Blog

  • პარლამენტისადმი ზურაბიშვილის პირველი ინიციატივა ზვიად გამსახურდიას მკვლელობას ეხება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გასაგრძელებლად კანონში ცვლილება შევიდეს. ამის შესახებ განცხადებას: სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს 

    “როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის. მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით”.

    როგორც ცნობილია, პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები პროკურატურის წინ შიმშილობენ. მათი მოთხოვნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება და ორგანული კანონის ისე შეცვლაა, რომ შესაძლებელი გახდეს ხანდაზმულობის ვადა პოლიტიკური ნიშნით მოკლული პირების საქმეებზე არ გავრცელდეს.

    ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გარდაიცვალა, რაზეც გამოძიება 2004 წლიდან მიმდინარეობს. 1994 წლის თებერვალში საქართველოს პირველი პრეზიდენტი გროზნოში გადაასვენეს, 2007 წლის 28 მარტს კი საქართველოში ჩამოასვენეს. ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებზე რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა სიკვდილის მიზეზი და გარემოებები ამ დრომდე გაურკვეველია.

  • აშშ-ის თავდაცვის მდივანი ტრამპთან უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თებერვალში გადადგება.

    “თებერვლის ბოლოს, გენერალი ჯიმ მატისი პენსიაში გავა წარჩინებით, მას შემდეგ, რაც ის ჩემს ადმინისტრაციაში თავდაცვის მდივნის პოსტზე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მსახურობდა”, თქვა ტრამპმა.

    მან მატისს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და განაცხადა, რომ ახალ კანდიდატურას მალე დაასახელებს.

    “მისი თავდაცვის მდივნობის პერიოდში, უზარმაზარი პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით, ახალი საბრძოლო აღჭურვილობის შეძენის კუთხით. გენერალმა მატისმა დიდი დახმარება გამიწია მოკავშირეებთან და სხვა ქვეყნებთან, რომ მათ თავის წილი თავდაცვის ვალდებულბები შეესრულებინათ. ახალი თავდაცვის მდივანი მალე დასახლედება. მე მადლობას ვუხდი ჯიმს მისი სამსახურისთვის”, განაცხადა პრეზიდენტმა.

  • ბარაკ ობამა სანტას ქუდით ბავშვებს საავადმყოფოში ესტუმრა

    ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა ვაშინგტონში ბავშვთა ნაციონალურ ჰოსპიტალს ესტუმრა. სანტას ქუდში გამოწყობილმა ექსპრეზიდენტმა ბავშვებს და მათ ოჯახებს საშობაო საჩუქრები მიუტანა.

    საკუთარ ტვიტერის გვერდზე ობამამ ბავშვებს, მათ ოჯახებს და ჰოსპიტალის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა მისი დახვედრისთვის. თავის მხრივ ჰოსპიტალმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მადლობა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც მათი თქმით მათი პაციენტების დღე გაალამაზა.

    “თქვენმა სიურპრიზმა გაათბო ჩვენი შენობა და ყველას სახეზე ღიმილი გამოიწვია. ჩვენს პაციენტებს ძალიან მოეწონათ თქვენთან დროის გატარება… და თქვენი საჩუქრები“ – ნათქვამია ჰოსპიტალის სტატუსში.

  • მილიონერობისთვის მხოლოდ საქართველოში გადასვლაა საჭირო: როგორ გასცდა საზღვრებს ლარის გაუფასურების ამბავი

    {{ARTICLEIMAGE}}
    "ქართული ლარი ამერიკული დოლარის წინააღმდეგ" – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ambcrypto.com და წერს, რომ ქართულმა ლარი მკვეთრად გაუარესებულია როგორც ამერიკული დოლართან, ასევე ინგლისურ ფუნტთან მიმართებაში. solostudio.agency/ გთავაზობთ სტატიის თარგმანს და მის ამსახველ ფოტოსაც.

    “საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა ევროპის კონტინეტზე. გასაკვირი არ არის, რომ ქართული ვალუტა დარტყმის ქვეშ მოექცა, რადგან ქვეყანა რუსეთთან ომში იყო ჩართული. ლარი, რომელიც ვალუტის საუკეთესო მაგალითი იყო, თურქეთში მომხდარი არეულობის გამო, გასულ წელსაც მნიშვნელოვნად დაეცა. ლარის ეს კრახი უპრეცედენტოა, ახლა ის ასი პროცენტით არის გაუფასურებული. ერთი დოლარი ახლა 2.66 ლარი ღირს, ფუნტი კი 3.37 ლარი”,წერს ჟურნალისტი. 

    სტატიის ბოლოს ერთ-ერთი უცხოელი მომხმარებელი წერს: როგორც იქნა, შემიძლია, გავხდე მილიონერი, ამისთვის მხოლოდ საქართველოში გადასვლაა საჭირო. 

    ბოლო ინფორმაციით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6626 ლარი გახდა.

     

  • “მზად ვართ, ჩვენი გადაწყვეტილება მივიღოთ”:განათლების მინისტრი სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხზე

    {{ARTICLEIMAGE}}

    განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

    “ჩვენი მხრიდან თუ რაღაც ისეთი იქნა გამოვლენილი, ამაზე როგორც ნებისმიერი თანამშრომელი, ისევე მეც ვარ პასუხისმგებელი. თავისთავად, როგორც მინისტრმა, ყველანაირი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ არამარტო იურიდიული პასუხისმგებლობის შემთხვევაში, თუნდაც მორალური პასუხისმგებლობა აღმოჩნდეს, ნებისმიერი ადამიანი მზად ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღოთ”,განაცხადა მინისტრმა.


    ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მისი თქმით, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა.

  • ალბანეთმა ირანის ელჩი გაიწვია:”ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდა”

    {{ARTICLEIMAGE}}
    ალბანეთმა ქვეყნიდან ორი ირანელი დიპლომატი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მიზეზით გააძევა. მათგან ერთი ირანის ელჩი ღოლაჰოსეინ მოჰამადნია.

    ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატების მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საზიანო საქმიანობაში იყვნენ ჩართული; მათ დაარღვიეს დიპლომატიური სტატუსი”.

    აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დიპლომატები ირანელ აგენტებად მოიხსენია, რომლებიც პოპმპეოს თქმით, ალბანეთში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

  • მეზვრიშვილი: ფაქტი ჯიუტია – დავით კირკიტაძეს ბრალი ედება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში

    {{ARTICLEIMAGE}}
    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, დავით კირკიტაძისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მეზვრიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, არის თუ არა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი.

    “ვიცი, რომ ეს გადაწყევტილება შეიძლება, ყველას არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – დავით კირკიტაძეს ბრალი ედება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. კადრები საზოგადოებამ კარგად იხილა. დღევანდელი აღკვეთის ღონისძიება, როგორც ვიცი პატიმრობა შეეფარდა, არ არის ამ საქმის დასასრული, ეს არ არის განაჩენი. დაველოდოთ, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ჩემთვის ცნობილია, პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა და ამ საფუძვლით შეეფარდა მას პატიმრობა. რაც შეეხება შერჩევით სამართალს, არ მგონია, რომ ეს სწორი მიდგომაა საკითხისადმი, იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური. ჩვენ თანაბრად ვუდგებით, განურჩევლად იმისა, ვისი მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყეთ, ოპოზიციის მხარდამჭერზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით; არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ როგორი მიდგომაც გვქონდა საქმეების მიმართ, ეს საზოგადოებამ კარგად დაინახა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.