Blog

  • როგორ გამოიყურებიან გასული საუკუნის 80–იანების სექს სიმბოლოები დღეს

    {{ARTICLEIMAGE}}ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ყველაფერი, რაც გასული საუკუნის 80–იან წლებს უკავშირდება – მუსიკა, ტანსაცმელი, მაკიაჟი და ვარცხნილობა. ეს ნაკლებად ეხება იმ პერიოდის ცნობილ ვარსკვლავებს, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ნაკლებად ახსოვთ. თუმცა ზოგი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან ამჟამად იმ პერიოდის პოპულარული ქალბატონები და რა შეიცვალა მათ გარეგნობაში.

    მადონა

    გასული საუკუნის საკულტო მომღერალი ეპატაჟურობით და პროვოკაციულობით გამოირჩეოდა როგორც სცენაზე, ისე რეალურ ცხოვრებაში. თუმცა ყველაფერი პირობითია და რაც თავის დროზე დიდ აჟიოტაჟს იწვევდა, დღეს შესაძლოა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყოს. ამის მიუხედავად მადონა მაინც ახერხებს ყურადღების მიქცევას , მაგალითად ინსტაგრამზე უმაკიაჟოდ გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებით ან შპაგატში ჩაჯდომით. 59 წლის ასაკში ასეთი გარეგნობის და მოქნილობის შენარჩუნება ალბათ მართლაც შესაშურია.

    კიმ ბესინგერი

    ფილმ “ცხრანახევარი კვირის“ გამოსვლის შემდეგ კიმი ჰოლივუდის სექს სიმბოლოდ იქცა. ამჟამად ის 64 წლის არის და საკუთარი ასაკისთვის შესანიშნავად გამოიყურება. მართალია ზოგიერთი თაყვანისმცემელი ამტკიცებს, რომ მსახიობი მეტისმეტად ხშირად სტუმრობდა პლასტიკურ ქირურგებს, რის გამოც მისი სახე პლასტმასისას დაემსგავსა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდები და სუბიექტური მოსაზრებებია.

    ბრუკ შილდსი

    გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანებში ბრუკ შილდსი ყველაზე ახალგაზრდა მოდელი იყო, რომელიც ჟურნალ ვოგის გარეკანზე გამოჩნდა. ასევე იყო “ოქროს ჟოლოს“ პირველი ლაურეატი ქალის ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში “სიჩქარის ზონა“. როგორც ამბობენ, მას უცნაური მაგია აქვს და მომენტალურად აყვარებს თავს ყველას. მაგია დღემდე მოქმედებს. მართალია ნაოჭები გაუჩნდა, მაგრამ ისეთივე ლამაზია, როგორც 30 წლის წინ.

    ჯეიმი ლი კიორტისი

    ზოგიერთი მსახიობი დაბერებას ძალიან განიცდის, თუმცა არა ჯეიმი. ის ყოველთვის მზად არის ექსპერიმენტებისთვის როგორც გარეგნობაში, ისე საქმეში. მისი უნარი, ყველაფერს იუმორით შეხედოს კარგად მუშაობს და ასაკობრივი ცვლილებები ამ ფონზე არაფერს ნიშნავს. ის დღესაც საინტერესო და მშვენიერი ქალია.

    კრისტი ბრინკლი

    მოდელმა კრისტი ბრინკლიმ სახელი გასული საუკუნის 80– იან წლებში ჟურნალის – Sports Illustrated გარეკანზე რამდენიმე გამოჩენით გაითქვა. შემდეგ ბედი კინოში სცადა, თუმცა წარუმატებლად . ამჟამად კრისტი 64 წლის არის და ხშირად იღებენ ჟურანლებისთვის. მისი ფიგურა დღესაც მშვენიერია . მის მშვენიერ აღნაგობას და ფეხებს დრო ვერაფერს აკლებს.

    დები ჰარი

    ლეგენდარული ქერა ლამაზმანი ყოველთვის მიმზიდველი ქალი იყო. წელს მას 73 წელი შეუსრულდა. ასაკში თმის ფერი შეიცვალა და ამჟამად მოდური ვერცხლისფერი თმა აქვს.

    სი სი კეტჩი

    ეს ჰოლანდიური წარმოშობის გერმანელი მუსიკოსი ოთხმოციანების პოპულარული ჯგუფის, Modern Talking – ის წევრმა, დიტერ ბოლენმა მუსიკალურ კონკურსზე აღმოაჩინა. სწორედ მან აქცია სისი კეტჩი ვარსკვლავად. ამჟამად მომღერალი სიამოვნებით მონაწილეობს რეტრო ფესტივალებში. ნაოჭების მატებასთან ერთად განსხვავება ისიც არის, რომ ადრე მოყავისფრო თმა ქონდა. ახლა კი ქერა თმა აქვს.

    ვანესა უილიამსი

    1984 წელს ვანესა კონკურს მის ამერიკის გამარჯვებული გახდა, თუმცა ეს ტიტული მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც მისი შიშველი ფოტოები გამომზეურდა. ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის წარმატებული მსახიობი გამხდარიყო და დღემდე აქტიურად იღებენ კინოში და სერიალებში. ითამაშა სერიალ “სასოწარკვეთილ დიასახლისებში“, სადაც შესანიშნავად გამოიყურება.

    პოლა აბდული

    ხანდახან ასაკი ქალს მხლოდ ალამაზებს. ასე მოხდა პოლა აბდულის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, უშნო არასოდეს ყოფილა, თუმცა ასაკთან ერთად უფრო ტანწერწეტა გახდა და სახეც უფრო დაუმშვენდა. 56 წლის ასაკში პოლა მშვენივრად გამოიყურება.

    ჰიზერ ლოკლირი

    80–იანი წლების სექს სიმბოლოს სტატუსი ჰიზერმა საკულტო სერიალ “დინასტიაში“ შესრულებული როლით მოიპოვა. ის დღესაც მშვენიერ ფორმაშია და ბევრ ახალგაზრდა მსახიობს არაფრით ჩამოუვარდება.

  • ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს, გააჩნია ვისთვისაა ძვირი – კალაძე სკუტერების სიძვირეზე

    “ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს, გააჩნია ვისთვისაა ძვირი” – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის სიძვირეზე მოქალაქეებს.

    “გააჩნია ვისთვისაა ძვირი ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ძვირი, ვიღაცისთვის მისაღები. მე ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს. ვიღაცისთვის ტაქსი ძვირია და ის სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსით. ვიღაცისთვის არაა ძვირი და გადაადგილდება ტაქსით. მომავალში ექნებათ ველოსიპედები. ადამიანებს ექნებათ არჩევანი”, –  განაცხადა კახა კალაძემ

  • ზურაბ ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქციას აანონსებს

    მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართვას აანონსებს. როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, ის ხვალ 14 საათზე პროტესტის გამოხატვას იპოდრომის ტერიტორიაზე გეგმავს.

    „არავის აუხსნია რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ბლოკპოსტებმა სამხედროებით, ასობით ათასი ადამიანისთვის სიცხის გაზომვამ, ქუჩების საპნიანი წყლით რეცხვამ, რაიონების ჩაკეტვამ, საკომენდანტო საათმა, მანქანაში ჯდომის წესებმა, ბაზრების დაკეტვამ, ბიზნესების გაჩერებამ, სავალუტო ჯიხურების დახურვამ, მილიონობით ჯარიმებმა და სხვა.

    არავის აუხსნია რას ველოდებით 21 მაისს. იმის გათვალისწინებით რომ მაისის მეორე ნახევრისთვის არც ვაქცინა იქნება, არც წამალი, არც პოპულაციური იმუნინეტის გამომუშავება მოხდება, დადასტურებით შეიძლება მხოლოდ ერთი რამის მტკიცება – ვიქნებით პრინციპულად იგივე რეალობაში როგორშიც ვართ დღეს.

    შესაბამისად, ხელისუფლებას არაფერი შეუშლის ხელს რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გააგრძელოს პრეზიდენტის მწუხარე სახის და საპარლამენტო უმრავლესობის ტაშის თანხლებით.

    ჩემი აზრით ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო პანდემიასთან ბრძოლასთან და ოცნებას 1. გაუტკბა ძალაუფლებით თამაში 2. სურს გააგრძელოს დაპანიკებული მოსახლეობის შიშებზე თამაში და ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლის სურათის პოლიტიკურ დივიდენდებად თარგმნა.

    და ამას აკეთებს ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკის კიდევ უფრო ჩამოშლის ხარჯზე. ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, ვეღარ იხდიან სესხებს, არავინ ეუბნებათ როდის შეიძლება დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე დღეს უდგას არსებობის პრობლემა.

    ამავე დროს აკრძალულია პროტესტი, შეკრება-მანიფესტაცია, სამზე მეტი ადამიანის ერთად დგომაც კი. სრული კარტბლანში აქვთ გაერთონ სადამდეც საშუალებას მისცემს დაპანიკებული მოსახლეობა.

    მე არ მჯერა რომ უბრალოდ სახლში ჯდომით და სოციალურ ქსელში წუხილით ხელისუფლება რამეს შეისმენს. ერთადერთი რის წინაშეც უკან იხევენ ხალხის რაოდენობაა, ოღონდ ხალხის რაოდენობა გარეთ და არა ნეტში.

    შესაბამისად ვაპირებ პროტესტის გარეთ გამოხატვას. რადგან პროტესტი ზოგადად აკრძალულია, ისევე როგორც შეკრება მანიფესტაცია, პროტესტს გამოვხატავ იპოდრომზე.

    ერთგვარი სამკურნალო-პროტესტი იქნება – სუფთა ჰაერი და მზის სხივები კლავს ვირუსს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ყველას ვინც ფიქრობთ რომ გასაპროტესტებელია ის რაც ხდება, შეგიძლიათ შემომიერთდეთ ხვალ, 14.00 საათზე, ძველ იპოდრომზე.

    თან გააპროტესტებთ, თან გაისეირნებთ, თან გაჯანსაღდებით. დისტანციას დავიცავთ. დილით წვიმაა, ამიტომ შეიძება ცოტა სისველე იყოს, მაგრამ ჰაერი იქნება სუფთა.

    თუ პოლიციელი დაინტერესდება თქვენით – უბრალოდ სეირნობთ იპოდრომზე. შესაბამისად ვერ დაგაჯარიმებენ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის. ერთადერთი ვინც შეიძლება დააჯარიმონ, მე ვარ – როგორც ამ აქციის ორგანიზატორი“- წერია აქციის აღწერაში.

    ზურაბ ჯაფარიძე თავის მოთხოვნებასა ასახელებს. ესენია:

    1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება
    2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა
    3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა
    4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა
    5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა
    6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა
    7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა
    8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა
    9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა
    10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
    11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო.

  • პირბადეების გაკეთება სასულიერო პირებისთვის გათვალისწინებული არ არის, ღვთის წინაშე ვდგავართ – მეუფე დანიელი

    ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის განცხადებით, სასულიერო პირებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთება არ არის გათვალისწინებული.

    „მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მიდიოდნენ, სრულიად შეუიარაღებლები დაინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ძალიან ბევრი იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს, მრევლი და სამღვდელოება მოდის იმიტომ, რომ ამ ლოცვას ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

    რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან და ეს ნიშნავს რწმენის გარკვეული თვალსაზრისით სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას და ამიტომ სასულიერო პირებს არა, თუმცა, ვინც სამღვდელოებას ემსახურება, იმათ აქვთ ეს პირბადეები“,-განაცხადა მეუფე დანიელმა.

    შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. яндекс

  • სააპელაციო სასამართლომ ანას ბაღთან მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა

    სააპელაციო სასამართლომ ანას ბაღთან მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში  ანას ბაღის დამცველი აქტივისტები ავრცელებენ. როგორც აქტივისტები აცხადებენ მიღებული გადაწყვეტილებით,  სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს, ააშენოს კორპუსი.

    “ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! გაუგონარი რამ მოხდა!!!

    სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის შეჩერების გადაწყვეტილება და “ანას ბაღთან” მშენებლობის გაგრძელების ნება დართო მშენებელს დავის დასრულებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს ააშენოს კორპუსი.
    აშკარად მოხდა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევა, ჩვენ მტკიცებულებად წარდგენილი გვქონდა არაერთი ექსპერტული დასკვნა, რომელიც უტყუარად ამტკიცებდა მშენებლობის დაუშვებლობას.

    “ანას ბაღის” დამცველები არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის.

    ჩვენმა სამწლიანმა ბრძოლამ შეგვაჯახა სისტემურ დანაშაულებს, როგორიცაა კორუფცია ადგილობრივ თვითმართველობაში, მერიასა და საკრებულოში, გავლენიან მფარველებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათ შორის განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში.
    ეხლა კი აშკარაა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენა.
    ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლა არ მიმდიმარეობს მხოლოდ ერთი სკვერის გადასარჩენად, ეს არის ბრძოლა მახინჯი სისტემის დასანგრევად.”- ნათქვამია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • მაშველებმა თელავში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე ალაზანში იპოვეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორდღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზანში დაკარგული 80 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

    მამაკაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, 27 აპრილს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეტყობინების მიღებისთანავე, დაკარგული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად, შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.

    გაუჩინარებული მოქალაქის ტანსაცმელი მდინარე ალაზნის ნაპირზე, საძიებო ღონისძიებების დაწყებისთანავე იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამუშაოები დაიწყო როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.

    ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად, პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებდნენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობდა მყვინთავთა ჯგუფი.

    ადგილზე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

  • კორონავირუსი, რომელიც ტესტმა ვერ დაადგინა “კატემ” აღმოაჩინა. საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომელმა საკუთარ თავს დიაგნოზი თვითონ დაუსვა

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებული გინეკოლოგი „მთავარ“ არხთან ინტერვიუში ყვება, რომ სიმპტომების გამოვლენისას თავდაპირველად ლუგარის ლაბორატორიის კვლევის მიხედვით მას Covid19 არ დაუდგინდა თუმცა  ვირუსის დამახასიათებელი ნიშნების გამო მან  საკუთარი ინიციატივით დამატებითი კვლევის ჩატარება მოითხოვა.

    „მე პარასკევს გადავიღე კატე. როცა ცუდად ვიგრძენი თავი, ჩემი პირველი ტესტის პასუხი იყო უარყოფითი, ლუგარის მონაცემით.მერე მაინც რომ გამიგრძელდა ტემპერატურული რეაქცია, საღამოობით მაძლევდა სიცხეს.ხუთშაბათს ვიყავი ძალიან ცუდად, მაშინ დასნებოვნდა ჩემი შვილიც. სამსახურის საქმეს ვაკეთებდი და თავი არ მქონდა, მეხმარებოდა ჩემი შვილი და მაშინ გადაედო.პარასკევს სამსახურში მოვედი იმ მიზნით, რომ გამეკეთებინა კატე კვლევა, მე რასაც სხვა პაციენტებს ვუკეთებ, ხომ ვიცი რაც უნდა გამეკეთებინა.

    ვიფიქრე ფილტვების ანთება არ გამომეპაროს-მეთქი და ამიტომ გავიკეთე კატე კვლევა.კატე კვლევაზე აღმოჩნდა დაბურული მინის სინდრომი, რომელიც არის კოვიდინფექციის ერთ-ერთი ნიშანი.მე ვმუშაობ გინეკოლოგიის დეპარტამენტში. ვიცი რომ ჩემს მერე, მთელს განყოფილებაში ჩაუტარდათ ტესტირება, ეს ყურმოკვირთ ვიცი, მაგრამ პასუხები არ ვიცი.

    ერთი თანამშრომელი დღეს დააწვინეს, მეუღლესთან ერთად. ის ჩემი განყოფილების თანამშრომელია” – განაცხადა ინფიცირებული გინეკოლოგი.