მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს დადიანების სასახლეში „ოცნების“ მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რულოვსი ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მივიდა. მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა
Blog
-
Balenciaga-მ ლგბტ ფერებში ხელჩანთა გამოუშვა
პრაიდის თვის აღნიშვნად Balenciaga-მ ლგბტ ფერებში ხელჩანთა გამოუშვა.
ლგბტ ფერებში გაწყობილი ხელჩანთის სიგრძე 33 სანტიმეტრია, სიმაღლე კი — 22 სმ.
მისი დიზაინი იტალიაში დამზადდა და MATCHESFASHION-ზე იყიდება. ხელჩანთის ფასი 643 ფუნტი სტერლინგია.
Balenciaga კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.


-
უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 20 ლარამდე გაიზრდება
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. პარლამენტში დეპუტატები ამ საკითხზე მესამე მოსმენით მსჯელობენ.
მგზავრი ვალდებული იქნება, მტრანსპორტში ასვლისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა.
ცვლილებების მიხედვით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.
-
“პოლიცია არ იგვიანებს არსად” – გახარია ზუგდიდის ინციდენტზე
“პოლიცია არ იგვიანებს არსად”- შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის ლიდერების ბრალდებებს უპასუხა, რომლებიც ამბობენ, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის დროს, პოლიციამ ადგილზე მისვლა დაიგვიანა.
“პოლიცია არ იგვიანებს არსად, მერწმუნეთ ამაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ, დააგვიანა თუ არა,”-განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, დადიანების სასახლის პარკში სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. რულოვსი ინტერვიუს ტელეკომპანია “ოდიშს” აძლევდა, როდესაც უცნობი პირები გამოჩნდნენ და მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლოდ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
-
თბილისში მუშა დაიღუპა
თბილისში, კოსტავას N75-ში, მუშა დაიღუპა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მე-15 სართულიდან გადმოვარდა, მუშაობისას დამცავი ღვედი ეკეთა, რომელიც სავარაუდოდ გაწყდა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.
-
არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების – გახარია
არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების – ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. გახარია ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი არჩევნების მოგებას ზეწოლისა და მოსყიდვით ცდილობს.
“არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების. ყველას მოვუწოდებთ მისცენ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მშვიდად გამოხატონ არჩევანი. ჩვენ შევაფასებთ მდგომარეობას როგორც ზუგდიდში, ასევე მარნეულში, ზესტაფონში, და დამკვირვებლებთან ერთად გადავწყვეტთ რა რაოდენობით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი.
კიდევ ერთხელ იმეორებ, რომ შინაგან საქმეთა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიერ არჩევანის გამოხატვის თავისუფლება,”-განაცხადა გახარიამ.
-
ჩაქვში მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა, დაჯარიმებულია მძღოლი
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე-ჩაქვში მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა.
შსს-ს ცნობით, ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.
-
“ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები” – ქანთარია ოპოზიციას
“ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები” -პარლამენტის სესიაზე ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციას მიმართა.
„ბოლო ხანებში მე ვხედავ, უკვე გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებას „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფლანგიდან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაცია გადაიყვანონ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში. ვფიქრობ, სამართალთან მათი საუბარი არის გამორიცხული, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები, რომელიც მოჭრილია, მაგრამ მეტ-ნაკლებად იზრდება. მაგრამ ეს არ გაძლევთ საშუალებას იმისას, რომ სამართლიანობის ის თეზები, რომელიც თქვენ მოგაქვთ ხოლმე ხალხმა დაიჯეროს.ალბათ სხვა ხერხებზე უნდა გადახვიდეთ და დაემორჩილოთ იმ წესებს რა წესებიც მიღებულია საერთაშორისო სამართლით. მცდელობა არის სწორედ, როგორც სამეგრელოში ისე სხვა კუთხეებში, ვხედავ ამ შუალედურ არჩევნებზე. ეს არჩევნები მაინც არის პრინციპული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელოს მოსახლეობა არ გააცინებს მტერს,“-განაცხადა ქანთარიამ.
-
პარლამენტში გიორგი ქობულია მივა
ხვალ,პარლამენტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა.
ქობულიას 13:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში მოუსმენენ.
„დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას წერილი გავუგზავნეთ და პარლამენტში, ღია ფორმატში მოსვლა შევთავაზეთ. შეხვედრა გაიმართება პარლამენტარებთან, ვისაც დააინტერესებს საქმიანობა, რაც გიორგი ქობულიამ რვა თვის განმავლობაში გასწია და დააინტერესებს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით მისი ხედვები. დაგროვდა ბევრი კითხვა. შეხვედრა გაიმართება ხვალ, 13:00 საათზე, კინოდარბაზში“, – განაცხადა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
-
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში
ზუგდიდში, დადიანების სასახლის პარკში სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. რულოვსი ინტერვიუს ტელეკომპანია “ოდიშს” აძლევდა, როდესაც უცნობი პირები გამოჩნდნენ და მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლოდ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ძალიან უხეშად მოვიდნენ გინებით, ქართულად მეგრულად. არ გვამუშავეს. ჩვენ აქ პატარა გადაღება გვქონდა. ჩხუბზე გადავიდნენ. ჩვენს ჟურნალისტს, ფოტოგრაფს გაეკიდნენ, დასდევდნენ. მერე ჩვენ პოლიციას ვთხოვეთ, რომ შეატყობინეთ პოლიციასთქო, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ახლა მოვიდნენ,რ ოცა ისინი უკვე წასულები არიან,“-განაცხადა რულოვსმა.
ზუგდიდის პოლიციის უფროსის, ირაკლი ფაცაციას განცხადებით, უკვე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება.