მალხაზ მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Written by

in


მალხაზ მაჩალიკაშვილი, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც პარლამენტის წინ არსებულ კარავში იმყოფებოდა.

მაჩალიკაშვილს პირველადი დახმარება სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს, კვლევების ჩასატარებლად მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ექიმის ინფორმაციით, მას დაბალი წნევა აღენიშნებოდა.

მაჩალიკაშვილმა საავადმყოფო რამდენიმე საათში დატოვა. ის კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან კარავში დაბრუნდა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *