Blog
-
“მისი ბოდიში თანამდებობის შენარჩუნებითვისაა ნათქვამი და ცინიკურია“. დათუნაშვილის ახალი წერილი და უარი გეგეშიძესთან შერიგებაზე.
ქართველი მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის სხდომის შემდეგ ფეისბუქით მორიგ წერილს ავრცელებს. გთავაზობთ წერილის ტექსტს სრულად:“გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დღეს ფედერაციასთან მოსულ თითოეულ ადამიანს. ყველა თქვენგანისგან მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და მრავლისმთქმელია.როგორც საზოგადოებას მოეხსენება დღეს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოყოლია. ამის მიზეზი ისაა, რომ სხდომაზე არც გეგა გეგეშიძის გადადგომის საკითხი და არც 11 იანვარს მომხდარი შემთხვევა არ განხილულა. ორი საათის განმავლობაში მიდიოდა ჩემი დარწმუნება, რომ შევრიგებულიყავი ფედერაციის პრეზიდენტთან. ბოდიში თავად გეგა გეგეშიძემაც მოიხადა. მე აღვნიშნე, რომ მის ბოდიშს არ ვიღებ და მან ჩადენილი საქციელის გამო თანამდებობის დატოვებით უნდა აგოს პასუხი. მისი სინანული მთლიანად ეფუძნება სკამის შენარჩუნების მცდელობას, ასე რომ არ იყოს გადადგებოდა და ისე მოიბოდიშებდა, რასაც მეც, ბუნებრივია, მივიღებდი. მე ასევე მივიღებდი ბოდიშს ინცინდენტის შემდეგვე, თუნდაც მეორე-მესამე დღეს, თუმცა, ის არათუ ნანობდა რამეს, არამედ მას შემდეგაც, რაც საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო, კვლავ უარყოფდა. შესაბამისად, ეჭვი არ მეპარება, რომ მისი დღევანდელი ბოდიში თანამდებობის შენარჩუნებისთვისაა ნათქვამი და ცინიკურია.პრეზიდიუმის სხდომაზე ცალსახად აღვნიშნე, რომ მე ასეთ პრეზიდენტთან მუშაობა არ შემიძლია, ხოლო თუ თქვენ გსურთ – გყავდეთ, მაშინ მე წავალ ქვეყნიდან მიუხედავად იმისა, მომეცემა თუ არა დისკვალიფიკაცია. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ.ანუ ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები მზად არიან იმსჯელონ თუნდაც ჩემს ქვეყნიდან წასვლაზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ვერსიის დონეზეც არ განიხილონ გეგასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.ამ თემის წამოწევით, ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე მსურს ქვეყნიდან წასვლა, რეალურად კი ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობას იმ შემთხვევაში არ გავაგრძელებ, თუ გეგეშიძე არ გადადგება, ხოლო თუ ის და მისი გარემოცვა ჩამოსცილდება ფედერაციას მე სადმე წასვლას აზრადაც არ გავივლებ.მათ არ უნდათ, რომ გეგას უფლებამოსილება შეუჩერონ, ამაზე არც მსჯელობენ. შესაბამისად, მიტოვებენ მხოლოდ ერთ, ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას – წავიდე ქვეყნიდან. თუ საქართველოდან წავალ, შეუძლიათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცენ და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობას ვერც ერთი ქვეყნის სახელით ვერ შევძლებ, თუმცა თუკი მეტ გზას არ დამიტოვებენ, ჩემი სიმართლისთვის ესეც მიღირს და ამისთვისაც მზად ვარ.“ – წერს დათუნაშვილი.როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა. -
შსს–მ მართლწესრიგის ოფიცრის პოსტზე ვაკანსიები გამოაცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო. მართლწესრიგის ოფიცრის 220 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება შესაძლებელია hr.police.ge-ზე.ამ პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება. შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის შემთხვევაში, მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ, მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია მიიღონ და მათთვის საინტერესო ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ.მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. ეს ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით – მთელ საქართველოში დაინერგება. -
რატომ არ მისცა ირაკლი კობახიძემ ხმა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას
პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მისცა ხმა პარასკევს, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ. პროექტმა კენჭისყრაზე მხოლოდ 45 ხმა მიიღო და შესაბამისად, ჩავარდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას რეზულციის ტექსტი არ მოეწონა.“ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი თუმცა ამას ჭირდება გამართული შეფასება და გამართული გაფორმება. ყველა ვართ იმ აზრზე, რომ ის რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2004 დან 2012 წლამდე იყო დანაშაულებრივი. რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, შინაარსი იყო გაუმართავი დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით. შესაბამისად ბუნებრივია ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით.“ – განაცხადა კობახიძემ -
ლედი გაგა საქმროს დაშორდა
გასული წლის ოქტომბერში ლედი გაგამ და მისმა საქმრომ, კრისტიან კარინომ, რომელიც წარსულში მისი აგენტი იყო განაცხადეს, რომ დაინიშნენ და დაქორწინებას გეგმავდნენ. იანვარში წყვილი ერთად გამოჩნდა მსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიალზე. ისინი ფოტოგრაფების წინ სიამოვნებით პოზირებდნენ , ლედი გაგა კი მოზრდილ ნიშნობის ბეჭედს ატარებდა.
ჭორები წყვილის დაშორების შესახებ გრემის ცერემონიალის შემდეგ გავრცელდა, რომელიც ათი დღის წინ ჩატარდა. ლედი გაგა სიმღერისთვის shallow გრემით დააჯილდოვეს, რომელიც მან სპეციალურად ფილმ “ვარსკვლავის დაბადებისთვის“ დაწერა. სამადლობელ სიტყვაში მომღერალს კრისტიანი არ უხსენებია, დაკვირვებულმა თაყვანისმცემლებმა კი შეამჩნიეს, რომ ის ცერემონიალზე ნიშნობის ბეჭდისგარეშე მივიდა. ცერემონიალზე მის გვერდით არც კარინო ყოფილა.
ცერემონიალის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ლედი გაგამ და კრისტიანმა ერთმანეთი სოციალური ქსელების კონტაქტებიდანაც წაშალეს. ორი დღის წინ კი მომღერლის აგენტმა მედიას ოფიციალურად დაუდასტურა, რომ წყვილი დაშორდა და ქორწილი აღარ იქნება.
-
სახელმწიფო ანსამბლი “ბასიანის” რეპერტუარი სპეციალურად მოსკოვური გასრტოლისთვის მომზადდა
ფოლკლორული ანსამბლი რუსეთში მღერის. ანსამბლ „ბასიანის“ რეპერტუარი,საგანგებოდ მოსკოვური გასტროლისთვის მომზადდა, სადაც ასევე რუსული სიმღერებიც შევიდა.
ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი დონაძე, მისი მოადგილეები – ელიზბარ ხაჩიძე და გიორგი გაბუნია ამჟამად მოსკოვში იმყოფებიან. ხვალ მათი ანსამბლი „ბასიანი“ მოსკოვის თეატრ „ზალატოე კალცოში“ სოლო კონცერტის გამართავს.ვერც მათი ხელმძღვანელი და ვერც ფოლკლორული ცენტრის თანამშრომლები ვერ ხედავენ განსხვავებას ეროვპულ ქვეყნებსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის.
ფოლკლორული ანსამბლის სოლო კონცერტი 3 ათასი რუბლი, ანუ 120 ლარი ღირს. რამდენიმესაათიანი პროგრამით სახელმწიფო ანსამბლი 23 თებერვლამდე ერთი დღით ადრე, ქართულ საგალობლებს ეროვნული საკრავის აკომპანიმენტით შეასრულებს.
ვერც მათი ხელმძღვანელი და ვერც ფოლკლორული ცენტრის თანამშრომლები ვერ ხედავენ განსხვავებას ეროვპულ ქვეყნებსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის.
-
ზურაბ დათუნაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
სადაც ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული, სამოქალაქო აქტივისტები ჭიდაობის ფედერაციასთან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა, რადგან ის არის მოძალადე და მოძალადის ადგილი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ არის.
პროტესტს ასევე ელენე ხოშტარია შეუერთდა. ის ჩვეულებრივი მოქალაქის სტატუსადაა აქციაზე მისული და მისი თქმით ვერ ეგუება უსამართლობას.
გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა პოლიციას ჩვენება არ მისცა. მოჭიდავე ამბობს, რომ არავის დაჭერა სურს და მხოლოდ გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს მთელი თავისი გუნდით.
-
დიდი რაოდენობით ოქროს ნივთების ქურდობისთვის სამხარაულის ბიუროს თანამშრომელი დააკავეს
მთავარმა პროკურატურამ დიდი რაოდენობით ოქროს ნივთების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა დაცული სეიფიდან ათი ათასობით ლარის ოქრო და ბრილიანტი გაიტანა. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.“მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით” – აცხადებენ უწყებაში.
-
ლეგახარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგახარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დასრულდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დასრულდა. უსაფრთხოება, ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება და საარჩევნო პროცესები – ეს ის საკითხებია, რომლებზეც პლენარულ და საკომიტეტო სხდომების ფორმატში 56 ქვეყნის 300-მდე პარლამენტის წევრმა დისკუსიები გამართა. ქართველმა კანონმდებლებმა საკომიტეტო და ორმხრივ შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს და საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ზამთრის მე-18 სესია 21-22 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა.
-
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია.
მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.