“ამაზრზენი ამბავია”- რა ჩანაწერი წარუდგინა ბოკერიამ შს მინისტრს

Written by

in

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს  “ევროპული საქართველოს” აქტივისტის აუდიოჩანაწერის შინაარსი წარუდგინა.

ბოკერიას თქმით, ჩანაწერიდან ჩანს, როგორ ემუქრება “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ოპოზიციის მხარდამჭერს.

გიგა ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს დაჭერით ემუქრებოდნენ.

ბოკერიას ამბობს, რომ ამ საქმეს რეალური გამოძიება არ მოჰყვა, რის გამოც, “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერმა ქვეყანა დატოვა. ბოკერიას თქმით, სწორედ ამ საქმეების გამოუძიებლობის გამოა, რომ შს მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების არავის სჯერა.

“სამი რეჟიმი გაქვთ თქვენ და თქვენს ხელისუფლებას. ერთი არის სრული იგნორირება პოლიციელების ცემის, როგორც კორცხელში იყო, სრული იგნორირება, გამოძიების დაწყებაც კი არ გაგიკეთებიათ იმ პოლიციელებზე, ვინც იცავდნენ მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში ჩვენ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვთ. მეორე, თუ აღშფოთება დიდია, შეიძლება, გამოძება დაიწყოთ, რომელიც არსად არ დამთავრდება და მესამე, თუ ყველა ისე აღშფოთდა, რომ ამაზრზენი ამბავია, რომ მარნეულის გამგებელმა აიძულა, რომ კაცს შარდი დაელია და სახეში შეეზილა, შეიძლება, დაიჭიროთ დროებით და მერე რომ ჩაწყნარდება, თქვენი აზრით, გამოუშვებთ”, ამბობს გიგა ბოკერია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *