Category: სხვადასხვა

  • “რუსთავი2 პირდაპირ ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს“–ნიკა გვარამია

    რუსთავი2–ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ რუსთავი2–დან წამუსულ თანამშრომლებს უკან დაბრუნების სანაცვლოდ ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობენ. რუსთავი2–ზე 20 აგვისტოდან ეთერში აღარ გადის საინფორმაციო გამოშვება. საინფორმაციო სამსახური თანამშრომელთა უმრავლესობამ მას შემდეგ დატოვა, რაც ახალმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ასევე განაცხადა, რომ არხიდან უშვებდა ეკა კვესიტაძეს, გიორგი გაბუნიას და ნანუკა ჟორჟოლიანს. რუსთავი2-იდან წამოსული თანამშრომლები ნიკა გვარამიამ მის ახალ არხზე დაპატიჟა, რომელიც ეთერში სექტემბერში გავა. ბევრი მათგანი სწორედ ამ არხზე დაიწყებს მუშაობას. საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების გარდა არხი დატოვა ვანო ჯავახიშვილმა და  კომედი ჯგუფის თანამშრომელთა ნაწილმა. ასევე შაბათ–კვირის შუადღის, სხვა შუაღამის წამყვანებმა, მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელმა, მარინა ბერიძემ. რუსთავი2–ზე რჩება მაია ასათიანი პროფილით და ია ფარულავა გადაცემა ფარული კონვერტით. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, ვინ რჩება რუსთავი2–ზე და ვინ მიდის. ყველაფერი ალბათ სექტემბერში, შვებულებების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

    ორშაბათს პაატა სალიამ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა და განაცხადა, რომ არხი აღდგება და ლიდერობას დაიბრუნებს. ირაკლი იმნაიშვილმა კი თქვა, რომ წასული თანამშრომლების დიდი ნაწილი ნანობს გადაწყვეტილებას, რომელიც ემოციურ ფონზე მიიღო და უკან დაბრუნება უნდა. ნიკა გვარამიამ კი ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ არხიდან წამოსულ თანამშრომლებს რუსთავი2–ზე დაბრუნების სანაცვლოდ მაღალ ხელფასებს სთავაზობენ.

    “R2 ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია? 

    ხო მართლა, ამ სტილის გაგრძელებაც ხო ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები.

    ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული რ2 ჩვეულებრივ კი არა, სამმაგ ხელფასებს გადაგიხდით, თქვენი ნებაა. სინამდვილეში, მშვენიერი ფილტრია: ერთდროულად ავლენს გონებრივ შესაძლებლობებს და მორალური დეგრადაციის დონეს (ივანიშვილის ტვზე მუშაობას სხვას ვერ დავარქმევ).

    მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია.“– წერს გვარამია.

  • ამაზონის ტყეებში მძვინვარე ხანძარი კოსმოსიდან გადაიღეს (ფოტოები)

    ერთი კვირაა ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა.

    იტალიელმა ასტრონავტმა ამაზონის ტყეებში ხანძრების ფოტო კოსმოსიდან გადაიღო. ლუკა პარმიტანომ სურათი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გაავრცელა.

    „ათასობით კილომეტრზე გავრცელებული კვამლი, რომელიც ადამიანების საქმიანობის გამო ამაზონის ტყეებში გაჩენილმა ათობით ხანძარმა გამოიწვია“, – დაწერა იტალიელმა ასტრონავტმა „ტვიტერის“ გვერდზე.

    {{PHOTOGALLERY}}

  • “ფორსაჟის“ გადაღებების მიუხედავად გადაკეტილ რუსთაველზე აქცია “სირცხვილია“ გაგრძელდება

    27 აგვსტოდან 4 სექტემბრამდე ჰოლივუდური ბლოკბასეტერის, ფორსაჟის გადაღებების გამო რუსთაველის გამზირი სრულად იკეტება. ისევე, როგორც ვაჟა–ფშაველას გამზირზე აქაც არა მხოლოდ ავტომანქანების მოძრაობა, არამედ ფეხით მოსიარულთე გადაადგილებაც კი აიკრძალება და მხოლოდ გარკვეულ საათებში იქნება ნებადართული. ამის მიუხედავად აქცია “სირცხვლილია“, რომელიც პარლამენტის წინ 68–ე დღეა მიმდინარეობს, გაგრძელდება. ამის შესახებ აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი წერს. მისი თქმით აქციის ორგანიზატორებმა ფორსაჟის გადამღებ ჯგუფთან შეთანხმებას მიაღწიეს:

    “თანამემამულენო, როგორც იცით ხვალიდან, რამდენიმე დღით, რუსთაველი იკეტება ჰოლივუდური ფრანშიზის, Fast and furious (ე.წ. “ფორსაჟი”) გადასაღებად.

    ისიც იცით, რომ პარლამენტის წინ შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით უკვე ორ თვეზე მეტია, ჩვენი მშვიდობიანი მანიფესტაცია იმართება; აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში ამ ტერიტორიიდან, 20:20 სთზე, მედიაპროექტი #სირცხვილია მაუწყებლობს ყოველდღიურ რეჟიმში და ონლაინრეიტინგების რეკორდებს ხსნის. გეგმის მიხედვით 20 სექტემბრამდე ასე გაგრძელდება, 20 სექტემბერს კი “გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი გარეთ!” – ვუბრუნდებით მასობრივი აქციის ფორმატს.

    მოგეხსენებათ, საინფორმაციო ველი მოცულია საბიუჯეტო და კერძო სახსრებით ხელგაშლილად დაფინანსებული დეზინფორმაციული გვერდებითა და არხებით, რომლებიც ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლი მანიფესტაციის დისკრედიტაციას ცდილობს.

    ამიტომაც ამ ორი მოვლენის – “ფორსაჟის” და “სირცხვილიას” – თანაკვეთის შესახებ ყალბი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად (როგორიც შეიძლება იყოს “ამათ გამო ქვეყანა მილიონებს დაკარგააავს!!!”), საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეზუსტებინა, რომ ჩვენ კვირების წინ შევხვდით Fast and furious-ის გულისხმიერ გუნდს და შევთანხმდით რაღაცებზე.

    კერძოდ: მართალია რუსთაველი ჩაკეტილია, მაგრამ Fast and furious-ის გადაღება მიმდინარეობს მხოლოდ დღის შუქზე, ხოლო 20:20 საათისთვის, როცა #სირცხვილია იწყება, გადაღების პროცესი დასრულებული იქნება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შეუფერხებლად გავაგრძელოთ მანიფესტაცია არსებული ფორმატით. ორივე მხარე ერთმანეთის დაუბრკოლებლად გააკეთებს საკუთარ საქმეს.

    აქამდე შესაძლებლობა არ მქონია, საჯაროდ მადლობა გადამეხადა ამ გუნდის როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარისთვის. უღრმესი მადლობა მათ, რომ თავადვე გამოიჩინეს ინიციატივა და უმაღლესი სამოქალაქო თვითშეგნება!“ – წერს შოთა დიღმელაშვილი

  • ნოდარ მელაძეს ტყუპი გოგონები შეეძინა

    რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, ნოდარ მელაძეს ტყუპი გოგონები შეეძინა. ბავშევები დღეს დილით ჩაჩავას სახელობის კლინიკაში დაიბადნენ. ამის შესახებ ნოდარ მელაძე ფეისბუქ გვერდზე წერს და ახალშობილების ფოტოსაც აქვეყნებს.

    ის, რომ ნოდარ მელაძე ტყუპებს ელოდებოდა ზუსტად ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი, როდესაც რუსთავი2–ის ახალმა დირექტორმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ამბის კომენტირებისას მელაძემ განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მოვლენისთვის – ტყუპების დაბადებისთვის ემზადებოდა და მთავარი მისთვის ეს ამბავი იყო. 

    “სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა. დღეიდან ორი შვილის მამა ვარ. ნატატა და თინანო მელაძეები დაიბადნენ. Tea Tsetskhladze მადლობა ამ დღისთვის“– დაწერა ნოდარ მელაძემ ფეისბუქ გვერდზე, მოგვიანებით კი პატარების ფოტოც დადო.

  • ახალი ტექნოლოგიით მობილურის და მანქანის აკუმლატორის დატენვა 6 წუთში იქნება შესაძლებელი

    კემბრიჯულმა სტარტაფმა, Echion Technologies– მა ბაზარზე ახალი ტექნოლოგია გამოიტანა, რომელიც აკუმლატორის დატენვის დროს ექვს წუთამდე ამცირებს. საქმე ეხება არა მხოლოდ მობილური ტელეფონების, არამედ ელექტრო ავტომობილების აკუმლატორებსაც.

    კომპანიის დამფუძნებელმა, ჟან დე ლა ვერპიერმა ახალი ტექნოლოგია ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიმუშავა, როცა კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო. მან გრაფიტი, რომელიც ამჟამად ლითიუმ–იონურ აკუმლატორებში გამოიყენება სხვა ნივთიერებით შეცვალა. ეს არის ფხვნილი, რომლის შემადგენლობა გასაიდუმლოებულია.

    ამ კვირას კომპანიამ განაცხადა, რომ აქტიურად თანამშრომლობს აკუმლატორების უმსხვილეს მწარმოებლებთან და მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ ნივთიერების მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა ის მწარმოებლებმა “ახალი თაობის აკუმლატორების“ წარმოებისას გამოიყენონ.

    “ჩვენი ფხვნილი საშუალებას გვაძლევს მთლიანად დავტენოთ აკუმლატორი არა 45, არამედ მხოლოდ ექვს წუთში. მათ შორის ელექტრომობილის აკუმლატორი. ასე რომ, თქვენი ელექტრომობილის დატენვა ამიერიდან ისეთივე მარტივი იქნება, როგორც ჩვეულებრივ ავტომობილში საწვავის ჩასხმა.“– ამბობს გამომგონებელი.

    ახალი თაობის აკუმლატორებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება – ისინი არ ფეთქდება და არ არის მიდრეკილი თვითაალებისკენ, განსხვავებით ტრადიციული ლითიუმ–იონური აკუმლატორებისგან, რომლებიც ადვილად ალდება იმ შემთხვევაში, თუ მათ სწრაფად დატენვას შეეცდებით.

    აკუმლატორების მასობრივი წარმოება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.

  • გია ვოლსკი კვარიათში ისვენებს.დეპუტატის ექსკლუზიური ფოტოები სანაპიროდან

    პარლამენტის ვიცე სპიკერი, უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, გია ვოლსკი კვარიათშია. ბოლო დღეების განმავლობაში მას ყველა თემაზე უწევდა კომენტარის გაკეთება და დიდი დოზით იყო ყველა მედიასაშუალებაში. მიზეზი სავარაუდოდ უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის შვებულებაა. ამჯერად  უკვე როგორც ჩანს გია ვოლსკის შვებულების დრო მოვიდა. ის კვარიათში პლაჟზე დღეს დილით გადაიღეს. იმავე სასტუმროშია და პლაჟზეც ვოლსკისთან ერთად ატარებს დროს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, მწვანეთა ლიდერი გია გაჩეჩილაძე. solostudio.agency/-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს დეპუტატების პლაჟზე დასვენების ამსახველი ფოტოები.

  • ვინ რჩება რუსთავი2–ში და ვინ მიდის. მაია ასათიანის პროფილი სავარაუდოდ ისევ რუსთავი2–ზე გავა

    რუსთავი2–ზე უკვე მეოთხე დღეა ეთერში საინფორმაციო გამოშვებები არ გადის. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არხი საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა.

    უკვე ცნობილია, რომ ნიკა გვარამია ახალ არხს ხნის და რუსთავი2–ის თანამშრომელთა დიდი ნაწილი სამუშაოდ იქ გადავა. გვარამიამ ღიად რამდენჯერმე მიიწვია ახალ არხზე რუსთავი2–ის თანამშრომლები.

    უკვე გადაწყვეტილია, რომ ახალ არხზე იმუშავებენ ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია, რომლებიც რუსთავი2–ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულთა რიცხვშია ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ასევე ახალ არხზე გააკეთებს შოუს.

    სავარაუდოდ ახალ არხზე გადავა კომედი ჯგუფის მთელი შემადგენლობა. ამჟამად თანამშრომელთა დიდი ნაწილი შვებულებაშია და შესაბამისად, ფორმალურად იმის გაფორმება, ვინ რჩება და ვინ მიდის, მოგვიანებით მოხდება. თუმცა რუსთავი2–ის დიდი ალბათობით დატოვებს ვანო ჯავახიშვილიც და ის გვარამიას ახალ ტელევიზიაში გადავა.
    არხი უკვე დატოვეს შაბათის და კვირის შუადღის წამყვანებმა, ასევე “სხვა შუაღამის“ წამყვანთა სრულმა შემადგენლობამ, მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელმა მარინა ბერიძემ.

    დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსთავი2–ზე შესაძლოა რამდენიმე სახე დარჩეს. საუბარია დილის და შუადღის გადაცემის რამდენიმე წამყვანზე.

    მათ გარდა რუსთავი2–ზე დიდი ალბათობით დარჩება მაია ასათიანი. სხვების მსგავსად ამჟამად ისიც შვებულებაშია და კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსთავი2–ზე ქიბარ ხალვაშის მფლობელობა გაფორმდა და არხის ახალი დირექტორი დაინიშნა, რუსთავი ორის შიგნით და ზოგადად არხთან დაკავშირებით კი მწვავე პროცესები დაწყო, მაია ასათიანი არ გამოჩენილა და არც კომენტარი გაუკეთებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის რუსთავი2–ში დარჩენას აპირებს.

  • “ჰოლივუდის ვარსკვლავივით ლიმუზინით დავყავარ“– სააკაშვილი კალიფორნიაშია(ვიდეო)

    საქართველოს ექს–პრეზიდენტი ამერიკაშია. ის კალიფორნიის შტატში უკრაინელებთან შესახვედრად ჩავიდა.

    “კალიფორნიაში უკრაინელებმა ძალიან თბილად მიმიღეს და ლიმუზინითაც დავყავარ, როგორც ვიღაც ჰოლივუდის ვარსკვლავი. დღეს სერიოზულად ვილაპარაკებთ და ამავე დროს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავთ.“–წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე და შესაბამის ვიდეოსაც აქვეყნებს. 

  • სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების რეიტინგში ლიდერობს. ვინ არიან დანარჩენები

    34 წლის სკარლეტ იოჰანსონმა პირველი ადგილი დაიკავა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების ფორბისის რეიტინგში. ის დიდი უპირატესობით უსწრებს სიის დანარჩენ წევრებს.
    გასული წლის ივნისიდან ერთი წლის განმავლობაში მსაოხიობის ჰონრარმა 56 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 35 მილიონი ფილმ “შურისმაძიებლები. ფინალი“–ში შესრულებული როლისთვის მიიღო. გარდა ამისა, დიდი თანხა გამოიმუშავა ფილმ “შავ ქვრივში“ მონაწილეობისთვის, რომელიც ეკრანებზე მომავალ წელს გამოვა.

    რეიტინგში მეორე ადგილზეა სოფია ვერგარა. სერიალმა “ამერიკული ოჯახი“ მას 41.1 მილიონი დოლარი მოუტანა. მესამე ადგილზეა რიზ უიზერსპუნი 35 მილიონი დოლარით.

    ნიკოლ კიდმანმა მეოთხე ადგილი დაიკავა – 34 მილიონი დოლარით, ჯენიფერ ენისტონმა მეხუთე ადგილი – 28 მილიონი დოლარით, კეილი კუოკომ მეექვს ედგილი – 25 მილიონი დოლარით. მეშვიდე ადგილზეა ელიზაბეტ მოსი, რომელმაც 24 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

    მერვე ადგილზეა მარგო რობი – 23.5 მილიონი დალრი. შარლიზ ტერონმა 23 მილიონი დოლარი მიიღო ჰონორარის სახით და მეცხრე ადგილი დაიკავა. ტოპ ათეულში მეათე ადგილზეა ელენ პომპეო – 22 მილიონი დოლარით.

  • ფორსაჟის გადაღებებისთვის 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირი სრულად გადაიკეტება

    ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის, ფორსაჟის  ეპიზოდების გადაღებებისთვის 27 აგვისტოს 00:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირის რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთი გადაიკეტება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამასთანავე, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც.

    ამ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

    მერია აქვეყნებს გადაადგილების ალტერნატიულ მარშრუტებს:

    “რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედანთან დასაკავშირებლად კერძო ტრანსპორტი გაივლის მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩისკენ აუხვევს. ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის გავლითაც.

    დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N124 და N150, ასევე, მიკროავტობუსები N2, N19, N31, N41, N64, N72, N120, N133, 137, N141, N145 და N170 რუსთაველის გამზირიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩაუხვევენ, საიდანაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებითაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩით იმოძრავებენ.

    ავტობუსები N20 და N23, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით გია ჭანტურიას ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრაობენ, მოტრიალდებიან თავისუფლების მოედანზე, ბარათაშვილის ხიდით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, რის შემდეგაც გაივლიან ხეთაგუროვის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს დაუკავშირდებიან. რაც შეეხება N6, N10, N15, N118, N140 და N149 მიკროავტობუსებს, ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუხვევენ, ჭანტურიას ქუჩის გავლით ათონელის ქუჩას დაუკავშირდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

    თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის! “–ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.