Blog
-
ხმაური ზუგდიდში-სანდრა რულოვსმა საკრებულოს წევრს მოსახლეობისთვის საძოვრების დაბრუნება მოსთხოვა(ვიდეო)
ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსახლეობასთნ შეხვედრებს განაგრძობს. სოფელ რიყეში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ადგილობრივები საძოვრების პრობლემის შესახებ ესაუბრნენ. მოსახლეობის მტკიცებით საძოვრები ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ელგუჯა ძიმსეიშვილმა მიითვისა. სანდრა რულოვსმა პრობლემის შესახებ კითხვები თავად ძიმსეიშვილს დაუსვა, რომელსაც მოულოდნელად სოფელ რიყის გზაზე გამოჩნდა. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაიმართა. -
ტრამპმა პუტინთან შეხვედრის ადგილი დაასახელა
სააგენტო როიტერის ცნობით, აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს G20–ის სამიტზე შეხვდება. დიდი ოცეულის სამიტი 28–29 ივნისს ოსაკაში შედგება. იაპონიის ტერიტორიაზე ასეთი სამიტი პირველად გაიმართება. ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამიტის დროს აპირებს შეხვედრები გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, სი ცზინპინთან. -
გონიო–კვარიათის სანაპიროს ტერიტორიის განკარგვაზე აუქციონი გამოცხადდება
ბათუმის მერიას გონიო – კვარიათის სანაპირო ზოლში ბუნგალოების განთავსებაზე აუქციონის გამოსაცხადებლად ემზადება. მერიაში ამბობენ, რომ დაახლოებით ათ დღეში დასრულდება მუშაობა ერთიან კონცეფციაზე, რომლის მიხედვით ტერიტორიის განკარგვაზე აუქციონი გამოცხადდება. პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები იმ მეწარმეებთან, რომლებსაც სანაპიროზე დიდი ხანია აქვთ გახსნილი კვების ობიექტები.ბათუმის მერის განცხადებით არ არის გამორიცხული აუქციონის დასრულებამდე, მათ იჯარის თანხის გადახდის შემდეგ მუშაობის უფლება მიეცეთ. რამდენიმე კვირის წინ მეწარმეებს მერიამ უნებართვო ობიექტების დემონტაჟის მოთხოვნა გაუგზავნა, რასაც მათი პროტესტი მოყვა. მერიაში აცხადებენ, რომ აუქციონის გზით ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარ პირობებში ჩააყენებენ. -
ტრამპს 8 წელი გადასახადები არ გადაუხდია
ტრამპს 8 წელი გადასახადები არ გადაუხდია, მაგრამ არც კანონი დაურღვევია
დონალდ ტრამპის ბიზნესებმა 1985-1994 წლებში 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი განიცადა, რაც მომავალ პრეზიდენტს გადასახადების გადახდისგან თავის დაღწევაში დაეხმარა. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება. ამ პერიოდში ტრამპმა გადასახადები მხოლოდ 2 წლის განმავლობაში გადაიხადა.
დანაკარგების დიდი ნაწილი ტრამპის სასტუმროებს, სამორინეებს და სავაჭრო სივრცეებს უკავშირდება, რომლებიც მის მიერ აშენებულ საცხოვრებელ სახლებში იყო განთავსებული. ზარალში ასევე შედის წარუმატებელი ინვესტიციები ერთ-ერთ ავიაკომპანიაში და ამერიკული ფეხბურთის გუნდში.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბიზნესმენ დონალდ ტრამპს გადასახადები 8 წლის განმავლობაში არ გადაუხდია, მას კანონი არ დაურღვევია, რადგან შეერთებული შტატების საგადასახადო კოდექსი ბიზნესებს ზარალის გაქვითვის საშუალებას აძლევს.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატიას პრეზიდენტი ტრამპი „ტვიტერზე“ ოთხშაბათს უკვე რამდენჯერმე გამოეხმაურა და მას „უკიდურესად მცდარი ყალბი ამბებით თავდასხმა“ უწოდა.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2013-2018 წლებში გადახდილი გადასახადების გასაჯაროებას ითხოვენ, პრეზიდენტის უცხოურ ბიზნესებთან კავშირის დასადგენად.
ამერიკის ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა, რომელსაც საგადასახადო სამსახური ექვემდებარება, დემოკრატების მოთხოვნას უარით უპასუხა და ამის მიზეზად „არალეგიტიმური საკანონმდებლო მიზანი“ დაასახელა.
წყარო: ამერიკის ხმა
-
სუსლიაკის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომ 10-ვე ბავშვი მისი შვილია, სასამართლომ დაუშვებლად ცნო
უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომ 10-ვე ბავშვი მისი შვილია, სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
ადვოკატის განცხადებით, ამ დოკუმენტაციით დასტურდებოდა, რომ 10-ვე ბავშვი სუსლიაკის იყო. დოკუმენტებს შორისაა ბავშვების დაბადების მოწმობები და ცნობები სუროგატი დედებისგან.
„ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყველანაირად ხელს გვიშლის იმაში, რომ ჩავატაროთ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა, გამოგონილი სხვადასხვა მიზეზით, კერძოდ, არ გამოგვიყვეს ექსპერტი, რომელიც ნიმუშს აიღებს ბატონი იური სუსლიაკისგან, არ გვისახელებენ ლაბორატორიას, რომელიც იქნება მათთვის ნდობის ხარისხით მაღალი, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ადამიანმა ჩააბაროს ნიმუში. ასევე, არ ატარებენ ექსპერტიზას ქალბატონი ემა სუსლიაკის ბიოლოგიურ ნიმუშზე, ეს გახლავთ იური სუსლიაკის ბიოლოგიური დედა, ანუ ბავშვების ბიოლოგიური ბებია და ხელს გვიშლიან ასევე სოციალური სამსახური ბავშვებთან კომუნიკაციას, როგორც მამას, ასევე ბებიას,“ – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ბავშვებით ვაჭრობაში სავარაუდო დამნაშავის შესახებ ქართველმა სამართალდამცველებმა მაშინ შეიტყვეს, როდესაც არასრულწლოვნები მწვავე ინტოქსიკაციით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიების ეჭვი იმ ფაქტმა გამოიწვია,რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული. ამ ეტაპზე
არასრულწლოვნები სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე, იულია სუსლიაკი ცდილობდა, რომ ათი ბავშვი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეყვანა. სუსლიაკი საქართველოში ათ მცირეწლოვანთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა
-
ჰოლივუდის ვარსკვლავი დორის დეი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჰოლივუდის მსახიობი, მომღერალი და ცხოველთა დამცველი აქტივისტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ჰოლივუდის “ოქროს ხანის“ ერთ–ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო.გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა – ნათქვამია დორის დეის ცხოველების დაცვის ფონდის განცხადებაში.“დეი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყო მის ასაკთან შედარებით, სანამ ცოტა ხნის წინ პნევმონიის მძიმე ფორმით არ დაავადდა. ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება“ – ნათქვამია განცხადებაში.დორის დეი 1922 წლის 3 აპრილს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში დაიბადა. მუსიკალური კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო.მისი მთავარი ჰიტი იყო Que Sera Sera, რომელიც საბოლოოდ მსოფლიოს მაშტაბით ბევრმა მომღერალმა იმღერა. დეი ცნობილია ისეთი სიმღერებით, როგორიცაა Perhaps, Perhaps, Perhaps, Sentimental Journey და სხვები.ფილმი “დაბრუნდი ჩემო სიყვარულო“, რომელშიც დორის დეიმ როკ ჰადსონთან ერთად ითამაშა, 1950-1960–იანი წლების ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. სულ დორის დეიმ 30–ზე მეტ ფილმში ითამაშა.1970–იანი წლებიდან დეიმ მთელი ყურადღება ცხოველების დაცვაზე გადაიტანა. 2004 წელს დაჯილდოვდა “პრეზიდენტის თავისუფლების ჯილდოთი“, 2008 წელს კი მუსიკალური პრემია გრემით. -
ლარი კვლავ გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7435 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7435 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7400 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.35 თეთრით გაუფასურდა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0831 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0770 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.61 თეთრი შეადგინა.
-
ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. შსს-ს მიერ მომზადებული ახალი კანონპრექტის მიხედვით, ამ დანაშაულისთვის სასჯელის მინიმალური ზომა ჯარიმა იქნება, მაქსიმალურ სასჯელად კი 2-წლიანი პატიმრობა განისაზღვრება.
იმ შემთხვევაში კი თუ დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნით იქნება ჩადენილი, სასჯელი დამძიმდება. ასევე, დამძიმდება სასჯელი თუ სრულწლოვანი არასრულწლოვანს ჩართავს ქუჩურ გარჩევაში.
-
სამ ნარკომანს აჩაგვრინებთ თავს? რატო თქვენ არ ჩაგრავთ?! არ ტისკავთ ?! – სააკაშვილი ოპოზიციას
„როგორც კი პოლიცია დაინახავს საქართველოს ქუჩებში შეკრებილ 50 ათას ადამიანს, პოლიცია გადავა ხალხის მხარეს“ – ეს განცხადება მიხერილ სააკაშვილმა მიუნხენში, ემიგრანტებთან კონფერენციაზე. ექსპრეზიდენტმა ოპოზიციის მიმართ წყენა გამოხატა და განაცხადა, რომ წინა არჩევნებისას სწორედ ოპოზიციამ შეუშალა ხელი საქართველოში დაბრუნებაში.
„ორ რამეზე ლაპარაკობდა ივანიშვილი არჩევნების წინ – თქვენ ქუჩაში ხომ არ გამოხვალთ და სააკაშვილს ჩამოიყვანთ. პასუხი რა იყო ოპოზიციის? – არა, ქუჩაში არ გამოვალთ, ჩენ მარტო არჩევნების გზითო. როდესაც მე ვეუბნებოდი ოპოზიციას, რომ ჩამოვდივარ, მოიცა, მოიცა, ნუ გვიშლი ხელს არჩევნების მოგებაში, მეორე ტურს ვიგებთო. ოთხი სხვადასხვა მარშრუტი მქონდა საქართველოში ჩასავლელი არჩევნების მეორე დღესვე, ორშაბთს. არა, არა, იყავი მანდო, არა, არა, მოგებული გვაქვსო. მერე რომ ეთქვათ, რომ არჩევნები წავაგეთ ამ პროვოკატორის გამოო, სად უნდა წავსულიყავი“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.