Blog

  • ნოკიამ ახალი 5 კამერიანი სმარტფონი წარადგინა

    Nokia-ს ახალ სმარტფონს OLED დისპლეი აქვს და Snapdragon 845-ის პროცესორითაა აღჭურვილი. ამასთანავე, სმარტფონის უსადენოდ დამუხტვაა შესაძლებელი.

    9 PureView-ის ღირებულება 699 დოლარია და მის შეძენას მარტიდან შეძლებთ.

  • ოსკარის 91-ე დაჯილდოება

    ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 91-ე დაჯილდოების გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:

    საუკეთესო ფილმის ჯილდო : მწვანე წიგნი (green book)

    მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი: რამი მალეკი ( Rami malek )

    მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: ოლივია კოლმანი (Olivia colman)

    მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი: მაჰერშალა ალი (Mahershala Ali)

    მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: რეჯინა კინგი ( Regina king)

    კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი: შავი პანტერა ( Black panther )

    საუკეთესო მონტაჟი: ბოჰემური რაფსოდია (Bohemian Rhapsody)

    ხმის საუკეთესო მონტაჟი: ბოჰემური რაფსოდია (Bohemian Rhapsody)

    ხმის საუკეთესო მიქსინგი: ბოჰემური რაფსოდია (Bohemian Rhapsody)

    საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის: ვარსკვლავის დაბადება ( A star is born)

    საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: რომა (Roma)

    საუკეთესო ორიგინალური სცენარი: მწვანე წიგნმა (green book)

  • რომის პაპი პედოფილი მღვდლების დასჯის პირობას დებს

    რომის პაპმა პედოფილია ადამიანების მსხვერპლშეწირვის რიტუალს შეადარა და პედოფილ მღვდლებს “სატანის იარაღი“ უწოდა.ეს განცხადება პონტიფიკმა დახურულ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც კათოლიკურ ეკლესიაში პედოფილიის პრობლემას ეძღვნებოდა.პაპმა ამ მოვლენასთან საბრძოლველად კონკრეტული ზომების მიღების პირობა დადო და აღნიშნა, რომ ყოველი ასეთი საქმე მთელი სერიოზულობით განიხილება.

    “როცა ამაზე ვფიქრობ, თავზე მომდის სასტიკი რელიგიური რიტუალები, რომლებიც ოდესღაც ზოგიერთ კულტურაში ფართოდ იყო გავრცელებული – ადამიანის, ხშირად ბავშვების მსხვერპლშეწირვის წარმართული რიტუალები.“– განაცხადა მან. ამავე დროს რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ფართოდ გავრცელებული და სერიოზული პრობლემაა “ყველა საზოგადოებაში და კულტურაში.“
    მედია, რომელიც ამ ღონისძიებას აშუქებდა აღნიშნავს, რომ რომის პაპი საკმაოდ ზოგადად საუბრობდა. არადა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მათი ოჯახები პედოფილიასთან ბრძოლაში კონკრეტულ ნაბიჯებს ელიან.

    ფოტოზე: აქტივისტები პედოფილი მღვდლების დასჯას ითხოვენ.

    სავარაუდოდ ახლო მომავალში ვატიკანი სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს, როგორ მოხდება იმ განცხადებების განხილვა, რომლებიც მღვდლების მხრიდან მათი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და ბავშვების სექსუალურ გარყვნას ეხება.

    პაპმა ფრანცისკმა ხაზი გაუსვა, რომ გარყვნილების მსხვერპლ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევათ, ეპისკოპოსებს კი მკაფიო ინსტრუქციები დაურიგდებათ, რომელიც სავალდებულო შესასრულებელი იქნება.
    რომის პაპმა პირობა დადო, რომ პედოფილიის შემთხვევების მიჩუმათება აღარ მოხდება და ყველა დამნაშავე დაისჯება.
    “არანაირი გამართლება არ აქვთ მათ, ვინც საკუთარ მდგომარეობას ბავშვების მიმართ ბოროტად იყენებს. მცირეწლოვანთა უხმო ტირილის ექო, რომლებიც სულიერი მამებისა და მოძღვრების ნაცვლად მწამებლებს შეეჩეხნენ, გაალღობს პირფერობით და ძალაუფლებით გაქვავებულ გულებს. ჩვენ უბრალდ ვალდებული ვართ ყური ვუგდოთ ამ უხმო, ჩახშობილ ყვირილს“– განაცხადა პაპმა.
    2013 წელს არჩეული რომის პაპი თავიდანვე გამოდიოდა ამ მოვლენასთან ბრძოლის მოწოდებით. თუმცა ბევრი თვლის, რომ მან საკმარისად ეფექტური ზომები არ მიიღო იმ ეპისკოპოსების დასასჯელად, ვინც პედოფილიის შემთხვევებს აჩუმათებდა.
    ათწლეულების მანძილზე სავარაუდოდ ათასობით ადამიანი გახდა მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
    ეს ადამიანები ვატიკანს მოუწოდებენ მიიღოს ისეთი წესები, რომლებიც არასრულწლოვანებს დაიცავს.
  • წაიღებს თუ არა ივანიშვილი უკან თავის მუქარას

    ბიძინა ივანიშვილი 25 თებერვალს უმრავლესობის დეპუტატების ჯგუფს ხვდება. ჯერჯერობით უცნობია, რომელი დეპუტატები შედიან ამ ჯგუფში და რის მიხედვით მოხდება დეპუტატების დაჯგუფება. როგორც ჩანს უმრავლესობის მთელი შემადგენლობის  ერთად შეკრება უკვე არაეფექტურია.  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილი დეპუტატების ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს თავად ქართულმა ოცნებამ გაავრცელა.
    “ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე.“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც 22 თებერვალს გავრცელდა.
    ივანიშვილი პირველ რიგში დეპუტატების იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
    პარასკევს დახურულ შეხვედრამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პარტიიდან ყველა იმ დეპუტატს გარიცხავდა, ვინც ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პროექტის კენჭისყრამდე უმრავლესობის წევრებმა საერთო ჩატში მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბესელიას კანონპროექტის მხარდაჭერა პარტიიდან გარიცხვას ნიშნავდა, თუმცა დეპუტატთა ნაწილი მუქარას არ დაემორჩილა და კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა. პარასკევს საღამოს ელოდნენ, რომ ივანიშვილი მათ პარტიიდან გარიცხავდა, თუმცა როგორც ჩანს ივანიშვილმა მუქარის შესრულება გადაავადა, რადგან დაინახა, რომ ეს უმრავლესობის დაშლის შეუქცევად პროცესს გამოიწვევდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ შეხვედრაზე არანაირი მუქარა და დაპირისპირება არ ყოფილა.

    თუმცა პარტიიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასარიცხთა სიაში 17 დეპუტატი კვლავ რჩება – ისინი, ვინც უკვე პარტიიდან წასულ ბესელიასთან და გოგიჩაიშვილთან ერთად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ – გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი,ალექსანდრე ერქვანია და ლევან კობერიძე. ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ის დეპუტატებიც, რომლებმაც ბესელიას პროექტს კენჭისყრისას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: რევაზ არველაძე; ბიძინა გეგიძე; გიორგი მოსიძე; ბექა ნაცვლიშვილი; ზაზა პაპუაშვილი; რუსლან პოღოსიანი; გია ჟორჟოლიანი; ალექსანდრე ქანთარია; ოთარ ჩრდილელი და მირიან წიკლაური.

  • სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილმა ილია მეორესთან ბოლო პერიოდში, ევროპის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების შედეგები განიხილა.

    პრესსამსახურის ინფორმაციაში წერია, რომ “შეხვედრაზე აღინიშნა ქართულ დიასპორასა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრების მნიშვნელობა, ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მაღალი ნდობა და ამ ნდობის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის გამოყენების საჭიროება.ხაზი გაესვა ქართველოლოგიის, როგორც მეცნიერების მიმართულების გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობას.“

    შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო
    ესწრებოდნენ.

  • არა ოკუპაციას.ოფროუდერების ანტისაოკუპაციო აქცია ატოცში

    არა ოკუპაციას – ოფროუდერებმა ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს. აქცია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან გაიმართა, სადაც რუსმა სამხედროებმა რკინის ბოძები დაამონტაჟეს. ოფროუდერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან შეიკრიბნენ. მათ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.
  • კვირაში ერთხელ ტირილი სასარგებლოა

    მეცნიერებმა სტრესისგან გათავისუფლების და ოჯახში თუ სამსახურში ურთიერთობების მოგვარების ხერხს მიაგნეს. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია: უნდა იტიროთ კვირაში ერთხელ მაინც. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Nation News წერს.
    ყოველკვირეული ტირილი ადამიანს სტრესისგან იცავს და ნათესავებთან და კოლეგებთან ურთიერთობის მოგვარებაში ეხმარება.

    ასე თვლის იაპონელი მეცნიერი, ხიდფუმი იოშიდა. მან დაამტკიცა, რომ ცრემლები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და საკუთარ აღმოჩენას რამდენიმე წელია ავითარებს.

    მეცნიერმა ტირილის “უნიკალური მეთოდიკაც “ კი შეიმუშავა. 2014 წლიდან ხიდფუმი იოშიდა სტუდენტებს ლექციას უკითხავს ცრემლების სარგებლიანობაზე. ასევე ატარებს კურსს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებისთვის. მკვლევარის თქმით, მისმა ყველა მოსწავლემ სწრაფად მოაგვარა პრობლემები სამსახურში და ოჯახში და კარიერულ წინსვლას მიაღწია.
  • არეულობა ვენესუელაში:პრეზიდენტი მადუროს დღეები დათვლილია

    არეულობა ვენესუელაში:პრეზიდენტი მადუროს დღეები დათვლილიაასეთი სათაურით ინფორმაციას “BBC”-ი ავრცელებს. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ბრაზილიის საზღვართან შეკრებილ ხალხს სამხედროები დაუპირისპირა. მიზეზი ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების კოლონების ქვეყანაში არ შეშვება გახდა.
    ძალოვანებმა შეკრებილი ხალხის დასაშლელად ჯერ ცრემლსადენი გაზი და ტყვიები შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. 300 მდე ადამიანი დაშავდა 5 ადამიანი კი შეტაკებების შედეგად გარდაიცვალა. 

  • “ვინც აწი თქვენ ხმა მოგცეთ ან ნაცების ხარჯზე ქულების დაწერის უფლება, იმის “დედაც ვატირე”!”-ხათუნა ხოფერია

    ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: “ვააა… არ ყოფილა 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი. არც გირგვლიანი მოუკლავთ. არც კასტილიანს “უმუშავია”. არც ბუტა და გიო დაუხვრეტიათ. არც 26 მაისი გამოგვივლია, არ 7 ნოემბერი. არც ბადრი მოუკლავთ და არ ც ზურა. არც გორი გაუჟუჟავთ უტვინობით და არც კოდორი ჩაუბარებიათ არსენალიანად. არც ციხის რეჟიმი ყოფილა. არც ბიზნესების ტერორი. არც ფარული კადრები გადაუღიათ… ჰო…. არცა შიოლა ყოფალა…
    თქვენი ფუფალა!
    უკაცრავად, დამავიწყდა, რომ დღეიდან ნაციონალიც ვარ.
    მოკლედ, თქვენი ნაციონალი ხათუნა ხოფერია!
    აი, ასე!
    P.S.
    ვინც აწი თქვენ ხმა მოგცეთ ან ნაცების ხარჯზე ქულების დაწერის უფლება, იმის “დედაც ვატირე”! “

  • სპეცოპერაცია ხაშურის შესასვლელთან (ექსკლუზიური კადრები)

    ბაკურიანიდან თბილისში მიმავალი ავტობუსი, რომელსაც სემინარიდან მოჰყავდა ჟურნალისტები, ხაშურის შესასვლელთან გაჩერდა – ავტობუსის მძღოლის განმარტებით, მას  მოქალაქისთვის ათი ლარი უნდა გადაეცა. იმ დროს, როდესაც მძღოლი ჩავიდა ავტობუსიდან და ამ მოქალაქეს შეხვდა, სამართალდამცველებმა ისინი გააჩერეს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.

    პოლიციის სამმართველოში საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში გადაყვანილი მძღოლი და მისი “ნაცნობი”, რომელსაც მძღოლის განმარტებით, თანხის გადაცემის მიზნით შეხვდა, მოგვიანებით გაათავისუფლეს.

    “სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ხაშურთან გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩხრეკა ჩაატარა. პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. ავტოსატრანსპორტო საშუალებამ მძღოლთან და მგზავრებთან ერთად განაგრძო გზა. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები”,ამბობენ შსს-ში. 

    {{VIDEO}}

    {{VIDEO}}