Blog

  • “მოისყიდეთ, დააშინეთ, რომ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს”-ფარული ჩანაწერები ზუგდიდიდან

    მოისყიდეთ, დააშინეთ და გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს. ზევიდან ყველაფერზე თანხმობაა“ – “რუსთავი 2”-მა  ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

    ტელეკომპანიის ცნობით,  ჩანაწერში ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია ფიგურირებს, მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები აქვს მას.

    ჩანაწერში დანელია მეორე პირს უყვება, როგორ უნდა  მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად. ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

    “რუსთავი 2”-თან საუბრისას გია დანელია აცხადებს, რომ ჩანაწერში თავად არ არის.

    “ჩემი ხმა არ არის, ფალსიფიცირებულია, გამორიცხულია, მე არ ვარ”, – აცხადებს დანელია.

  • 4 წლის ბიჭი მე-8 სართულიდან „ადამიანი ობობას“ ფორმით გადახტა

    4 წლის ბიჭი მე-8 სართულიდან „ადამიანი ობობას“ ფორმით გადახტა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია.

    ბავშვს კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

    შემთხვევა 8 მაისს თბილისში, გლდანში მოხდა.

  • უარი ხელოვნების კურსსა და საშობაო ესსეზე-ვანო მერაბიშვილის “ურჩობა” ციხეში

    ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი “ურჩობის” გამო ეთქვა.

    11 აპრილს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე იმსჯელა და პატიმარს ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, არ მომხდარა მსჯავრდებული მერაბიშვილის რესოციალიზაცია და არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაულის მიმართ.

    საბჭოს გადაწყვეტილების დოკუმენტი”ნიუპოსტმა” მოიპოვა. დოკუმენტში თანდართულია სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვენები სადაც გაწერილია თუ რა დამოკიდებულებები აქვს მსჯავრდებულს, მათი თქმით, მერაბიშვილი გრძნობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რადგან მისი განმარტებით პოლიტიკური ლიდერი ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, თუმცა არ გრძნობს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულის გამო.

    დასკვნაში მითითებულია, რომ #9 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულს არაერთხელ შესთავაზეს სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა, თუმცა ყოველ ჯერზე უარს აცხადებდა.

    უწყება მერაბიშვილის ურჩობაზე ამახვილებს ყურადღებას, დოკუმენტში კონკრეტული აქტივობებია ჩამოთვლილი, რომელშიც მათი დასკვნით, მერაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო. ამ აქტივობებს შორისაა ინტელექტუალური თამაშები, ხელოვნების კურსი და საშობაო ესსეს წერა. როგორც ირკვევა პენიტენციურმა დაწესებულებამ მერაბიშვილისგან უარი სპორტულ აქტივობებში ჩართვაზეც მიიღო.

    მერაბიშვილის ადვოკატები უდოს კომისის მორიგ უარს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

    შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, „უდოს“ კომისიამ ერთხელ უკვე გამოიტანა უარყოფითი გადაწყვეტილება მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების საკითხზე, 25 თებერვალს კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საკითხის ხელახლა განხილვა დაეკისრა.

  • შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე რამდენიმე პირი დააკავა,მათ შორის რუსეთის მოქალაქე

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების  ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა. მათ შორის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია რუსეთის მოქალაქე. ნარკოდანაშაულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    „თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, ასევე ქვეყანაში შემოტანისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით ჩამოვიდა. ასევე, დადგინდა, რომ ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით ორგანიზატორს უგზავნიდა.

    დაკავებულის პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ასევე თბილისში 10 სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 122 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 262 პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღებას და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

    ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ერთი პირი.

    ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოფრინდა და ცდილობდა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – 265 აბი „სუბუტექსის“ შემოტანას.

    მის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    ასევე, გაცნობებთ ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი გახსნილი ფაქტის შესახებ.

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ 1 პირი იმ დროს დააკავა, როცა ის თბილისის შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 392 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება,” – განაცხადა ბორცვაძემ.

  • ფონიჭალაში მანქანის დაჯახების შედეგად ქალი დაიღუპა

    ფონიჭალაში ქალს მანქანა დაეჯახა, ავარიის  შედეგად ქვეითი  ადგილზე გარდაიცვალა.

    გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ჰაკერებმა WhatsApp-ში სადაზვერვო პროგრამა დააინსტალირეს

    ჰაკერებმა პოპულარულ აპლიკაცია WhatsApp-ში მომხმარებლებზე თვალთვალის პროგრამის დაყენება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

    პრობლემის შესახებ კომპანიამ თვის დასაწყისში შეიტყო და ინფორმაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების ექსპერტებს გადასცა.

    კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემა მოგვარებულია. მათ მომხმარებლებს აპლიკაციის ბოლო ვერსიის დაყენებისკენ მოუწოდეს.

    „ბიბისის“ ცნობით, კიბერ თავდასხმის უკან ისრაელში შექმნილი კომპანია NSO Group იდგა.

    ამასთან დაკავშირებით, თელ-ავივის სასამართლო Amnesty International-ის სარჩელს განიხილავს, რომელიც კომპანია NSO Group-ისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

  • ქალი უცნობის ბინაში შეიჭრა,ძაღლს მოეფერა, ჭურჭელი დარეცხა და გაიქცა

    აშშ-ში, ოჰაიოს შტატში ახალგაზრდა ქალი უცნობის ბინაში შეიჭრა, ძაღლს მოეფერა, ჭურჭელი დარეცხა და ამის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. 

    პოლიციაში შეტყობინება ორშაბათს დილას ძარცვის  შესახებ  შევიდა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ ბინაში უცნობი ქალი უკანა კარიდან შეიჭრა, იქვე მყოფ ძაღლს მოეფერა, შემდეგ კი ჭურჭელი დარეცხა და წავიდა.  

    სახლის მეპატრონემ პოლიციას განუცხადა, რომ ქალს არ იცნობდა და ის არასდროს მიუწვევია სახლში. მეპატრონემ შენიშნა რომ ქალი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. სანამ პოლიცია სახლის მფლობელის გამოკითხვას აწარმოებდა, პოლიციაში კიდევ ერთი შეტყობინება შევიდა, სადაც იუწყებოდნენ რომ ეჭვმიტანილი  იმავე ტერიტორიაზე შენიშნეს. ის სხვა ბინის კარებზეც აკაკუნებდა და შესვლას ცდილობდა. 
    დაკავების შემდეგ ქალი ნარკოტიკული თრობის ქვეშ აღმოჩდნა, მან  სამართალდამცავებს თავისი სახელი და გვარი არასწორად უთხრა და განაცხადა, რომ ორი დღის უძილო იყო.

    ბრალდებული ოჰაიოს რეგიონალურ ციხეში გადაიყვანეს. გასათავისუფლებლად მას 10 ათასი დოლარის  გადახდა დაეკისრა.

  • “სამეფო კარის თამაშების” ფოტოგრაფის გამორჩეული ფოტოები სერიალიდან

    პოპულარული სერიალის “სამეფო კარის თამაშების”  ფოტოგრაფმა ელენ სლონმა BuzzfeedNews-თან ინტერვიუში მისთვის საყვარელი ფოტოები გამოარჩია.  

    “როდესაც სერიალში ხარ მთლიანად ჩაფლული ისე ვერ გრძნობ ყველაფერს როგორც მაყურებლები გრძნობენ, მხოლოდ რამდენიმე ასეული ფოტოს მერე გავაცნობიერე სად ვიყავი და რას ვაკეთებდი და მაშინ მივხვდი რომ ეს ის იყო რაზეც ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვილაპარაკებდი.”- ამბობს ელენი ინტერვიუში საუბრისას

    კეიტლინ სტარკი 1 სეზონი 4 სერია  “Cripples, Bastards, and Broken Things”

    “ის უბრალოდ კეიტლინ სტარკი იყო. ყველა გრძნობდა ამას, ყველა გრძნობდა დედობრივ გამძაფრებულ სიყვარულს, რომელსაც ის ასხივებდა. ის არაჩვეულებრივი იყო. შეიძლება ეგოისტურად ჟღერს თუმცა მიხარია, რომ მიშელი ჩრდილო ირლანდიელი მსახიობია.”

    კეიტლინ სტარკი 3 სეზონი 9 ეპიზოდი “The Rains of Castamere”

    {{ARTICLEIMAGE}}

    “ეს იყო ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი და შთამბეჭდავი მომენტი მთელი სერიალის განმავლობაში.სწორედ მისი ღრიალი გაისმა წითელი ქორწილის დროს. ჩემი აზრით არ მოიძებნება ადამიანი იმ ოთახში რომელმაც ეს ღრიალი გულთან ახლოს არ მიიტანა, კეიტლინი აგრძელებდა ღრიალს და ეს იყო საოცარი და ამავედროს საკმაოდ შემზარავი. თუმცა დასასრულს ის უბრალოდ გაუჩინარდა. “

    ნედ სტარკი 1 სეზონი 4 ეპიზოდი “Cripples, Bastards, and Broken Things”

    “ის არის პირველი უდიდესი მსახიობი, რომელთანაც ოდესმე ასე ახლოს მიმუშავია. ის მამასავით მზრუნველი კაცია და უბრალოდ გაცდის რომ შენი საქმე წყნარად აკეთო. მოხარული ვარ რომ მასთან მომიწია მუშაობა და არა ვინმე სხვასთან. ეს ფოტო სწორედ ამიტომ მიყვარს. ეს უბრალოდ მომენტია, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მსახიობის გარშემო”

    დეინერისი და დროგო 2 სეზონი 10 ეპიზოდი “Valar Morghulis”

    ბავშვის როლი ელენ სლოანის შვილმა მოირგო. მისი შვილი რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ხშირი თმით გამოირჩეოდა და სწორედ ამიტომ გადაიღეს ის ამ ეპიზოდში.თუმცა ცოტა ხნის შემდეგ სლოანმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ფანის კომენტარი ნახა “ვინ დააფარა ჩვილ ბავშვს პარიკი?!” – იხსენებს სიცილით ფოტოგრაფი

    ტირიონი და პოდრიკი 2 სეზონი 9 ეპიზოდი “Blackwater”

    მიყვარს მათი უცნაური ურთიერთობა. ნამდვილი პერსონაჟების მომენტები ჩუმი ემოციებით გამოიხატება და თუ ეს არ ხდება მაშინ ყველაფერი ფასს კარგავს. ეს ფოტო განათების გამო მომწონს ერთგვარ რელიგიურ ნახატს ჰგავს.

    ჯოფრი ბარათეონი 3 სეზონი 8 ეპიზოდი “Second Sons”

    “როდესაც კითხავდი მას იყო თუ არა მზად, მისი სახე, მანერები, ქცევები წამში იცვლებოდა და მაშინვე პატარა მონსტრად გადაიქცეოდა.. თუმცა ყველაფერ ამის ნახვა კამერიდან დამიჯერეთ ნამდვილად შემაშფოთებელია”

    5 სეზონი 8 ეპიზოდი “Hardhome”

    “ამ ეპიზოდზე ამბობდნენ რომ ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის გადაღებების დღე იყო. თუმცა ამ საშუალო დონის გადაღებებში რატომღაც იგულისცმებოდა ხალხის ნავიდან გადაგდება, მათი ცოცხლად დაწვა” – იხსენებს ფოტოგრაფი ამ ყველაფერს სიცილით

    სერსეი ლანისტერი 5 სეზონი 8 ეპიზოდი “Hardhome”

    “ეს ჩემი საყვარელი ფოტოა. იმიტომ რომ სერსეიში ბევრი გატეხილი ნაწილია და შენ თითქმის ამ ყველაფერს გრძნობ, განიცდი და წუხხარ მის გამო. ამის შემდეგ შენ უბრალოდ ფიქრობ რომ ის ასე ძალიან არ გძულს, სწორედ ამიტომ გადავიღე ეს ფოტო მისი უმწეობის გამო მაშინ როცა ის ძალიან ხშირად წარმოუდგენლად ძლევამოსილი და ამაყია”

    არია სტარკი და ჯონ სნოუ 6 სეზონი 4 ეპიზოდი “Book of a Stranger”

    “ყველას უნდა რომ სტარკები კარგად იყვნენ. არა?! ეს არაჩვეულებრივი კადრი იყო, სანსას შემოსვლის კადრს კამერა აფიქსირებს და ის ამ დროს ღრმად სუნთქავს, ფიქრობს “ისაა?” “ისაა” ” ის მართლაც ის არის” თქვენ ამ ყველაფერს მაყურებლის თვალით ხედავთ და განიცდით, ძალიან იღბლიანი ვარ რომ მათი გუნდის წევრი ვარ და ყოველდღე ასეთი არაჩეულევბრივი სცენების მომსწრე გავხდი. “

  • “ამჟამად, არ არსებობს ვაზიანში ამერიკული სამხედრო აეროდრომის მშენებლობის გეგმა” – აშშ-ის საელჩო

    ვაზიანის სამხედრო ბაზის შესახებ ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპისთვის, აეროდრომის მშენებლობის გეგმა არ არსებობს.

    “ამჟამად, არ არსებობს ვაზიანში ამერიკული სამხედრო აეროდრომის მშენებლობის გეგმა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან პარტნიორობით და მიიჩნევს, რომ იგი თავისი ფორმითა და შინაარსით ხელს უწყობს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას-” ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

    ექსპერტების თქმით, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზის გაფართოება უკვე 1 წელია ფერხდება.

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე თვლის,  რომ მთავრობა პროცესს ხელოვნურად აფერხებს.

    „ეჭვი მაქვს, რომ პოლიტიკურ დონეზე ხდება ამის შეფერხება, უფრო მაღლა, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, თორემ თავდაცვა შეპირდა ამერიკელებს ამის გაკეთებას და სამხედრო კუთხით, ეს კარგი გაკეთებადია და ჩემი აზრით, სამხედროებს ამის გაკეთების სურვილი აქვთ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. პრობლემა პოლიტიკოსებშია, მაღალ დონეზე, სადაც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არიან და რუსეთთან რაღაც ვალდებულებები აქვთ აღებული“ – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.