Category: სხვადასხვა

  • 61 წლის შერონ სტოუნი შესანიშნავ ფორმაშია. საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტოები

    61 წლის შერონ სტოუნი ამტკიცებს, რომ ძველებურად მშვენიერ ფორმაშია. მეგობრებთან ერთად აუზთან გადაღებული ფოტოები მსახიობმა ინსტაგრამზე დადო. ცნობილი ვარსკვლავის ფოტო ცისფერ საცურაო კოსტუმში და სათვალეში იმ დროს არის გადაღებული, როცა ის მეგობრებთან – მარტა ბლუმთან და რონ ბლუმთან ერთად “შრომის დღეს“ აღნიშნავდა, რომელიც ზაფხულის დასრულების სიმბოლოა. მეგობრები დროს აშკარად მხიარულად ატარებდნენ.

    ფოტოს გამო შერონ სტოუნმა თაყვანისმცემლების კომპლიმენტები დაიმსახურა. ინსტაგრამ ხელმომწერები აღნიშნავდნენ, რომ მათი საყვარელი მსახიობი ულამაზესია, შესანიშნავი სხეული აქვს და დრო ვერაფერს აკლებს.
    შერონ სტოუნი წონას და კვების რაციონს მკაცრად აკონტროლებს. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მსახიობი ასთმას და შაქრიან დიაბეტს ებრძვის. წლების წინ კი უმძიმესი პერიოდი გადაიტანა. მას ექიმებმა თავის ტვინის სისხლძარღვებში ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს და ინსულტიც გადაიტანა. შერონი მისი ცხოვრების იმ პერიოდს სიკვდილს ადარებს. ერთ–ერთ ინტერვიუში მან გაიხსენა, რომ იმ პერიოდში ყველამ ზურგი აქცია და დაივიწყა. რეაბილიტაციისთვის 7 წელი დაჭირდა.

  • პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საცხოვრებლად აშშ–ში გადადიან. პრინცესა მუდმივმა დაძაბულობამ დაღალა

    დასავლურ მედიაში ინტენსიურად განიხილავენ სასექსის ჰერცოგის, პრინცი ჰარის და მისი მეუღლის, მეგანის თამამ გეგმავს აშშ–ში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის შესახებ. თუ ადრე ეს იდეები მხოლოდ “ჰაერში დაფრინავდა“, ზაფხულის ბოლოს, რომელიც მეგანისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, უკვე რეალურად გამოიყურება.

    არადა თავიდან გეგმა სულ სხვა გვარი იყო. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უფროსმა და ქონების მთვარმა განმკარგავმა, პრინცმა ჩარლზმა ცოლ–ქმარს ჰერეფორდშირში, უელსის საზღვართან ახლოს მამული გამოუყო. თუმცა “მიყრუებული ბრიტანული მამული“ ყოფილ მსახიობ პრინცესას არ მოეწონა. სიტუაცია ამ ზაფხულს აგორებულმა რამდენიმე სკანდალმაც გაართულა, მათ შორის თითქოს და მეგანის მეტისმეტი მფლანგველობის და მეტისმეტად გლამურული ცხოვრების წესის შესახებ, რომელიც სამეფო ოჯახის სტატუსს არ შეეფერება. როგორც მეგობრები ამბობენ, პრინცი ჰარის მეუღლე დაიღალა მუდმივი პრესინგისა და ბრიტანული პრესის კრიტიკისგან და თანაც სამშობლოც მოენატრა.

    როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, ამჟამად ჰარი და მეგანი აქტიურად ეძებენ შესაფერის სახლს კალიფორნიის ქალაქ მალიბუში – ლეონარდო დი კაპრიოს და კიმ კარდაშიანის მეზობლად. ჯერ კიდევ დაუჯერებლად ჩანს, მაგრამ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წყვილი შესაძლოა მართლაც გადავიდეს ამერიკაში საცხოვრებლად.
  • ვარსკვლავები, რომლებსაც განქორწინება ათეულობით მილიონი დაუჯდათ

    ვარსკვლავური ოჯახების ნგრევა ჩვეულებრივი მოკვდავების განქორწინებისგან იმით განსხვავდება, რომ წყვილს როგორც წესი, დიდი ქონება აქვს გასაყოფი. სასამართლო პროცესები ხშირად წლობით გრძელდება და საქმე ათეულობით, ხან ასეულობით მილიონ დოლარს ეხება. წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებსაც განქორწინება ძალიან ძვირი დაუჯდათ.

    არნოლდ შვარცენეგერი

    არნლოდ შვარცენერეგმა მარია შრაივერი ცოლად 1986 წელს მოიყვანა. როგორც გაირკვა, ის ცოლს ურთიერთობის დასაწყისშივე ღალატობდა, მათ შორის შინამოსამსახურე მილდრედ ბაენასთან, რომელმაც მათ სახლში დაახლოებით 20 წელი იმუშავა. 1997 წელს ბაენამ არნოლდისგან შვილი გააჩინა. საოცარი ის არის, რომ მარია შრაივერმა ამ ღალატის შესახებ მხოლოდ 2011 წელს გაიგო. შვარცენეგერმა თავი ვერაფრით იმართლა. ოჯახი დაინგრა და დაიწყო ექვსწლიანი განქორწინების პროცესი. საბოლო ჯამში მოტყუებულმა ცოლმა არნოლდ შვარცენეგერისგან 200 მილიონი დოლარი მიიღო.

    მელ გიბსონი

    მელ გიბსონი და რობინ მური 1980 წელს დაქორწინდენ. ერთი წლის შემდეგ კი ქალიშვილი ჰანა გაუჩნდათ. სამი წლის შემდეგ ტყუპები – ედვარდი და კრისტიანი. ექვსი წლის შემდეგ ვაჟიშვილი უილი. 1988 წელს ლუი დაიბადა, კიდევ სამი წლის შემდეგ მაილო, სულ უმცროსი შვილი ტომი კი 2000 წელს მოევლინა დედამიწას. ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი, მოსიყვარულე ქმარი და მზრუნველი მრავალშვილიანი მამა – ასე იცნობდა მელ გიბსონს საზოგადოება. თუმცა მოულოდნელად 2009 წელს ოჯახი მიატოვა და განაცხადა, რომ რომანი ჰქონდა ნაკლებად ცნობილ რუს პიანისტთან ოქსანა გრიგორევასთან. ახალი ცხოვრება გიბსონს არა მხოლოდ რეპუტაციად, არამედ დიდ თანხადაც დაუჯდა. ყოფილ ცოლს მან ქონების ნახევარი მისცა, მისი ქონება კი იმ დროისთვის 850 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. გარდა ამისა სასამრათლომ დაავალდებულა ყოფილი ცოლისთვის მომავალში მიღებული შემოსავლებიც გაეყო.

    პოლ მაკარტნი

    პოლ მაკარტნი და ჰიზერ მილსი 2008 წელს განქორწინდნენ ხანგრძლივი, დამქანცველი სასამართლო პროცესების შემდეგ. ამის მიზეზი ის იყო, რომ შეყვარებულმა მუსიკოსმა 2002 წელს საქორწინო კონტრაქტის გარეშე მოიყვანა ცოლი. 2003 წელს პოლს და ჰიზერს ქალიშვილი – ბეატრის მილი შეეძინათ. სამი წლის შემდეგ კი განქორწინდნენ. ჰიზერმა მაშინვე განაცხადა, რომ ქმრის ქონების ნახევარზე ქონდა პრეტენზია, რომელიც იმ მომენტისთვის 250 მილიონ დოლარს შეადგენდა. ორწლიანი სასამრათლო დავის შემდეგ ჰიზერმა 49 მილიონი დოლარი და დიდი ბრიტანეთის საზოგადოების სიძულვილი მიიღო.

    მადონა

    ბრიტანელ რეჟისორთან, გაი რიჩთან ქორწინებისას მადონამ ვაჟიშვილი – როკო გააჩინა და კიდევ ერთი ბიჭი, დევიდი იშვილა. თუმცა წყვილს ერთად ცხოვრება უჭირდა და 2008 წელს მათი ოჯახი დაინგრა. ამ შემთხვევაში ქონების გაყოფა ქალს მოუწია. მან გა რიჩს 92 მილიონი დოლარი გადაუხადა და ლონდონში პაბი მისცა, რომელსაც ერთობლივად ფლობდნენ.

    მაიკლ დუგლასი

    მაიკლ დუგლასი და დიანდრა ლიუკერი 1977 წელს დაქორწინდნენ, როცა მსახიობი 33 წლის იყო, მისი საცოლე კი 19 წლის. 1995 წელს ლიუკერმა განქორწინებაზე განცხადება შეიტანა და 45 მილიონი მოითხოვა. დუგლასი ფულის გადახდას არ ჩქარობდა და წყვილი სასამართლოში ოთხი წელი დაობდა. უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კიდევ დავა, 1999 წელს მსახიობს ახალი სიყვარული – კეტრინ ზეტა ჯონსი რომ არ გაეცნო. ახალგაზრდა ბრიტანელ მსახიობზე დაქორწინების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ დუგლასი განქორწინების დასაჩქარებლად თანხის გადახდას დათანხმდა.

    ფილ კოლინზი

    ახალგაზრდა შვეიცარიელ თაჯიმანზე, ორიანა ცევეიზე დაქორწინების დასაჩქარებლად მუსიკოსმა უყოყმანოდ გადაუხადა 17 მილიონი დოლარი მეორე ცოლს, ჯილ ტეველმანს. 1996 წელს ეს უზარმაზარი თანხა იყო, თუმცა მომღერალს ვაჭრობა არ უღირდა.ის ჯგუფ ჯენეზისიდან წავიდა და შვეიცარიაში გადავიდა, სადაც ორიანაზე დაქორწინდა. ის ახალგაზრდა ცოლს ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა. თუმცა როცა მუსიკოსს პრობლემები დაეწყო – ცალი ყურით სმენა დაკარგა და მარცხენა ხელის მტევანი გაუჩერდა – ცოლმა მისი მიტოვება გადაწყვიტა და 2006 წელს განქორწინება მოითხოვა. კოლინზს ეს განქორწინება 50 მილიონი დოლარი დაუჯდა. გარდა ამისა, ლამის სუიციდამდე მივიდა: ცოლმა მიატოვა, უფულოდ დარჩა, მისი პირველი სოლო ალბომი კი ჩავარდა.ის შვეიცარიაში დარჩა, სადაც რამდენიმე წელი განდეგილივით ცხოვრობდა. 2016 წელს კი ორიანას შეურიგდა და მაიამიში გადავიდა.

    ჯეიმს კემერონი

    ჯეიმს კემერონმა ფილმ ტერმინატორის ვარსკვლავი, ლინდა ჰემილტონი 1997 წელს მოიყვანა ცოლად და 1999 წელს დაშორდა. ქორწინება მაშინ დამთავრდა, როცა ტიტანიკის გადაღებებზე კემერონმა მსახიობი სიუზი ემისი გაიცნო. სიუზი რეჟისორის რიგით მეხუთე ცოლი გახდა. განქორწინებაში კემერონმა 50 მილიონი გადაიხადა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამით მის ქონებას ბევრი არაფერი დაკლებია. დღეისათვის ის 700 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

    ქევინ ქოსთნერი

    ქევინ ქოსთნერის პირველი ცოლი და მისი სამი შვილის დედა, სინდი ქოსთნერი ქმრის ღალატს და მუდმივ მოუცლელობას 15 წელი იტანდა. 1994 წელს მისი მოთმინება ამოიწურა. განქორწინებისას ქალმა ქმრისგან 80 მილიონი დოლარი მოითხვოვა და მიიღო კიდევაც.

    ჰარისონ ფორდი

    ჰარისონ ფორდის და სცენარისტ მელისა მეტისონის ქორწინებას ჰოლივუდში იდეალურს უწოდებდნენ. ისინი 1983 წელს დაქორწინდნენ, გაზარდეს ორი შვილი, ცხოვრობდნენ მშვიდად და უხმაუროდ. და ასევე უხმაუროდ და მშვიდად განქორწინდნენ 18 წლის თავზე. წყვილი დაშორების დეტალების აფიშირებას ერიდებოდა და უცნობია, საკუთარი ქონების რა წილი გაუყო მსახიობმა ყოფილ ცოლს. დაუზუსტებელი ინფორმაციით თანხამ დაახლოებით 100 მილიონი დოლარი შეადგინა

    სტივენ სპილბერგი

    პირველი ცოლი, მსახიობი ემი ირვინგი რეჟისორმა 1976 წელს კასტინგზე გაიცნო. ქორწინებამდე წყვილი თითქმის 10 წელი ხვდებოდა ერთმანეთს. ქორწინება კი სულ 4 წელი გაგრძელდა. ემიმ სპილბერგს შვილი გაუჩინა და განქორწინებისას სოლიდური თანხაც მოითხოვა. მიიღო კიდევაც 100 მილიონი დოლარი.

  • ფეისბუქმა წიგნ “ვაგინის ბიბლიის“ რეკლამირება დაბლოკა

    ამერიკული გამომცემლობა კენსინგტონის მტკიცებით ჯენიფერ გარნერის წიგნის –“ვაგინის ბიბლიის“ რეკლამა ფეისბუქზე, ტვიტერზე და ინსტაგრამზე დაბლოკეს. გამომცემლობაში ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი, რომლებიც შეიცავდა სიტყვებს “ვაგინა“ ან “ვაგინალური“ არ იქნა დაშვებული. იმ ტექსტებს კი, სადაც ეს სიტყვები არ ყოფილა ნახსენები პრობლემა არ შექმნია.  სოციალური ქსელების ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

    “ჩვენ არ ვბლოკავთ სარეკლამო ტვიტებს, რომლებიც შეიცავს გენიტალიების ხსენებას, რადგან ჩვენი წესებით ეს არ არის აკრძალული. კონტენტის ნაწილის ბლოკირება გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით და რეკლამის წესების დარღვევით, მათ შორის არანორმატიული ლექსიკის გამოყენებით და სექს–სათამაშოების გამოსახულებით“– ამბობს ტვიტერის წარმომადგენელი.  ფეისბუქის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ სარეკლამო კაზუსში გარკვევას ცდილობენ.

    საბოლოდ გამომცემლობა კენსინგტონის ტვიტები და პოსტები სოციალურ ქსელებში აღადგინეს.

    თავად წიგნის ავტორმა ტვიტერის დამფუძნებელს, ჯეფ დორსის მიმართა: “ძვირფასო ჯეკ, ვაგინა ანატომიური ტერმინია და არა სალანძღავი სიტყვა“. ამ მიმართვას ათასობით ხელმომწერმა დაუჭირა მხარი.

    როგორც კენსინგტონის გამომცემლობაში ამბობენ ტვიტერში მათ უთხრეს, რომ მათი ტვიტები “სექს მომსახურების რეკლამირებას ეწეოდა და უხამს ლექსიკას შეიცავდა.“

    ფეისბუქის სარეკლამო წესებში მართლაც წერია, რომ განცხადება არ უნდა შეიცავდეს “კონტენტს ზრდასრულებისთვის.“ მათ შორის, სხეულის შიშველ ნაწილებს, ადამიანებს მიუღებელ პოზებში, ასევე მეტისმეტად გულახდილ ან სექსუალურად პროვოკაციულ ქმედებებს. ფეისბუქის წესებით რეკლამა, რომელშიც აშკარად აღნიშნულია ან იგულისხმება გაცნობის, დაკავშირების ან კონტენტის ნახვის შესაძლებლობა, არ უნდა პოზიციონირებდეს როგორც სექსთან ან იმ ადამიანთან სექსუალურ ურთიერთობასთან დაკავშირებული, რომელიც რეკლამაშია ნაჩვენები.

    ფეისბუქმა დაბლოკა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო რომ “დოქტორი ჯენ გარნერი ესაუბრა ვოგის რედაქიას ვაგინის ჯანმრთელობის შესახებ.“ ფეისბუქმა მიზეზად ის დაასახელა, რომ გამომცემელი “არ უნდა ვარაუდობდეს, რომ მკითხველებს აქვთ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვები.“

    განცხადების შინაარსი გამომცემლობამ რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა მისი გამოქვეყნების ნებართვა ფეისბუქმა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც სიტყვა “ვაგინა“ ამოიღეს.მეორე განცხადება, რომელიც წიგნის სათაურს შეიცავდა, აღინიშნა როგორც არანორმატიული ლექსიკა, თუმცა ის მოგვიანებით მოიწონეს. მაგრამ წიგნის სათაურის გარეშე.

    სოციალურ ქსელებში რეკლამირების პრობლემა შეექმნა ბრიტანეთის ვაგინის მუზეუმსაც. მათი ცნობით მუზეუმის მიერ დაგეგმილი შვიდი სარეკლამო პოსტიდან ფეისბუქმა მხოლოდ ერთის გამოქვეყნების ნებართვა მისცა. მუზეუმის წარმომადგენლების მტკიცებით ფეისბუქმა მათი რეკლამა იმ მოტივით დაბლოკა, თითქოს ისინი “პორნოსაიტებს და ზრდასრულებისთვის განკუთვნილ პროდუქტს არეკლამებდნენ. “ მუზეუმი სულ ახლახანს გაიხსნა და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, აპირებენ იბრძოლონ ვაგინასა და ვულვასთან დაკავშირებული სტიგმის წინააღმდეგ საზოგადოების განათლების გზით.


    ჯენიფერ გარნერი მრავალი წელია აკუშერ–გინეკოლოგად მუშაობს და ქალების ინფორმირებაზე ზრუნავს

    წიგნის ავტორი, დოქტორი გარნერი ბიბისისთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის სასაცილოა, როცა გამომცემელი ვერ ახერხებს მისი წიგნის რეკლამირებას იმის გამო, რომ იქ ვაგინაა ნახსენები.
    “ნებისმიერი სიტყვა, რომელიც სამედიცინო ლექსიკონში არსებობს საყოველთაოდ უნდა გამოიყენებოდეს. ეს ანატომიური ტერმინია. როცა სიტყვის გამოთქმა გეკრძალებათ, იმას ნიშნავს რომ ის სასირცხვილოა. ეს პატრიარქალური გადმონაშთი ყელში ამომივიდა“ – ამბობს გარნერი.

    სოციალურ ქსელებში წიგნის რეკლამის აკრძალვას სერიოზული კრიტიკა მოჰყვა. გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა აზრით ასეთი გადაწყვეტილება ქალის ანატომიას პორნოგრაფიას უთანაბრებს და ამყარებს ქალის ფიზიოლოგიასთან დაკავშირებულ ტაბუებს.

  • ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის“ მიკროფონის დიზაინი გამოაქვეყნა

    რუსთავი2–ის ყოფილმა დირექტორმა, ამჟამად კი ახალი არხის  – “მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის მიკროფონის ლოგო გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ “მთავარი არხი“ ეთერში 9 სექტემბერს გავა.

    “ცხადია, 9 სექტემბრამდე (ანუ ეთერში პირველად გასვლამდე), შეფუთვა დროებითი იქნება, მუსიკაც და აუდიოც.

    აი შემდეგ კი, და ვიმედოვნებ ძალიან მალე, გვექნება არხის ფანტასტიური შეფუთვა Dinoგან და არხის მთელ მუსიკალურ შეფუთვას გააკეთებს ჩემი უსაყვრლესი და გენიალური Nikoloz Rachveli

    აი, ასე ფუნდამეტალურად ვიწყებთ და საერთოდ არ ვხუმრობთ .

    გვიყურეთ 9 სექტემბრიდან. მთავარ არხზე გპირებით საუკეთესო ნიუსს, საუკეთესო ვიდეოს და საუკეთესო მუსიკა. უყურეთ და საკუთარი თავლებით ნახეთ, როგორ იბადება ახალი და საუკეთესო ტვ.

    იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩენთან ერთად თავისუფლება .

    ps და ბოლოს, ესეც თქვენ ახალი მიკროფონი. სანამ შეკვეთა ჩამოვა, დროებითი უნდა აიტანოთ.“– წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

  • ამანდა სეიფრიდი პაპარაცებმა ნიუ იორკში შვილთან ერთად სეირნობისას გადაიღეს

    ამანდა სეიფრიდი პირადი ცხოვრების აფიშირებას ერიდება და იშვიათად საუბრობს საკუთარ ოჯახზე, თუმცა პაპარაცებს ყოველთვის ვერც ის ემალება. ამ დღეებში პაპარაცებმა 33 წლის მსახიობი ნიუ იორკის ქუჩაში ორი წლის ქალიშვილთან, ნინა რეინთან სეირნობისას გადაიღეს. დედა შვილი სეირნობისას თან ნაყინს მიირთმევდა.
    მსახიობი ცდილობს ბავშვთან დიდი დრო გაატაროს და ნინა ყველგან თან ატაროს. აგვისტოს დასაწყისში მან სოციალური ქსელების ხელმომწერებს უამბო, როგორ დაჰყავს თან შვილი გადაღებებზე. ნინა სეიფრიდის და 43 წლის მსახიობის, ტომას სადოკის ერთადერთი შვილია. წყვილი უკვე სამი წელია ერთად არის. ისინი ერთად მონაწილეოდნენ ფილმში “უკანასკნელი სიტყვა“. 2017 წელს კი დაქორწინდნენ.

  • მონიკა ბელუჩი ვენეციის კინოფესტივალზე ჩავიდა(ფოტოები)

    მონიკა ბელუჩი ვენეციის კინოფესტივალზე ჩავიდა, რომელიც კუნძულ ლიდოზე იმართება.  მონიკა შესანიშნავ ხასიათზე იყო და სიამოვნებით პოზირებდა მაყურებლის წინაშე ნავმისადგომთან. ფოტოები კი თავადაც გამოაქვეყნა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

    მონიკას Christian Dior–ის შავი კაბა ეცვა. ცნობილია, რომ მსახიობს ამ ფერის სამოსი ყველაზე ძალიან უყვარს.

    მონიკა ბელუჩი ფესტივალზე სპეცჩვენების ფარგლებში რეჟისორ გასპარ ნოეს ფილმ “შეუქცევადობას“ წარადგენს. ფილმი 2002 წელს გამოვიდა, თუმცა ფესტივალზე მის სრულ ვერსიას უკუქრონოლოგიის წესით აჩვენებენ. ფილმში მონიკა მის ყოფილ ქმართან, ვენსან კასელთან ერთად თამაშობს.

    54 წლის მსახიობი, რომელიც მსოფლიოს ერთ–ერთ ულამაზეს ქალად ითვლება კვლავ შესანიშნავ ფორმაშია.

  • საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელფასო და სამივლინებო ხარჯებში მილიონ ლარამდე გადახარჯვა აქვს

    საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე კვარტლის ანგარიშის მიხედვით მაუწყებელს ბიუჯეტში გადახარჯვა აქვს.  მეორე კვარტლის ანგარიში რამდენიმე დღის წინ მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს წარუდგინა. ანგარიში საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზეც დევს.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული 2019 წლის მე-2 კვარტლის მთლიანმა ბიუჯეტმა 11,427,313 ლარი შეადგინა. ფაქტობრივად გაწეული ხარჯი კი 12,761,431 ლარია, ანუ 1 334 118 ლარით მეტი.

    2019 წლის კვარტალში დაგეგმილი ბიუჯეტისა და გაწეული საკასო ხარჯის შედარება ასე გამოიყურება:

    რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 2019 წლის მეორე კვარტალში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა 6,557,830 ლარი იყო. რეალურად კი ამ მუხლით გაწეულმა ხარჯმა 7,537,563 ლარი, ანუ შრომის ანაზღაურების ჯამურმა გადაჭარბებამ 979 ათასი ლარი შეადგინა.

    დაგეგმილზე 121 000 ლარით მეტი ხელფასები გაიცა გენერალური დირექტორის აპარატში. ახალი ამბების და მიმდინარე ბლოკის ხელფასების გადაჭარბება 307 350 ლარია.
    მედიისა და კომუნიკაციის ბლოკმა 162 729 ლარით მეტი დახარჯა. მედიაწარმოების ბლოკის სახელფასო გადაჭარბება 221 921 ლარია. წარმოების და ტექ უზრუნველყოფის ბლოკის – 145 000, ადმინისტრაციის და ფინანსების ბლოკის კი 20 116 ლარით მეტი.

    თანხის გადახარჯვაა სამივლინებო ხარჯებშიც. მეორე კვარტლის გეგმა 327 589 ლარი იყო. ფაქტიურად გაწეულმა ხარჯმა კი 371 932 ათასი ლარი შეადგინა.

    ანგარიშის წარდგენისას სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბორდის ერთ–ერთმა წევრმა, ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში სხვადასხვა კვარტლების მიხედვით დანაკლისი და გადახარჯვა უცხო არ არის, თუმცა ასეთი გადახარჯვა ბიუჯეტში არასოდეს ყოფილა და გადახარჯვის უდიდესი ნაწილი ხელფასებზე მოდის. მენეჯმენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიზეზი ძირითადად თანამშრომლების ხელფასების გაზრდა და იმ დისბალანსის აღმოფხვრაა, რაც ერთი და იგივე კვალიფიკაციის თანამშრომლების ხელფასებს შორის არსებობდა.

    თუმცა, სახელფასო და სამივლინებო თანხებში გადახარჯვა მხოლოდ 2019 წლის მეორე კვარტალში არ მომხდარა. უფრო მცირედით, თუმცა გადახარჯვა იყო ამ ნაწილში 2019 წლის 1-ლი კვარტალშიც. ამ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტირებული თანხა შეადგენდა 6,612,055 ლარს, ფაქტიურმა გაწეულმა ხარჯმა კი შეადგინა 7,172,738 ლარი, ანუ
    560 ათაში ლარით მეტი.

    2019 წლის 1-ლი კვარტლის შრომის ანაზღაურების გადანაწილება ბლოკების მიხედვით:

    გადახარჯვა მივლინებებთან დაკავშირებით 1 კვარტალშიც იყო: ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა 327,589 ლარს შეადგენდა, ფაქტიურმა გაწეულმა სამივლინებო თახნამ შეადგინა 473,009 ლარი, ანუ 145 420 ლარით მეტი.

    მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ბორდის სხდომაზე გადაჭარბება სეზონურობით ახსნეს და განაცხადეს, რომ ეს გადაჭარბება შემდეგ კვარტალში დაბალანსდება ზაფხულის პერიოდიდან და დღიური ანაზღაურების ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე, თუმცა აღარ დაუკონკრეტებიათ, როგორ დაბალანსდება და შემცირდება  სახელფასო ხარჯი, თუ ის ძირითადად სტაბილურად დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების ზრდას და დისბალანსის აღმოფხვრას მოხმარდა.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითად ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფორმირდება. გარდა ამისა, მაუწყებელს შემოსავალი აქვს საკუთარი კომერციული საქმიანობიდან.
    ანგარიშის მიხედვით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში მიიღო 11,939,682 ლარი. აქედან 11,263,000 ლარი შეადგინა სახელმწიფო ასიგნების ფარგლებში მიღებულმა თანხამ, ხოლო 703,682 ლარი კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებია.
  • რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტა გამოსცადა (ვიდეო)

    რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტა „კალიბრი“ გამოსცადა. რაკეტა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მცირე სარაკეტო გემიდან გაუშვეს.  ვიდეო “YouTube”-ზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

    „რაკეტა დიდი ფარის მისამართით გავუშვით, რომელიც პირობითი მოწინააღმდეგის გემის როლს ასრულებდა და 40 საზღვაო მილის (75 კილომეტრის) მანძილზე მდებარეობდა. უპილოტო საფრენი აპარატების კამერებმა სამიზნის წარმატებული განადგურება დააფიქსირეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • ნიკოლოზ რაჭველი, “ქართველ მოცარტთან” ერთად, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ახალ სეზონს გახსნის

    საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი ცოტნე ზედგინიძესთან ერთად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 2019-2020 საკონცერტო სეზონს 1 ოქტომბერს გახსნის. 10 წლის ვუნდერკინდმა და ვირტუოზმა მსმენელს თავი 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართული კონცერტით დაამახსოვრა. ცოტნე ზედგინიძემ კონცერტი გარდაცვლილი დედის ხსოვნას მიუძღვნა.  

    ცოტნესა და მის უმცროს დას, ბებია – ნინო მამრაძე ზრდის რომელიც ნიჭიერთა ათწლედის დირექტორია. 

    “ცოტნე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტს დაუკრავს. ნიკამ სთხოვა, რომ ერთი შენი ახალი ნაწარმოებიც შეასრულეო. გამოდის, რომ სოლოდაც შეასრულებს და სიმფონიურ ორკესტრთან ერთადაც. ცოტნე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პირველად დაუკრავს. დარბის, თამაშობს დასთან ერთად. ნახა „ჰამლეტი“, „ზაფხულის ღამის სიზმარის“ უძველესი ამერიკული დადგმა, მენდელსონის მუსიკის თანხლებით. გაუთავებლად ფანტაზიორობს. ხუთ ნაწილიანი ნაწარმოები დაწერა – „ატილა“, რომელსაც ოპერაში დაუკრავს. ასევე დაწერა პატარა პიესა „წვიმა და ბავშვები“. აქ, მანგლისში, ხშირია ჟუჟუნა წვიმა. პატარა სახლი გვაქვს და ზაფხულობით აქ ვართ. 18 სექტემბრამდე ვრჩებოდით ხოლმე, მაგრამ წელს ადრე მოგვიწევს თბილისში დაბრუნება. როიალს უნდა მიეჩვიოს, უნდა დაუკრას. როიალს სულ სხვა შეხება აქვს. მე, როგორც აკადემიური, კლასიკური სკოლის წარმომადგენელი, საფუძვლიან შრომას და მეცადინეობას ვარ დაჩვეული. თუ დროულად არ იმეცადინა, ვნერვიულობ. მინდა 1 სექტემბრიდან როილზე გადაჯდეს. აი, ასეთია ჩვენი ამჟამინდელი სიტუაცია”-  განაცხადა ნინო მამრაძემ.

    “თქვენ იცით რას ნიშნავს ცოტნე ზედგინიძის არსებობა ჩემთვის და სრულიად მუსიკალური სამყაროსთვის, ამიტომ მის სასწაულებრივ ნიჭს და აზროვნებას ამჯერად არ შევეხები…
    მხოლოდ ერთს გაგიმხელთ: მე და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ცოტნესთან ერთობლივად გავხსნით 2019-20 წწ საკონცერტო სეზონს, სადაც ის თავის საფორტეპიანო ნაწარმოებებსა და შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტს დაუკრავს. მოახლოვებული კონცერტისადმი ასეთი განსაკუთრებული მოლოდინი არც კი მახსოვს მქონია თუ არა საეროდ.”-ნიკოლოზ რაჭველი

    {{VIDEO}}