ყვარელში 11 თვის ბავშვი,სავარაუდოდ, ქათმის წვნიანისგან გარდაიცვალა

Written by

in

ყვარელში 11 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, ბავშვს ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანი აჭამეს რის შემდეგაც მოულოდნელად ინტოქსიკაცია დაეწყო.

ბავშვი ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ხორციანი სადილი ასევე მიიღეს ბავშვის  მშობლებმა,რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ისინი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.

ოჯახი აცხადებს, რომ პროდუქტის ვადები დარღვეული არ იყო, თუმცა წარწერის მიუხედავად, ქათამი ძველი აღმოჩნდა და ინტოქსიკაციის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

მომხდარზე დანიშნულია როგორც კვების, ასევე სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *