განაცხადა გახარიამ.

    ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მისი თქმით, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა.

  • შს მინისტრი: საარჩევნო კანონის დარღვევისთვის საქმეები ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე აღიძრა

    {{ARTICLEIMAGE}}
    შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო კანონის დარღვევისთვის სულ 26 საქმე აღიძრა. 

    “სამწუხაროდ” უმრავლეს შემთხვევაში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე მიმართ”, აღნიშნა გახარიამ. მან ასევე განაცხადა, რომ ახალქალაქში მომხდარ მძიმე ინციდენტზე, როცა ოპოზიციის წარმომადგენელზე მოხდა თავდასხმა, 5 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა.

    “კარგად გვესმის, რომ საარჩევნო დარღვევებსა და ახალქალაქის ინციდენტზე საერთაშორისო ორგანიზაციებში შეფასებები გაიგზავნება, თუმცა, სანამ ასეთი რეაგირება მოხდება, ყველა საქმის დასრულება შეიძლება. ჩვენც გავაგზავნით წერილებს, ვინ დაისჯება, ვინ დაისაჯა და ამ ორგანიზაციებს ობიექტურ ინფორმაციებს მივაწვდით”, აღნიშნა მინისტრმა.

    მისივე თქმით, ტელევიზიით გასულ ვიდეოფაქტების გამო, სადაც საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა იკვეთება, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას მიმართა.

  • “ჩემი ცოლის დაქალებს” უყურეთ”:გოცირიძე შს მინისტრს

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე შს მინისტრს ტელესერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ყურებას ურჩევს.

    გორიციძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კრიმინალის როლზე ისაუბრა.

    “მე ვერ მივიღე პასუხი ჩემს შეკითხვაზე: რა როლი მიუძღვის ამ არჩევნებში კრიმინალს და თანამშრომლობდა თუ არა ხელისუფლება ქუჩის წვრილფეხა თუ მსხვილფეხა კრიმინალთან. თქვენ ირონიულად მოიხსენიეთ, რომ თითქოსდა ეს ჩაცუცქულობის ინსტიტუტი მათ შორის საარჩევნო პროცესში არ არსებობს. საარჩევნო უბნებზე ჩაცუცქულებიც იყვნენ, ჩამსხდრებიც, აყუდებულებიც და დაყუდებულებიც. “ჩემი ცოლის დაქალებს” თუ არ უყურებთ, გირჩევთ, რომ უყუროთ. 2 წლით ადრე აკეთებს პროგნოზს, თუ რა მოხდება მომავალში. ჩაცუცქულობა, რომ აღდგა თქვენს დროს, ეს ისედაც ნათელია და არა მხოლოდ ამ ფილმით”, – განაცხადა გოცირიძემ.

    პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას უსმენენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში კამათის ფონზე მიმდინარეობს.

  • ხოშტარია შს მინისტრს: სარალიძეს თავზე დაახიეთ კარავი

    {{ARTICLEIMAGE}}
    “კომისიის ფარგლებში რაც გააკეთეთ, იყო წარუმატებლობა”,შინაგან საქმეთა მინისტრის ამ ფრაზამ “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია აღაშფოთა.

    “მაიმუნობთ აქ, შინაარსი ვერ გამოგიტანიათ რაზე ლაპარაკობ. თქვენ რა გააკეთეთ?! სარალიძეს თავზე დაახიეთ კარავი, შეურაცხყოფები აყენეთ და მიწაზე ათრიეთ. აი, ეგ გააკეთეთ. რაზე ლაპარაკობთ და რა სინდისით. ჯანდაბას წაუღია კომისია, ამ კაცს რას პასუხობთ?! მკვლელი სად არის?! თქვენი პასუხისმგებლობა სად არის?!”, – მიმართა ხოშტარიამ გახარიას, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის გამოსაძიებლად შექმნილი კომისიის წევრებს აკრიტიკებდა.

    “კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ახლა მომისმინეთ ძალიან ყურადღებით, როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი მე თქვენს ფსევდო-ინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ და შეგიძლიათ გააგრძელოთ. მე თქვენ გეუბნებით და გთავაზობთ შინაარსიან საუბარს, სად წახვალთ ამ ფსევდო-ინტელექტუალური, უმიზნო და უაზრო დებატებით, მე გთავაზობთ ერთ რამეს, შინაარსობრივ კონტექსტში არანაირი პრობლემა არ გვაქვს და თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ გვეშინია. არც არასოდეს გვეშინოდა იმიტომ, რომ ლოგიკურად ძალიან სუსტად მსჯელობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ თემას აღარ დავუბრუნდები, ის რაც თქვენ გააკეთეთ კომისიის ფარგლებში იყო უდიდესი წარუმატებლობა ამ პარლამენტისთვის და ამ საქმისთვის”,განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა. “დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და წარუდგინა თავმჯდომარის სამი კანდიდატურა. წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა”,წერია ზურაბიშვილის პრესსამსახურის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.