ივანიშვილმა პარტიიდან 15 დეპუტატი გარიცხა?

Written by

in

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან გარიცხა ის დეპუტატები, რომლებმაც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ქართული ოცნების ოფისში მიმდინარე დახურულ შეხვედრაზე მიიღეს – რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს პარტიიდან წასვლის შესახებ ჯერ ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა, შემდეგ კი ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადეს.

პარტიიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხულთა სიაში 17 დეპუტატი სახელდება, – ისინი, ვინც უკვე პარტიიდან წასულ ბესელიასთან და გოგიჩაიშვილთან ერთად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ – გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი,ალექსანდრე ერქვანია და ლევან კობერიძე. და ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ის დეპუტატებიც, რომლებმაც ბესელიას პროექტს კენჭისყრისას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: რევაზ არველაძე; ბიძინა გეგიძე; გიორგი მოსიძე; ბექა ნაცვლიშვილი; ზაზა პაპუაშვილი; რუსლან პოღოსიანი; გია ჟორჟოლიანი; ალექსანდრე ქანთარია; ოთარ ჩრდილელი და მირიან წიკლაური. შეხვედრა ქართულ ოცნებაში ამ დრომდე მიმდინარეობს, ჯერჯკერობით გარიცხვის შესახებ ინფორმაცია პარტიას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *