Blog

  • “დედე” – ეგზოტიკური კარიკატურა

    ყველამ ვიცით, რომ ფაშიზმი ევროპაცენტრული რაციონალიზმის მონაპოვარია, თუმცა, ცოტას თუ გვიფიქრია, სად გაქრა ან როგორ სუბლიმირდა ეს საშინელი ევროპული მიდგომა (უკეთესი იქნებოდა, გვეთქვა – სენი). ლენი რიფენშტალის ყველაზე ცნობილი ფოტოალბომი სამხრეთ სუდანის მიუდგომელ მთიანეთშია გადაღებული. იქ რვა ათასამდე ნუბიელი ცხოვრობს და მათი ფიზიკური სრულყოფილება ალბომში ხაზგასმულად გამოკვეთილია. სუზან ზონტაგი რიფენშტალის ეგზოტიკურ დამოკიდებულებას ნუბიელებისადმი მაგიურ ფაშიზმს უწოდებს. აზიური, სამხრეთ ამერიკული თუ სხვა ეგზოტიკურ ლოკაციებზე გადაღებული ფილმები უაღრესად აქტუალური გახდა ევროპულ საფესტივალო სივრცეში. ერთ-ერთმა ევროპელმა კინოკრიტიკოსმა ქართველ სტუდენტებს დედეზე გვითხრა, რომ ძალიან მოეწონა. ჩვენ გაოცებულებმა ვკითხეთ: რატომ? მან კი გვიპასუხა: Because it’s so trash!
     
    ფილმი ეძღვნება ჩემს ბებიას და ყველა იმ ბავშვს, რომელიც იძულებით დააშორეს დედებს, სვანეთში არსებული წესების გამო, – ამ სიტყვებით მთავრდება მარიამ ხაჭვანის პირველი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი დინოლა. ეს ფილმი ერთგვარი ესკიზია, დედეს წინაპირობა, თუმცა ბევრად დახვეწილი კინემატოგრაფიული გამოცდილება, ვიდრე დედეს კარიკატურული ეგზოტიკა. შეიძლება ითქვას, ის ფაქტურული სისადავე, რაც პირველ ფილმში იკითხება, მარიამ ხაჭვანმა მომდევნოში სრულიად დაკარგა. ის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აკლია ბრძოლის უნარი ქართველ რეჟისორს და რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს პროდიუსერსა თუ შედარებით მაღალ ბიუჯეტს ბრძოლისთვის შეუმზადებელ ავტორზე. დინოლაში იკითხება კინემატოგრაფიული ფაქტურა და რეჟისორის აშკარა გემოვნება, დედეში კი იკითხება კინოსთვის გაუმართავი, სცენარის ზედაპირული კომპლექსურობა და კოპროდიუსერების მოთხოვნები. ის ტოვებს შეგრძნებას, თითქოს ქალთა უფლებებზე დაკვეთით გადაღებული ფილმია.

     

    სცენარი ძალიან დიდია, ქრონომეტრაჟი კი – ნორმატიული, დაახლოებით საათნახევარი, ამიტომ პერსონაჟების სახიერება იკარგება და ეკრანზე გადმოდის სქემა, რომელიც აგრეთვე გაურკვეველი ნაივურობით შეიძლება დახასიათდეს. გეგი (გიორგი ბაბლუანი) და დავითიომიდან (ვგონებ, აფხაზეთის ომიდან) ჩადიან უშგულში, დავითის ოჯახში. შემდეგ, საუბრიდან ვიგებთ, რომ გეგის დავითი უხსნია სიკვდილისგან, ამიტომ ისინი ძმადნაფიცები გახდებიან. მერე აღმოჩნდება, რომ გოგო (დინა), რომელიც გეგის მოსწონს, დავითის საცოლეა… ხოცვა-ჟლეტა, სისხლის აღება და დრამატული კარნავალი – ვერც სვანეთის მომნუსხველ სურათს ქმნის და ვერც სცენარით გვაჯადოებს.
    კინომცოდნეები ქართული კინოს წარმატებას უცხოურ ფესტივალებზე ხშირად ამართლებენ ენის ბარიერით. ხდება ხოლმე, ფილმი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ყალბი და დეკორატიულია, თუმცა უცხოურ ფესტივალებზე იმარჯვებს, რადგან იქ ენა არ ესმით. დედეში ძირითადად სვანურად საუბრობენ, თუმცა დიალოგის სიყალბე ცხადია, ემოციები კი – არადამაჯერებელი. დინა ნათია ვიბლიანი ვიზუალური რეპრეზენტაცია მარიტასმოგაგონებთ ნატვრის ხიდან რეჟისორი მისი გამოკვეთილი კაბის ფერებით “სამოთხეს” გვიხატავს და გვეუბნება: შეხედეთ, რა ლამაზია ჩემი დინა, და როგორ ჩაგრავენ ეს მუქ ფერებში გამოწყობილი კაცები. ბაბლუანის პერსონაჟის იქ ყოფნა კი ზონტაგის მიერ დეფინირებულ მაგიურ ფაშიზმს ემსგავსება. ამ მსახიობს კარგად იცნობს როგორც ქართული, აგრეთვე ევროპული კინემატოგრაფი. რაც ყველაზე მთავარია, თავად რეჟისორი აღნიშნავს, რომ ბაბლუანის პერსონაჟს არ ათამაშებდა და ნება მისცა, გადასაღებ მოედანზე საკუთარი თავი ყოფილიყო. მისი იქ ყოფნა, შესაძლოა, ძალაუნებურად შემდეგი მესიჯის მატარებელი იყოს: შეხედეთ ამ სევდიან, ევროპული გარეგნობისა და იდენტობის მატარებელ ბიჭს, როგორ ექცევიან ეს მხეცები.
    მოუქნელი რეჟისურის გამო, მოუქნელი ხდება მოტაცების, ტრადიციული თუ თანამედროვე რიტუალების სცენები. “ცისფერი მთები” და გათიშული ელექტროენერგია წარსულის ზედაპირულ, სკეტჩურ სურათს უფრო ხატავს, ვიდრე კინოსურათს. მითების დესაკრალიზაცია უმიზნოდ და ბრუტალურად ხდება. მაგალითად, ავი თვალისგან დამცავი ძაფის გაკეთებიდან მეორე დღესვე ტრაგედია ტრიალდება. ღამით გადაღებული სცენები, კამერის ლინზისა და განათების შეუთავსებლობის გამო, ნეო-ნუარის სცენებად გარდაიქმნება, პირობითად, 90-იანი წლების სვანეთში

     

    ფილმში ყველა მიზეზი გამოკვეთილია. ზედმიწევნით დალაგებული დრამატურგია სრულიად შთანთქავს კინოს. რეჟისორი გვთავაზობს არა უშუალოდ სვანეთს, არამედ სვანეთის კარიკატურას, სადაც ხაზგასმულად ველურები ჩანან ეგზოტიკური ქვეყნის ეგზოტიკურ მხარეში მცხოვრები გმირები. ნეტა, რა არგუმენტებით გაამართლა დედეს პრიზები დიდი ფესტივალების ჟიურიმ?

    რეცენზიის ავტორი: ლევან ცხოვრებაძე

  • უცნობი ფაქტები „ THE BEATLES”-ის შესახებ

    {{ARTICLEIMAGE}}
    1.პირველი გიტარა ჯონ ლენონს დეიდამ უყიდა. როგორც ჯონი ამბობდა, დეიდა მასაფრთხილებდა, რომ გიტარა, როგორც ჰობი კარგია, მაგრამ ფულს არ მოგიტანსო. წლების შემდეგჯონმა მას ვერცხლის თეფში აჩუქა, რომელზეც სწორედ ეს სიტყვები იყო ამოტვიფრული.


    2. სიმღერა Yesterday ყველაზე ხშირად შესრულებადი სიმღერაა მსოფლიოში.


    3. პოლ მაკკარტნიმ ცნობილი სიმღერა “Hey Jude” ჯონ ლენონის შვილისთვის, ჯულიანისთვის დაწერა.


    4. Beatles- ის როგორც ჯგუფის ბოლო სიმღერა იყო ,,The End”


    5. the beatles პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჯგუფია, რომელიც ამერიკის ხუთივე პოპ ჩარტის თავში მოექცა.


    6. 16იანვარი არის საერთაშორისო ბითლზის დღე.

    7. the beatles-ის ერთ–ერთი ცნობილი სიმღერა “Strawberry Fields”, სინამდვილეში იყო ბავშვთა სახლი ლივეპულში, რომელსაც ჯონ ლენონი ეხმარებოდა, რის გამოც ამ დაწესებულებაში ერთ–ერთ ჰოლს მის საპატივცემულოდ „ლენონის ჰოლი“ ეწოდა.


    8. ჯორჯ ჰარისონმა ცნობილი სიმღერა “Here comes the sun” თავისი საუკეთესო მეგობრის, ცნობილი მომღერლის ერიკ კლეპტონის ბაღში დაწერა. მოგვიანებით კლეპტონს ჰარისონის მეუღლე შეუყვარდა და რამდენიმე ხნის განმავლობაშ მათ რომანიც ჰქონდათ


    9. FBI უთვალთვალებდა ბითლზს „ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.ყველაზე დიდი ინტერესს მათთვის ლენონი წარმოადგენდა როგორც „რადიკალურად განწყობილი ნარკომანი რომელსაც შეუძლა მილიონობით ბითლომანით მანიპულაცია.“


    10. ჯონ ლენონის მიერ დაწერილი პირველი სიმღერა იყო ”Hello Little Girl”. ხოლო მაკკარტნის ”I Lost My Little Girl”.


    11.· როგორც ცნობილია, the beatles-ის დრამერს – რინგო სტარს თავიდან პარიკმახერობა უნდოდა.


    12. 1969 წლის 20 აგვისტო იყო ბოლო დღე, როდესაც ჯგუფის ოთხივე წევრმა:  ერთად ჩაწერეს სიმღერა ‘I Want You (She’s So Heavy’).


    13. სიმღერის ‘All You Need Is Love’ ბექვოკალში  მღეროდნენ ერიკ კლეპტონი, მიკ ჯაგერი, ქეით რიჩარდსი, მაიკ მაკარტნი და სხვები.


    14. არსებობს  ‘Yesterday’-ის 3 000 სხვადასხვა ვერსიის ჩანაწერი.


    15. BBC-იმ თავის დროზე ბითლზის რადენიმე სიმღერა: ‘Lucy in the Sky with Diamonds’, Fixing a Hole’ და  ‘A Day in the Life’ დაბლოკა იმის გამო, რომ ტელეკომპანიის აზრით ისინი ნარკოტიკებს უწევდნენ პროპაგნდას.

    16. ბითლზი ფლობს 7 გრემის. მათ გამოუშვეს 6 ბრილიანტის, 24 მულტი პლატინიუმის, 29 პლატინიუმისა და 45 ოქროს ალბომი აშშ–ში.


    17.1964 წელს მათ მოაწყვეს 32 კონცრეტი 19 დღეში დანიაში, ჰონგ–კონგში, ავსტრალიასა და ახალზელანდაიში.


    18. ბითლზის ცნობილ სურათში, რომელიც ები როუდზეა გადაღებული, სადაც მომღერლები ქუჩას კვეთენ, პოლ მაკარტნის ფეცსაცმელი არ აცვია. ის გადაღების დროს სანდლებით იყო და გადაწყვიტა, რომ ქუჩის გადაკვეთისას არ უნდოდა ისინი ცმოდა.

     

  • როგორ გამოიყურება ერეკლეს სასახლე ინაუგურაციის შემდეგ

    {{ARTICLEIMAGE}}

    16 დეკემბერს თელავში მეფე ერეკლეს სასახლეში საქართველოს მე-5-ე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა.   სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ქეთი ლორთქიფანიძე, 21 დეკემბერს  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს  ერეკლე მეფის სასახლის ფოტოებს  რომლებზეც ჩანს რომ ტერიტორია დასუფთავებული არ არის.

    {{PHOTOGALLERY}}

  • რუმინეთის ექსპრეზიდენტს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი

    {{ARTICLEIMAGE}}

     

    რუმინეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, იონ ილიესკუს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 1989 წლის დეკემბრის ანტიკომუნისტური ამბოხების დროს ჩადენილ ქმედებებს.


     

     

    “იმ დროს ილიესკუს მიერ მხარდაჭერილმა სამხედრო ზომებმა ხელი შეუწყო ძალადობას ნიკოლაი ჩაუშესკუს დამხობის შემდეგ, რის შედეგად 800 ადამიანზე მეტი დაიღუპა, დაიჭრა 2100–ზე მეტი ადამიანი“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



    პროკურორებმა ილიესკუს გარდა საქმე აღძრეს რუმინეთის ყოფილ ვიცე–პრემიერზე, ჯელუ ვოიკან ვოიკულესკუზე და კიდევ სამ ყოფილ ჩინოვნიკზე.

    ილიესკუ, რომელიც ამჟამად 88 წლის არის, ჩაუშესკუს მმართველობის დროს მინისტრი იყო. შემდეგ კი ნაციონალური გადარჩენის ფონდის მეთაური. 2000–2004 წლებში იონ ილიესკუ რუმინეთის პრეზიდენტი იყო.

     

    ილიესკუ პირველი ექსპრეზიდენტი არ არის, რომელსაც ბრალი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის წაუყენეს. არგენტინის ყოფილ დიქტატორს, ხორხე ვიდელას არგენტინულმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მან ეგრეთწოდებული “ბინძური ომის“ დროს ჩაიდინა. არგენტინის სათავეში მყოფი ხუნტა მისი მეთაურობით 1976–1983 წლებში თავის პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიდა და ანადგურებდა.


    2016 წლის მარტში კი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რადოვან კარაჯიჩი დამნაშავედ ცნო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, კონკრეტულად სერბენიცაში მუსულმანთა გენოციდში და მას  40 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კარაჯიჩის სასამართლო თითქმის 500 დღე გრძელდებოდა. ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებდა. დღეისათვის ის არის ყველაზე მაღალჩინოსანი ბრალდებული ჰააგის ტრიბუნალის ისტორიაში. 13 წლის მანძილზე ის მართლმსაჯულებას ემალებოდა  და 2008 წელს ბელგრადში დააკავეს.

  • II მსოფლიო ომში დაღუპულ წინაპრებზე ინფორმაციის მოძებნა ინტერნეტში შესაძლებელი გახდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    უნიკალური პროექტის შესახებ მისი ერთ-ერთი ავტორი სოციალურ ქსელში წერს:

    შეგიძლიათ ნახოთ, რა გზა გაიარა წინაპარმა და მისმა არმიამ (თუ მონაცემები საშუალებას იძლევა);

    როგორ იყვნენ გადანაწილებული ქართველები ევროპაში მეორე მსოფლიო ომისას; 

    გვარით და გაწვევის ადგილით მოძებნა შესაძლებელია;

    ასევე შეგიძლიათ პირველწყაროს ნახვა სურათის სახით, თუ საიდან იქნა ამოკრეფილი ინფორმაცია.

  • გახარია: “სუს-ის აგენტი” დაკავებულია”

    {{ARTICLEIMAGE}}
    დააკავეს პირი, რომელმაც 18 დეკემბერს გურჯაანში ის მანქანა დააზიანა, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატები: სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა ისხდნენ, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დასრულებისთანავე განაცხადა.

    “ახლახანს შემატყობინეს, რომ ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია, “სუს-ის აგენტი”,თქვა გიორგი გახარიამ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდება 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს,
    რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.

    21 დეკემბერს, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მისი თქმით ჩანს, თუ როგორ ცდილობს დღემდე არაიდენტიფიცირებული პირი 2 დეკემბრის აქციაზე პროვოკაციის მოწყობას და იგივე პირი, როგორ აზიანებს თელავში ინაუგურაციის დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატის ავტომობილს.

    მისი ვარაუდით, ვიდეოზე აღბეჭდილ პირს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს, როგორც პროვოკატორს.

  • გახარია: ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა

    {{ARTICLEIMAGE}}

    ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა – აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ”,მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას საპარლამენტო მოსმენის დროს, დასკვნითი სიტყვისას.


    მინისტრს მედი აქვს, რომ ოპოზიციას “პასუხისმგებლობა ეყოფა და საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევა, როგორც საგამოძიებო კომისიას.

    “მე როდესაც აქ დღეს მოვდივარ და ვემზადები შინაარსობრივი საუბრისთვის და აქ მიწევს რაღაც პოლიტიკური სპეკულაციების მოსმენა, სამწუხაროდ, გული მწყდება. მინდა იცოდეთ ერთი რამ, არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებ თქვენს პრეტენზიას შერჩეულ სამართალთან დაკავშირებით. თქვენ განათლებული ხალხი ხართ და იცით ერთი რამ – ვერცერთ შემთხვევაში, ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ვერ ნახავთ ვერც ერთ შენიშვნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ”,განაცხადა შს მინისტრმა.

    შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების წინ მოხსენებით წარსდგა და მათ კითხვებსაც უპასუხა. პარლამენტარებს ყველაზე მეტი კითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაზე საქმის გამოძიებაზე ჰქონდათ. გარდა ამისა, დეპუტატები დაინტერესდნენ წინაასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ინციდენტების გამოძიებით და ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისა და შსს-ს ქმედებების მოტივით.

  • ცუკერბერგი წლის ლუზერად დასახელდა

    {{ARTICLEIMAGE}}

     

    ჟურნალ ფორბსის ვერსიით ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი 2018 წლის ყველაზე წარუმატებელ ბიზნესმენთა რეიტინგში პირველ ადგილზეა. ამ წელს ის ყველაზე მეტად გაღარიბდა. მისი ქონება 18.7 მილიარდი დოლარით შემცირდა და ამ დროისთვის 52.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.  ფეისბუქის დამფუძნებელი  2018 წლის წარუმატებელთა სიაში აღმოჩენილი ერთადერთი ამერიკელია.


    “წელი, რომელიც დასასრულს უახლოვდება მარკ ცუკერბერგისთვის საშინელი აღმოჩნდა. მომხმარებელთა მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა როგორც ჩანს დიდხანს არ მოასვენებს ფეისბუქს და მის შემქმნელებს.“– წერს გამოცემა.


    ხელმოცარულთა რეიტინგში ასევე აღმოჩნდნენ: Zara –ს ბრენდის მფლობელი ამანსიო ორტეგა (მისი დანარარგი 2018 წელს 16.2 მილიარდი დოლარი იყო, რის შემდეგაც მისი ქონება 59.6 მილიარდამდე შემცირდა), გერმანული ავტოკომპონენტებისა და საბურავების მწარმოებელი კონცერნის –  Continental AG–ს  მფლობელი გეორგ შეფლერი (14 მილიარდი დოლარის დაკარგვის შემდეგ მისი ქონება 12.9 მილიარდამდე შემცირდა), ინტერნეტ გიგანტ  Tencent – ის დამფუძნებელია მა ჰუატენი (10 მილიარდის დაკარგვის შემდეგ მისი ქონება 35 მილიარდამდე შემცირდა), მსოფლიოში ერთ ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის America Movil–ის მფლობელი, კარლოს სლიმ ელუ (2018 წელს 9.3 მილიარდი დოლარის დაკარგვის შემდეგ სულ რაღაც 56 მილიარდის მფლობელია) და სხვები.


    2018 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფეისბუქმა 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების გაჟონვა დაუშვა, მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე დღეში თითქმის 8 მილიარდი დაკარგა. შემდეგ  აშშ–ს კონგრესის წინაშე მოუწია თავის მართლება, მაგრამ ამან მის პრობლემებს ვერ უშველა. ივლისში ცუკერბერგის ქონება 15 მილიარდით შემცირდა, მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა ვერ გაამართლა ინვესტორების მოლოდინები შემოსავლის ზრდის შესახებ.