Category: სხვადასხვა

  • “მე შენ ძალიან მიყვარდი” -როგორ მიულოცა გუფიმ ქეთა თოფურიას დაბადების დღე

    “ქეთა, დაბლოკვის გამო ვერ გნიშნავ. გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა! მე შენ ძალიან მიყვარდი. ბედნიერებას გისურვებ” – ასე მიულოცა რეპერმა გუფიმ ქეთა თოფურიას დაბადების დღე.

    ქეთა თოფურიასა და გუფის ურთიერთობაზე ჯერ კიდევ 2017 წელს საუბრობდნენ, როდესაც პაპარაცებმა ისინი ერთად ტაილანდში დააფიქსირეს.

  • ახალი Apple Watch-ის რეკლამაში ვიკა კალანდია გადაიღეს (ვიდეო)

    Apple-მა ახალი პროდუქცია წარადგინა,Apple Watch-ის სარეკლამო რგოლში ქართველი მსახიობი  ვიკა კალანდია გამოჩნდა.

    ქართველი მსახიობი ვიდეორგოლის დასაწყისში და ბოლოში რამდენიმე წამის განმავლობაში ჩანს.  

    Apple-მა  ახალი iPhone-ებიც წარადგინა: 14 სანტიმეტრიანი ეკრანის მქონე iPhone 11 Pro და 16 სანტიმეტრიანი ეკრანით iPhone 11 Pro Max.

  • რა ხდება მთავარი არხის ნიუსრუმში.გიორგი გაბუნიას პირდაპირი ჩართვა(ვიდეო)

    ნიკა გვარამიას “მთავარი არხი“, რომელიც მან რუსთავი2–დან წამოსვლის შემდეგ შექმნა ეთერში ორშაბათს გადის. არხი იბერიას ყოფილი შენობიდან იწყებს მაუწყებლობას, სადაც ახალი ნიუსრუმი უკვე მზად არის. სტუდიები კი მზადების პროცესშია. 

    “მთავარ არხზე“ რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელი შემადგენლობა გადავიდა. საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეა. გიორგი გაბუნია კვლავ წაიყვანს შაბათის შემაჯამებელ გადაცემას, თუმცა მას პოსკრიპტუმის მაგივრად პოსტფაქტუმ ერქმევა. არხზე იქნება პოლიტიკური თოქ–შოუებიც, გარდა ამისა ნანუკეს შოუ შეცვლილი ფორმატით და ვანო ჯავახიშვილის შოუ, რომელმაც რუსთავი2 დატოვა და მთავარ არხზე გადავიდა. ჯერჯერობით არხის ზუსტი ბადე უცნობია. თუმცა, ცნობილია ის, რომ არხი 9 სექტემბერს 21 საათზე საინფორმაციო გამოშვებით გავა ეთერში, რომელსაც “მთავარი“ ქვია.

  • “თავს განადგურებულად ვგრძნობდი“–როგორ აკეთებენ ფულს პორნოსაიტების მფლობელები “პორნოშურისძიებაზე“

    ბიბისი წერს, რომ მსოფლიოში ცნობილი პორნოსაიტი – pornhub დიდ ფულს აკეთებს ე.წ. “პორნოშურისიძების“ ვიდეოებით და დაზარალებულების მხრიდან მოთხოვნის მიუხედავად საიტიდან მათ წაშლას არ ჩქარობს.

    პორნოშურისძიების ერთ–ერთი მსხვერპლი – სოფი (სახელი შეცვლილია) ბიბისის უყვება, რომ თავს ძალიან დამცირებულად და დათრგუნულად გრძნობდა მას შემდეგ, რაც ვიდეო მისი მონაწილეობით საიტზე ასობით ათასმა ადამიანმა ნახა.

    პორნოშურისძიებას ინტერნეტში ინტიმური ფოტოების ან ვიდეოს განთავსებას უწოდებენ იმ ადამიანის თანხმობის გარეშე, რომელიც ამ ფოტოებზე და ვიდეოზეა ასახული. ყველაზე ხშირად ასეთ მასალებს ყოფილი შეყვარები ან მეუღლეები ათავსებენ შურისძიების მიზნით.

    ინტერნეტ კამპანია #NotYourPorn–ის აქტივისტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი კონტენტი ვებგვერდის სათაო კომპანიას – MindGeek–ს საშუალებას აძლევს უფრო მეტი ფული იშოვოს რეკლამით.

    საიტის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ასეთი ვიდეოების გამოქვეყნებას არ ემხრობიან და ამტკიცებენ, რომ მათ კომპანიაში ამ ინდუსტრიაში ყველაზე პროგრესული პოლიტიკა მოქმედებს პორნოშურისძიების საწინააღმდეგოდ.

    პორნოსაიტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ არ აღმოუჩენია არანაირი მოთხოვნა ამ კონკრეტული გოგონასგან მისი მონაწილეობით ვიდეოს წაშლის შესახებ.

    შოკირებული და დამცირებული

    სოფი ბიბისის უყვება, რომ ერთხელ წლინახევრის წინ ოჯახთან ერთად ყოფნისას ხელში ტელეფონი აიღო და უამრავი გამოტოვებული ზარი და მესიჯი აღმოაჩინა.

    როგორც გაირკვა, მისი დის ბოიფრენდმა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პორნოსაიტზე აღმოაჩინა ვიდეო მისი მონაწილეობით.

    იმ მომენტისთვის ვიდეოს უკვე ასობით ათასი ნახვა ქონდა. “შოკირებული ვიყავი, დამცირებული. თავს განადგურებულად ვგრძნობდი“ – ამბობს სოფი.

    წარსულში მან ყოფილ პარტნიორთან ერთად ექვსი ინტიმური ხასიათის ვიდეორგოლი ჩაწერა.ისინი ერთმანეთს ვიდეოს გამოქვეყნებამდე რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. ყოფილმა ბოიფრენდმა პორნოსაიტზე ვიდეოები გოგონას ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა.

    საიტიდან ვიდეოების წაშლას ერთი კვირა დასჭირდა მას შემდეგ, რაც სოფიმ მათი არსებობის შესახებ გაიგო.მისი თქმით, მის საჩივარს საიტის ადმინისტრაცია უგულისყუროდ მოეკიდა. ის სხვა კომპანიასთან დააკავშირეს, რომელიც მოთხოვნებს ამუშავებს. იმ კომპანიაში მისი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს. სოფიმ პოლიციასაც მიმართა, მაგრამ დღემდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

    მოძრაობა #NotYourPorn–ის აქტივისტი კეიტ აიზეკი ამბობს, რომ პორნოშურისძიების მიზნით გავრცელებული ვიდეოები ხშირად ხვდება საიტის “სამოყვარულო“ ან “ საოჯახო“ ვიდეოების კატეგორიაში. ეს განყოფილებები საიტის რეკლამის დამკვეთებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

    როცა ინტერნეტში გამოჩნდა პორნოვიდეო მისი მონაწილეობით, სოფის უკვე ახალი ურთიერთობა ქონდა, რომლისთვიაც ეს ამბავი სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა. როგორც გოგონა ამბობს, მისი ბოიფრენდის მეგობრები ვიდეოს გამოქვეყნების გამო მასხრად იგდებდნენ.

    გარდა ამისა, ამ ვიდეოებმა დიდი ტრავმა მიაყენა მის მოზარდ გოგონას, რომელიც მას შემდეგ როგორც დედა ამბობს გონზე ვერ მოსულა.

    “კონტენტი, რომელსაც Pornhub–ზე ტვირთავენ ჩვენი წესების დარღვევით, მაშინვე იშლება, როგორც კი ჩვენთვის ამის შესახებ ცნობილი ხდება. ეს ეხება იმ ვიდეოებსაც, რომლის მონაწილეებსაც არ მიუციათ გამოქვეყნების თანხმობა“ – ამბობს საიტის ვიცე პრეზიდენტი კორი პრაისი.

    მისი თქმით, 2015 წლიდან საიტზე არსებობს საჩივრის ფორმა იმ ადამიანებისთვის, ვისი მონაწილეობითაც ვიდეო მათი თანხმობის გარეშე აიტვირთა და კომპანია პრონოშურისძიებას სექსუალური ძალადობის ფორმად განიხილავს. გარდა ამისა, პრაისის მტკიცებით საიტი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ავტომატურად ამოწმებს, რომ წაშლილი ვიდეორგოლები საიტზე ხელახლა არ აიტვირთოს.
  • “20 პარტია თუ შევა პარლამენტში აქედან 15–ს ვიყიდი“– რით დაემუქრა ივანიშვილი თანაგუნდელებს

    ბიძინა ივანიშვილმა პრემიერად გიორგი გახარიას წარდგენამდე უმრავლესობის წევრებს შეხვდა. სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, რომლის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობის შიგნით ბევრი უკმაყოფილო იყო და გახარიას გაპრემიერებისთვის მხარის დაჭერას არ აპირებდა. თუმცა საბოლოოდ უმრავლესობის არცერთ წევრს პროტესტი ღიად არ გამოუთქვამს და ყველა მათგანი მხარს უჭერს მთავრობის ახალ შემადგენლობას, სადაც პრემიერი გახარია იქნება, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი კი ვახტანგ გომელაური.

    რა მოხდა ივანიშვილისა და უმრავლესობის წევრებს შორის საუბრისას და როგორ მოახერხა ივანიშვილმა ოცნების წევრების “დარწმუნება“, რომ მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ.

    ინფორმირებული წყაროს ცნობით, სინამდვილეში ივანიშვილი გუნდის წევრების გულის მოგებას ან მათ რამეში დარწმუნებას აღარც ცდილობს. მისი ტონი იმპერატიულია და დისკუსიას არ ითვალისწინებს. ოცნების წევრთა უმრავლესობა საკუთარი პოლიტიკური მომავლის და ბედის საკითხით არის დაინტერესებული. უმრავლესობის უმრავლესობა კი საკუთარ პერსპექტივას ივანიშვილის გუნდის იქით ვერ ხედავს. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან ყველა მოთხოვნას უპირობოდ დაემორჩილონ. ბოლო შეხვედრაზე ივანიშვილმა გუნდის წევრებს უთხრა, რომ თუ ისინი მის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდნენ, ივანიშვილს ისინი არაფერში სჭირდება, მათ შორის არც არჩევნების მოსაგებად და არც მომავალ პარლამენტში. წყაროს ცნობით ივანიშვილი ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობით რომც ვერ გავიდეს და პარლამენტში 20 პარტია მოხვდეს, აქედან 15 პარტიას თავისუფლად იყიდის, შესაბამისად ზედმეტი რევერანსები საკუთარ თანაგუნდელებთან არ სჭირდება. როგორც ჩანს ეს მუქარა ეფექტური აღმოჩნდა და უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა თუნდაც დროებით ჩააცხრო.

  • Vetements-მა ბიბლიის ვიზუალით ჩანთა გამოუშვა (ფოტოები)

    {{ARTICLEIMAGE}}

    ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდმა “VETEMENTS”-მა ბიბლიის ფორმის ჩანთა გამოუშვა, რომლის ღირებულებაც 1,645 დოლარია.”VETEMENTS”-ი განსხვავებული, უნიკალური და კონტროვერსიული მოდელებითაა ცნობილი და ამჯერად მისი ინსპირაცია რელიგიააოფიციალურ საიტებსა და ბრენდის გვერდზე ჩანთის დასახებელაც ცწორედ VETEMENTS BIBLE არის.

    აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა მოდის ჟურნალმა ვოგმა 2009 წლიდან ჩატარებული 12 ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის ჩვენება გამოყო. დემნა გვასალია, რომელიც ვეტმოს დამფუძნებელი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია, ერთადერთი დიზაინერია, რომელიც სიაში ორჯერ მოხვდა.

    {{PHOTOGALLERY}}

  • „რუსთავი 2“-დან წასულმა იუმორისტებმა „მთავარ არხზე“ გადაცემების დაგეგმა დაიწყეს (ფოტოები)

    „რუსთავი 2“-დან წასულ იუმორისტთა ჯგუფს უკვე დაეწყო გადაცემების დაგეგმვის პერიოდი ახალ „მთავარ არხზე“. შეგახსენებთ, რომ „კომედი შოუს“ 50-კაციან გუნდს 13 სახე გამოაკლდა, მათ შორის არიან ვანო ჯავახიშვილი, ვასო ფხაკაძე, ნიკა გრიგოლია, თამარ ლეკვეიშვილი, თათია სულუაშვილი და სხვები.

    “ვანოს შოუ”-მ ფეისბუქ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით : ”ვემზადებით პირველი ეთერისთვის”

    {{PHOTOGALLERY}}

  • “დარჩა მხოლოდ შიშველი ძალა,დაშინება და მზარდი ავტორიტარიზმი“– სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, სალომე ასათიანი ფეისბუქის პირად გვერდზე სამთავრობო ცვლილებებს და  გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნის გადაწყვეტილებას აფასებს:

    “გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დღეს უკვე ძალიან დაზიანებულია. რამდენი ომახიანი განცხადებაც უნდა მოვისმინოთ, რომ ის „ყველაზე წარმატებული მინისტრია“, რამდენჯერაც უნდა გაგვიმეორონ, რომ მან „სახელმწიფო გადატრიალება არ დაუშვა“ – გულის სიღრმეში ყველამ, პოლიტიკური ფანატიზმით ალბათ მართლა დაბრმავებულების გარდა, ვიცით, რომ მან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და კრიზისულ ვითარებას ვერ გაართვა თავი. კლუბში მისული ახალგაზრდების იარაღიანი სპეცრაზმით დატერორება, პანკისში მოსახლეობისთვის ჰესის გამო ცრემლმდენი გაზის და რეზინის ტყვიების დაშენა, ზვიად რატიანის საპოლიციო სისასტიკისთვის შეტოვება და შემდეგ გულგრილი განცხადება, რომ მომხდარს „არც ერთი წუთით არ ნანობს“, და 20 ივნისის ღამე – აწყვეტილი და ვნებით დამუხტული ძალადობა, მშვიდობიანი (!!) ახალგაზრდებისთვის დაშენილი „ოთხი სახის“ რეზინის ტყვიები, 240-მდე დაშავებული ადამიანი, ათობით ჟურნალისტის ჩათვლით. რაც უნდა გვითხრან, რა კადრებიც უნდა გვაჩვენონ, ვერაფერი, მათ შორის თუნდაც ერთი რომელიმე ჯგუფის მხრიდან არეულობის მოწყობის სურვილი, ვერ ხსნის და ვერ ამართლებს ათასობით უდანაშაულო და მშვიდობიან მოქალაქეზე ასე გადავლას – და ესეც ყველამ ვიცით. მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ.

    ხელისუფლებას კი ისე აქვს საქმე, რომ ამ დაზიანებული, პოლარიზაციის და საზოგადოების თუნდაც ნაწილის თვალში ღრმა უნდობლობის გამომწვევი ფიგურის მეტი საერთოდ აღარავინ დარჩა თავის ორბიტაზე. „მამუკა ბახტაძე“ – სრული ფორმალობა და სიცარიელე – ალბათ კიდევ ბევრი მოიძებნებოდა, მაგრამ წინასაარჩევნოდ ასეთი ბამბისქულები აღარ აწყობთ. ისტორია გვიმეორდება – გაბანკროტებული, გეგმებისგან, ხედვისგან აბსოლუტურად დაცლილი ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება სურს, გადარჩენის გზად, დასაყრდენად და „ხერხემლად“ საპოლიციო სისტემას ხედავს. იციან, რომ აღარც დაპირებები გაჭრის, აღარც „გვაპატიეთ ხალხს ვერ გავუგეთ“, აღარც „ვაჰ ახლა გავიგეთ, რომ თურმე ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს“. და აღარც ივანიშვილის უწინდელი იდუმალებით მოსილი მესიის იმიჯი. დარჩა მხოლოდ შიშველი ძალა, დაშინება, „მე თუ არა ნაცმოძრაობა მოვა“ პათოსი და მზარდი ავტორიტარიზმი.

    წინ აშკარად ძალიან მძიმე წელი გველოდება.“– წერს სალომე ასათიანი.

  • “მარტო ე.წ. გაბუნიას შიშები არ გვეხსნება რუსეთზე“–ნიკა გვარამია

    ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს ყოფილი გენერური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ საქართველოსთვის მოყენებულ ტრამვებზე საუბრობს.

    “მოკლედ, ქართველ ერს არ აქვს მხოლოდ 90-იანი წლების და 2008 ომების ტრავმები. მარტო ე.წ. გაბუნიას შიშები არ გვეხსნება რუსეთზე. ჩვენში ბევრად ღრმად, ბევრად გრილად, მაგრამ ბევრად ხანგრძლივად და ქვეცნობიერის მმართველად ზის 1921ის ტრავმა. 1921ის, როცა დასავლეთის დუმილის ფონზე (ან უფრო ხელშეწყობით), რუსეთმა წაგვართვა პირველი რესპუბლიკა – მართლა გამორჩეულად ევროპული და არარუსული, დაგვახია თავზე პირველი კონსტიტუცია და ქვეყნიდან გააქცია ერის განათლებული და წარმატებული ნაწილი.

    აი, ეს ტრავმაც გვაქვს ჩვენ და ის ბევრად მძიმეა, რადგან ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, სახელმწიფოებრიობაც ვიმსხვერპლეთ.

    1921ის რუსული ტრავმა გახსნილია დ სისხლი სდის.

    მოვისმინოთ დუმილი. გვირჩევნია ხმაური.”-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში