თბილისში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტზე 2 პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფანჯიკიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო. მეორე პირი კი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Blog
-
ევროპული საქართველო წყლის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს
ევროპული საქართველო ოჯახური ტიპის სასტუმროს მფლობელებისთვის წყლის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს. აკაკი ბობოხიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მარეგულირებელმა კომისიამ ერთ თვეში უნდა მიიღოს, რის შემდეგაც სასტუმროს მფლობელებს კომერციული ფართებისთვის დაწესებული ტარიფის გადახდა მოუწევთ, რაც საყოფაცხოვრებო ტარიფს 13-ჯერ აღემატება. ოპოზიციის შეფასებით, გადასახადების მატება ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება.
-
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. უწყების ცნობით, უახლოეს 3 წლის განმავლობაში სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარზე მეტი გაიხარჯება, რის შედეგადაც, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული. სამინისტროში მთიანეთში არსებული დასახლებების გაზიფიცირების აუცილებლობაზეც ისაუბრებს.
-
მთხოვენ, რატომ არ აგინებ ბიძინა ივანიშვილს?-ამას აზრი არ აქვს – ბესელია
რატომ არ ეუბნება არაფერს ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ – ამ კითხვით მიმართეს მმართველი გუნდის ყოფილ წევრს “ტვპირველის” ჟურნალისტებმა. ბესელიამ განაცხადა, რომ ყველაზე მძიმე მოსასმენი ბიძინა ივანიშვილისთვის იყო ის, რაც მან დღეს ბრიფინგზე თქვა – “პირველი ოქტომბრის იდეალებთან ჩვენ აღარ ვართ და რომ პარტია მას დაშორდა – ყველაზე მძიმე მოსასმენი მისთვის ეს იყო. რაღაც მთხოვენ, რატომ არ აგინებ ბიძინა ივანიშვილს ეს არ არის ჩემი როლი და ფუნქცია, ამას აზრი არ აქვს”,-თქვა ბესელიამ გადაცემა “პირველებში”.
-
“დატუქსვა არ ყოფილა” – რა მოხდა “ქართული ოცნების” ოფისში?
“ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრიდან გამოსულმა ნუკრი ქანთარიამ არ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტიის დამფუძნებელმა პოლიტიკური გაერთიანებიდან გარიცხა ყველა, ვინც მმართველ გუნდთან დაპირისპირებული და უკვე საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
-
კუპრავა: მქავს უფლება ვიცხოვრო მშვიდად და არ ვიყო დევნის ობიექტი
ზვიად კუპრავა, რომელსაც სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გუშინ დაუსწრებლად პატიმრობით შეუცვალა, ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბშია მას შმდეგ, რაც პოლიციაში გამოკითხვაზე არ მივიდა, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარლამენტს მიმართავს, გაეცნონ სისხლის სამართლის 2 საქმეს, რომლებიც კუპრავას თქმით, შეთითხნილია იმისთვის, რომ მისი დევნის ბერკეტად გამოიყენონ
ზვიად კუპრავა 2 საქმეზეა ბრალდებული. მას წინასწარი პატიმრობა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო შეუფარდეს. სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებითაც. ეს საქმე საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინცინდენტს უკავშირდება, როცა კუპრავა შვილმოკლულ ზაზა სარალიძესთან ერთად შესვენებაზე სასადილოში შევიდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, მას ჭამა არ აცალეს და სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს, რის გამოც პოლიციასთან დაპირისპირება მოუხდა
{{VIDEO}}
-
რუს სამხედროებთან შელაპარაკებისას 55 წლის მამაკაცმა ინსულტი მიიღო რის შემდეგაც გარდაიცვალა
ჯუმბერ გოგოხიამ ინსულტი რუს სამხედროებთან შელაპარაკებისას მიიღო. მან გონება ოკუპანტების საგუშაგოზე დაკარგა. რუსმა სამხედროებმა გალიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფი ამის შემდეგ გამოიძახეს.58 წლის ჯუმბერ გოგოხია უგონო მდგომარეობაში გალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ექიმის განცხადებით, პაციენტს ყველა საჭირო გამოკვლევა კლინიკაში ჩაუტარდა, თუმცა შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი რეანიმაციაში მოთავსების შემდეგ 1 კვირაში გარდაიცვალა.„პირველად მისულა ის შტაბში იქ რუსებთან, იმათ უთქვამთ, რომ შენ როგორც ასე ექიმთან მიდიხარო და გაგატარებენო, ამის იმედითაა წამოსული აქედან. ალბათ, არ გამოატარეს თორემ, რომ გამოეტარებინათ, მაშინ არ იქნებოდა სავალალო მდგომარეობა, ალბათ, ინერვიულა და მერე წაუყვანიათ გალში,“ – აცხადებს გარდაცვლილის სიძე, გურამ სუფალოღლი.„მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ – განაცხადა ექიმმა, ეკა მალანიამ. -
ნაზი ჯანეზაშვილი მზადაა, თანამდებობა დატოვოს, თუ მოსამართლეობაზე უარს იტყვიან ჩინჩალაძე, მურუსიძე და სხვა მოსამართლეები
ნაზი ჯანეზაშვილი მზადაა, თანამდებობა დატოვოს, თუ მოსამართლის თანამდებობებიდან ჩინჩალაძე, მურუსიძე და სხვა მოსამართლეები წავლენ. ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა თამარ ჩუგოშვილის გუშინდელ ინიციატივას, რომლითაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კოლეგებს უვადო მოსამართლეების დანიშვნისა და იუსტიციის საბჭოს პრობლემის მოგვარების გზად პარლამენტის მიერ დანიშნული საბჭოს წევრების გამოწვევა შესთავაზა. მოსამართლეებთან ერთად მათ შორის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც არის, რომელიც მუდმივად აკრიტიკებს საბჭოს მუშაობას. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მისი უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბარი მისთვის შეურაცხმყოფელია, თუმცა მზადაა ჩუგოშვილთან კონსულტაციები გაიაროს.
-
ივანიშვილმა პარტიიდან 15 დეპუტატი გარიცხა?
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან გარიცხა ის დეპუტატები, რომლებმაც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ქართული ოცნების ოფისში მიმდინარე დახურულ შეხვედრაზე მიიღეს – რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს პარტიიდან წასვლის შესახებ ჯერ ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა, შემდეგ კი ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადეს.
პარტიიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხულთა სიაში 17 დეპუტატი სახელდება, – ისინი, ვინც უკვე პარტიიდან წასულ ბესელიასთან და გოგიჩაიშვილთან ერთად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ – გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი,ალექსანდრე ერქვანია და ლევან კობერიძე. და ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ის დეპუტატებიც, რომლებმაც ბესელიას პროექტს კენჭისყრისას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: რევაზ არველაძე; ბიძინა გეგიძე; გიორგი მოსიძე; ბექა ნაცვლიშვილი; ზაზა პაპუაშვილი; რუსლან პოღოსიანი; გია ჟორჟოლიანი; ალექსანდრე ქანთარია; ოთარ ჩრდილელი და მირიან წიკლაური. შეხვედრა ქართულ ოცნებაში ამ დრომდე მიმდინარეობს, ჯერჯკერობით გარიცხვის შესახებ ინფორმაცია პარტიას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.