Category: სხვადასხვა

  • პრინცმა ჰარიმ პოპულარობით სამეფო ოჯახის ყველა წევრი უკან ჩამოიტოვა

    {{ARTICLEIMAGE}}

    ბრიტანული სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წევრები დიდ ბრიტანეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თუმცა ბოლო დროს ამ თაუბას მოულოდნელად ახალი ლიდერი გაუჩნდა – პრინცი ჰარი. YouGov –ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ბრიტანელთა შორის ჩატარდა, სასექსის ჰერცოგი ხალხის რჩეულად აღიარეს. მან უკან ჩამოიტოვა დედოფალი ელისაბედ II, პრინცი ჩარლზი, ქეით მიდდლტონი და ოჯახის სხვა წევრები.

     

     

    გამოკითხულთა 77–მა პროცენტმა განაცხადა, რომ პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის სხვა წევრებზე მეტად უყვართ. გამოკითხვის მონაწილეები ამბობენ, რომ ჟღალთმიანი პრინცი გასაოცარი, სიმპათიური, მხიარული და გულწრფელია.

     

    სულ გამოკითხვაში სამეფო ოჯახის 15 წევრი მონაწილეობდა.  რეიტინგის ბოლო ადგილი კვლევების მიხედვით პრინც ენდრიუს ერგო. მისმა ქალიშვილებმა: პრინცესა ევგენიამ და პრინცესა ბეატრისმა კი 13–ე და 14–ე ადგილები დაიკვეს.

     

     

     

     

     

     

  • ამალ კლუნი შვილთან ერთად ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა

    {{ARTICLEIMAGE}}

     

    გასული წლის ივლისში 57 წლის ჯორჯ კლუნი და მისი 40 წლის მეუღლე, ამალ კლუნი პირველად გახდნენ მშობლები. მათ ტყუპები – ალექსენდრი და ელა შეეძინათ. მას შემდეგ ვარსკვლავური წყვილი პრესას სიახლოვეს არ იკარებს და პირად ცხოვრებაში არ ახედებს, თუმცა პაპარაცები ხანდახან მაინც ახერხებენ ამალი ბავშვებთან ერთად გადაიღონ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მსახიობის ცოლი თავის ვაჟთან ერთად ნიუ–იორკის ერთ–ერთი სასტუმროდან გამოვიდა. ამალს ყვითელი ტყავის ქურთუკი, ჯინსი და შავი ბათინკები ეცვა და ხელში ბავშვი ეჭირა. როგორც კი პაპარაცები შენიშნა, შეეცადა სახე ქუდით დაემალა და შვილთან ერთად სასწრაფოდ ჩაჯდა დაბურულ მანქანაში.

     

     

     

     

    მეორე ტყუპისცალი – ელა ფოტოგრაფებმა იქ ვერ აღმოაჩინეს. როგორც ჩანს დედას ორივე შვილის ერთად გასეირნება უჭირს.

     

     

     

     

     

     

    სხვათა შორის, ერთ–ერთ ინტერვიუში ამალ კლუნიმ აღიარა, რომ თავიდან ტყუპების მოვლა ძალიან გაუჭირდა. “რთული იყო ის პერიოდი, როცა ძუძუთი ვკვებავდი. ისინი ხომ ორნი არიან. უამრავი აქსესუარი, ბალიშები და სხვადასხვა ტექნიკა მქონდა ამ საქმისთვის“ – ამბობს ტყუპების დედა. თუმცა დასძენს, რომ ყველა სირთულე ფერმკრთალდება იმ ემოციების ფონზე, რომლებსაც პატარები იწვევენ როცა მას და მის მეუღლეს დედას და მამას ეძახიან.

     

     

  • 10 ფაქტი არქიტექტურული შედევრის – საგრადა ფამილიას შესახებ

    {{ARTICLEIMAGE}}

    ბარსელონას მთავარი ღირშესანიშნაობის – საგრადა ფამილიას, ანუ წმინდა ოჯახის ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. კათოლიკური ბაზილიკის საბოლოოდ დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი და რთული მშენებლობა მსოფლიოში, რომელიც  მესამე საუკუნეა  გრძელდება. მოდით გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი ამ ყველაზე უცნაური მშენებლობის შესახებ.
    1. ბარსელონის მთავარი სიმბოლო და მსოფლიო არქიტექტურის საგანძური – საგრადა ფამილია არქიტექტორ ანტონიო გაუდის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ის უკვე 136 წელია შენდება. პირველი ქვა   მშენებლობაზე 1882 წლის 19 მარტს დაიდო ეშამპლეს რაიონში, რომელიც იმ დროისათვის ბარსელონას გარეუბნად ითვლებოდა. პროექტის ამჟამინდელი მთავარი არქიტექტორი  მის დასრულებას გაუდის გარდაცვალების ასი წლისთავის აღსანიშნავად – 2026 წლის 10 ივნისისთვის გეგმავს.


      Sagrada Familia  მშენებლობა. 1887 წელი.


    2. ტაძრის მშენებლობას თავდაპირველად არქიტექტორი ფრანსისკო პაულა დე ვილიარი ხელმძღვანელობდა და არა გაუდი, როგორც ეს დღემდე ბევრს გონია. მისი ჩანაფიქრით ტაძარი ლათინური ჯვრის ფორმის ჩვეულებრივი ნეოგოტიკური ბაზილიკა უნდა ყოფილიყო, თუმცა დამკვეთთან – წმინდა სენ ხოსეს მიმდევართა სულიერ ასოციაციასთან აზრთასხვაობის გამო მან პროექტი მიატოვა და 1883 წელს მისი ადგილი ანტონიო გაუდიმ დაიკავა.


      Sagrada Familia  მშენებლობა. 1905 წელი.


    3. ათწლეულების მანძილზე ტაძრის მშენებლობა ქალაქის მაცხოვრებელთა კერძო შემოწირულობების ხარჯზე მიმდინარეობდა და ეკლესიის ფინანსები და ძალისხმევა მის მშენებლობაში არ ჩადებულა. მხოლოდ 2010 წელს, ჯერ კიდევ დაუსრულებელი ტაძარი პაპმა ბენედიქტ  მეთექვსმეტემ  აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის ოფიციალურად გახსნა. 

    4. ანტონიო გაუდიმ ტაძრის მშენებლობას საკუთარი ცხოვრების 42 წელი მიუძღვნა. მისი ჩანაფიქრით ტაძარში 18 კოშკი უნდა ყოფილიყო. აქედან 12 მოციქულებს მიეძღვნებოდა, ოთხი  – ნათლისმცემლებს, ერთი – იესოს და ერთიც ღვთისმშობელს. ყველაზე მაღალი – 170 მეტრის სიმაღლის კოშკი, რომელიც ანსამბლის ცენტრში მდებარეობს ქრისტეს განასახიერებს. მისი მშენებლობა  ახლახანს დაიწყო. გაუდის სიცოცხლეში მხოლოდ შობის ფასადის აშენება მოესწრო და ისიც ბოლმდე ვერა. დასრულდა მხოლოდ ფასადის პირველი სამრეკლო. 1926 წლის 10 ივნისს არქიტექტორი 73 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მას ბარსელონაში იმ დროისთვის ახლად ამუშავებული ტრამვაი დაეჯახა. ის საგრადა ფამილიას საძვალეში დამარხეს.  დღემდე ტაძარში, ქალწულ კარმენის კაპელაში განისვენებს.

      ანტონიო გაუდის საფლავი

    5. გაუდი, როგორც შემოქმედი მუდმივად მიისწრაფვოდა ბუნების ორგანული ფორმების გამოყენებისა და  მაქსიმალურად რეალისტურად ასახვისკენ. ტაძრის ფასადის სკულპტურული ჯგუფებისთვის მოდელებს მთელ ქალაქში ეძებდნენ. ამბობენ, რომ მაგალითად, იუდას სკულპტურა ტაძრის დარაჯის, ლოთი ჯოზეფის მოდელობით შეიქმნა, პილატში კი ბევრმა ადგილობრივი მწყემსი ამოიცნო. თაბაშირის ფიგურებისთვის, რომლებიც შემდეგ ქვის ფიგურების დასამზადებლად გამოიყენებოდა, გაუდი ქლოროფორმით აძინებდა წიწილებს, ქუჩაში აგროვებდა მკვდარ ფრინველებს. ერთხელ კი ვირი უნაგირზე ჩამოკიდა, რათა მისი ზომები უფრო ზუსტად აეღო. მისი სტუდიის სტუმრებს საშინელი სანახაობა ელოდა. ჭერქვეშ და თაროებზე რიგებად გამწკრივებული თაბაშირის მახინჯი ფიგურები – ყალიბები ყრმათა მოწყვეტის სცენისთვის, რომელთა გასაკეთებლად გაუდი სანტა კრუზის ჰოსპიტალში რეგულარულად დადიოდა და მკვდრადშობილ ბავშვებს ყალიბების შესაქმნელად იყენებდა.


      შობის ტაძრის ფასადი Sagrada Familia.


    6. ამბობენ, რომ სკულპტურების შექმნის პროცესი ხელოსნებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ბევრი ვერ უძლებდა მძიმე შრომას და ემოციებს. მათ მუდმივად თაბაშირის ფიგურების ზევით–ქვევით აწევ–დაწევა უწევდათ. არქიტექტორი უნდა დარწმუნებულიყო, რამდენად რეალისტურად გამოიყურებოდა ფიგურები სიმაღლეზე. მათ ფოტოებსაც ხშირად უღებდნენ, რათა არასწორხაზოვანი და ჩახლართული ფორმების დიდოსტატი გაუდი ვიზუალური მანიპულაციების და რაკურსების ცვლის საშუალებით დარწმუნებულიყო, რომ სასურველ შედეგს მიიღებდა. მხოლოდ ამის შემდეგ მზადდებოდა ფიგურები ქვისგან. 


      შობის ფასადი Sagrada Familia


    7. გაუდის ახალგაზრდობიდან რევმატიზმი აწუხებდა. ხაზვა და ხატვა უჭირდა. შესაძლოა ამიტომაც მას არ უყვარდა ნახაზები და სამგანზომილებიან მოდელებზე მუშაობას ამჯობინებდა. მოდელებს არა მხოლოდ თაბაშირისგან ძერწავდა, არამედ  ჯაჭვების და ქვიშიანი ტომრების საშუალებით ურთულეს დასაკიდ კონსტრუქციებს ქმნიდა. სწორედ ასეთმა ჯაჭვით დაკიდულმა მოდელებმა მისცეს საშუალება არქიტექტორს სწორად გაეთვალა დატვირთვები და საგრადა ფამილია ტრადიციული საყრდენების და კონტრფორსების გარეშე, გრავიტაციის ძალასა და კათენოიდის პრინციპებზე დაყრდნობით აეგო.


      გაუდის სტუდია საგრადა ფამილიაში.

      ასეთ კონსტრუქციებს იყენებდა გაუდი ტრადიციული ნახაზების ნაცვლად.

    8. გაუდის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ნახაზები, გეგმები, ესკიზები, თაბაშირის მაკატები ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს განადგურდა. 1936 წლის ივლისში ანარქისტების ჯგუფი ტაძარში შეიჭრა, მიწისქვეშა საძვალე და მშენებელთა ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლა გადაწყვა, დაამტვრია მაკეტებიც. მათი ნაწილობრივ აღდგენა 1939–1940 წლებში მოხერხდა. სწორედ ამ მოდელებით, რომლებმაც მიახლოებითი წარმოდგენა შექმნა გაუდის თავდაპირველ ჩანაფიქრზე, გაგრძელდა ტაძრის მშენებლობა.



      ტაძრის ინტერიერი


    9. ყველა როდი თვლიდა საგრადა ფამილიას არქიტექტურულ შედევრად. მაგალითად მწერალი ჯორჯ ორუელი მას მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მახინჯ შენობას უწოდებდა და სინანულიც კი გამოთქვა, რომ ანარქისტები უგემოვნოები აღმოჩნდნენ, რადგან ტაძარი დაინდეს და მთლიანად არ გაანადგურეს, როცა ამის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ.

    10. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში საგრადა ფამილიას მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რადგან მშენებლობის ოფიციალური ლიცენზია არ არსებობდა. თუმცა ბარსელონას ამჟამინდელმა მერმა ძირძველი კონფლიქტის მოგვარება შეძლო. ქალაქის ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა ორწლიანმა მოლაპარაკებებმა საბოლოოდ ისტორიული შეთანხმება მოიტანა შედეგად. ტაძარი  ქალაქს 36 მილიონ ევროს 10 წლის განმავლობაში გადაუხდის. ამ თანხიდან 22 მილიონი ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარებას მოხმარდება. 7 მილიონი მეტროპოლიტენამდე წვდომის გაუმჯობესებას, 4 მილიონი ტაძრის გარშემო ქუჩების განვითარებას და 3 მილიონი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

      ეს თანხა რა თქმა უნდა მცირე  არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რა მაშტაბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ტაძრის მიმდებარედ, ბევრადაც არ მოგეჩვენებათ. ამ თანხით დიდების ფასადის სამუშაოების გამო მთელი მიკრორაიონის რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს, უნდა აშენდეს მთავარი კიბე,  მიწისქვეშა პარკინგი ტურისტული ავტობუსებისთვის, მეტროს გვირაბები, და რაც მთავარია – მთელი საცხოვრებელი კვარტალი უნდა დაინგრეს, რასაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

  • ბრიუს უილისის რანჩო 5.5 მილიონ დოლარად გაიყიდა

      აიდაჰოს შტატში, ჰეილის რაიონში მდებარე ბრიუს უილისის რანჩო 9 ჰექტარი ტერიტორიით ბოლოს და ბოლოს გაიყიდა. შვიდი წლის მანძილზე უძრავი ქონების ბაზარზე ის გასაყიდად რამდენჯერმე გამოჩნდა და გაქრა. ცოტა ხნის წინ კი ახალი მფლობელი იპოვა. 2011 და 2016 წლების შეფასებით უძრავი ქონების ღირებულება 15 მილიონი დოლარი იყო. მართალია საბოლოოდ ის ამ თანხის მესამედად გაიყიდა, მაგრამ ეს გარიგება ჰეილის რაიონის ისტორიაში ყველაზე მსხვილ გარიგებად სახელდება.

    მსახიობის რანჩო – ეს არის 1984 წელს აშენებული 780 კვადრატული მეტრის შენობა, რომლის მოდერნიზება უილისმა 2003 წელს განახორციელა. ამჟამად სახლში ექვსი საძინებელი ოთახი, სპორტდარბაზი და კინოდარბაზია. ინტერიერი ძირითადად ნატურალური ხით არის მოპირკეთებული. კედლები და მაღალი ჭერი თეთრად არის შეღებილი. ფოტოებზე განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება მასიური ხის ბოძები
    .

    მისაღებ ოთახში ცენტრალური ადგილი უკავია ნატურალური ქვით მოპირკეთებულ ბუხარს, რომლის უკან იატაკიდან ჭერამდე პანორამული ფანჯრებია. პირველ სართულზე მდებარეობს საძინებლები სტუმრებისთვის.


    მეორე სართული მთლიანად მასპინძლის უზარმაზარ საძინებელს უკავია. რანჩოს ტერიტორიაზე მდებარეობს პატარა სასტუმრო სახლიც, ხელოვნური არხები, კლდეები, შადრევნები. ასევე დიდი აუზი და პატარა ხელოვნური ჩანჩქერი.
     

     
  • სელინ დიონის ტრაგედია

    {{ARTICLEIMAGE}}

    სელინ დიონის მუსიკალურ შესაძლებობებში ეჭვი არავის ეპარება. თუმცა მისი პირი ცხოვრება ისე წარმატებით ვერ აეწყო, როგორც კარიერა. მისი ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკულია.დაწყებული დაავადებიდან, რომელსაც ლამის მისი კარიერა ემსხვერპლა, დამთავრებული მისი მეუღლის გარდაცვალებით.

    როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის 14 იანვარს, რენე ანჯელილი, სელინ დიონის მეუღლე, თავის დაბადების დღემდე ორი დღით ადრე სიმსივნით გარდაიცვალა.ამას დაემატა ორ დღეში მომღერლის ძმის გარდაცვალებაც. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით სელინ დიონი ძმის დაკრძალვას არ დასწრებია და საფლავი მხოლოდ 2 დღის შემდეგ მოინახულა. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მას და მის შვილებს აღარ შეეძლოთ კიდევ ორი დღე სახალხო გლოვა. ჯანმრთელობის პრობლემები მის მეუღლეს ბევრად ადრე, ჯერ კიდევ 1999 წელს დაეწყო. სწორედ ამ დროს აღმოუჩინეს მას სიმსივნე. ამის გამო სელინ დიონმა მუსიკალური მოღვაწეობა შეწყვიტა, რათა მეუღლეს დაავადების დაძლევაში დახმარებოდა. მართალია 38 ქიმიო თერაპიის შემდეგ 2000 წელს რენეს სიმსივნე აღმოიფხვრა, მაგრამ 2013 წელს წყვილმა დაადასტურა, რომ რენე ანჯელილს ისევ სიმსივნე დაუდგინეს. ლოს ანჯელესის საავადმყოფო, სადაც რენე რეაბილიტაციას გადიოდა აცხადებდა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და რენე მალე გამოჯანრთელდებოდა, თუმცა 2014 წლის აგვისტოში რენე ისევ ავად გახდა.

    წყვილს უშვილობის პრობლემაც ჰქონდათ. 2000 წელს დიონმა ორი მცირეოპერაცია ჩაიტარა, რათა ორსულობის შანსი გაზრდილიყო. 2001 წლის 25 იანვარს პირველი შვილი, მათ რენე-ჩარლზ ანჯელილი შეეძინათ. თუმცა ამის შემდეგ კვლავ ჰქონდათ უშვილობის პრობლემები და კვლავ დაიწყეს მკურნალობა, თუმცა მკურნალობის პირველმა ეტაპმა უშედეგოდ ჩაიარა, ამის მიუხედავად, არ დაკარგეს იმედი და უკვე 2009 წელს წყვილმა დაადასტურა, რომ მომღერალი ტყუპებზე იყო ორსულად.

    სამწუხაროდ ამით მომღერლის პრობლემები არ ამოწურულა. სელინ დიონს ხმასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნა. 2012 წლის თებერვალში მან რამდენიმე დაავადება ერთად დაემართა და ივლისამდე ყველა კონცერტი გააუქმა. 2018 წელს მას კიდევ ერთი – ყურის პრობლემა ჰქონდა, რასაც ოპერაცია და რამდენიმე თვიანი კარიერული პაუზა დაემატა, რაზეც მომღერალმა შემდეგი განცხადება გააკეთა: ‘’ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი თითოეულ პირს, რომელიც ლას ვეგასში ჩამოსვლას ჩემი კონცერტის გამო გეგმავდა, მესმის თუ რამხელა პრობლემა შეგიქმენით, თუმცა ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვარ ჩემს ჯანმრთელობასა და ოჯახზე. სწორად გამიგეთ, სიმღერა ძალიან მიყვარს, თუმცა ჩემთვის ჩემი ოჯახი ყველაზე პრიორიტეტულია.’ Парень вечером начал смотреть здесь жаркое порно, а потом принялся дрочить свой член

    დღესდღეობით სელენდიონი 50 წლისაა. მას გამოცემული აქვს 26 ალბომი. აქედან 15 ფრანგულად, ხოლო 11 ინგლისურ ენაზე. ამასთანავე მოგებული აქვს ევროვიზია სიმღერით ‘’Ne partez pas sans moi’’. მიღებული აქვს გრემი და ოსკარი საუნდტრეკების შესრულებისათვის (განსაკუთრებით ცნობილია მისი სიმღერა ფილმ ტიტანიკში). ამას გარდა ყავს სამი შვილი: რენე-ჩარლზი და ტყუპები ედი და ნელსონი. უფროსი რენე 17 წლისაა ხოლო ტყუპები 8 წლის არიან.
  • GoPro-ს ახალი ჰიპერსტაბილური კამერა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ცოტა ხნის წინ ამერიკულ კომპანია GoPro-ს ახალი ვიდეოკამერის პრეზენტაცია ჰქონდა. 


        როგორც მოგეხსენებათ GoPro შედარებით ახალი და ძალიან სწრაფად მზარდი კომპანიაა. იგი 2002 წელს დაარსდა და პოპულარობა საკმაოდ სწრაფად მოიხვეჭა. 30 სექტემბერს მათ ყველაზე გაყიდვადი HERO სერიის ახალი ვიდეო კამერა GoPro Hero 7 გამოუშვეს.


     

       

    Hero 7 ვიზუალურად ძალიან ჰგავს მის წინამორბედს, თუმცა ტექნიკურად ბევრად მოდიფიცირებულია. უმთავრესი განსხვავება, რითიც GoPro-ს მესვეურები ამაყობენ და არაერთხელ აღნიშნეს პრეზენტაციაზეც არის კამერის სტაბილიზაცია. კომპანიის დამაარსებელმა ნიკ ვუდმენმა საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა და მისი კომპანიის ფლაგმანი კამერის ვიდეო სტაბილიზაცია საუკეთესოდ შერაცხა. 

     

       ამას გარდა, ახალ კამერაში გაუმჯობესებულია ხმის ჩამწერი სისტემაც, ლაივსთრიმი და ე.წ ‘’თაიმლაფსი’’. უნდა აღინიშნოს, რომ Hero 7 პირველი ექშენ კამერაა, რომლითაც ფეისბუქ ლაივის ჩართვას შეძლებთ.


       ‘’გოუპრომ’’ ამასთანავე მოახერხა და გააუმჯობესა ფოტო გადაღებაც. ახალ მოდელს უკვე ავტომატურად შეუძლია სახის და ღიმილის დაფიქსირება და ავტომატურად არჩევს საუკეთესო რეზოლუციასა და პარამეტრებს, თუმცა გადამღებს, რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილითაც შეუძლია მისი შეცვლა.

     

       
       სიახლეების მიუხედავად კომპანიამ ძველებურად დატოვა სენსორი, ლინზის ზომა და ‘’video bit-rate’’. კამერას კვლავინდებურად შეუძლია შენელებული კადრის გადაღება როგორც 120, ისე 240ფპს-ით. კამერა წყალგაუმტარია და მისით სარგებლობა 10 მეტრის სიღრმეზეა შესაძლებელი.

       
    აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ‘’გოუპროს’’ ფასი ზუსტად იგივე დარჩა, რაც მისი წინამორბედის და მისი ფასი რეგიონის მიხედვით 400-დან 600-ას დოლარამდე მერყეობს.

  • ათი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ქალებისთვის, ვისაც მარტოს უყვარს მოგზაურობა

    {{ARTICLEIMAGE}}

    ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან ჰარმონიაში თავს ყველგან კარგად გრძნობს. მათ შორის მაშინ, როცა მარტო მოგზაურობს. თანმხლების გარეშე მოგზაურობა შესაძლოა დაუვიწყარი აღმოჩნდეს, რადგან ადამიანი მთლიანად საკუთარ თავზე და ახალ შთაბეჭდილებებზეა ორიენტირებული. თუმცა არსებობს გარკვეული საფრთხეებიც, განსაკუთრებით თუ მარტოხელა მოგზაური ქალია. რომელია უსაფრთხო მარშრუტები და ადგილები, საიდანაც საღსალამათიც დაბრუნდებით და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსაც მიიღებთ.

    1. კანადა

    საიდუმლო არ არის, რომ კანადელები მსოფლიოში ყველაზე ზრდილობიან და კეთილ ხალხად ითვლება, განსაკუთრებით საკუთარ მეზობლებთან შედარებით. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ამ ქვეყნის ორ უმსხვილეს ქალაქს– ვანკუვერს და მონრეალს   მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სტატუსი აქვს.

    ვანკუვერი ბრიტანეთის კოლუმბიის მთავარი ქალაქია, ამავე დროს ხუთ ქალაქს შორის შედის, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია. ის ერთის მხრივ მაღალი თოვლიანი მთებით არის შემოსაზღვრული, მეორე მხარეს კი ზღვაზე გასასვლელი აქვს. ეს ქალაქი სამოთხეა მათთვის, ვისაც იმ ადგილების დათვალიერება უნდა,სადაც არაერთი ფილმი გადაიღეს. ასევე მათთვის, ვისაც ჩრდილოეთ ამერიკის ინდოელების კულტურა აინტერესებს.

    სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს მოგზაურებს მონრეალი – კანადის სიდიდით მეორე ქალაქი. მის დიდ ნაწილს ფრანგულ–კოლონიალური ძველი მონრეალი შეადგენს, რომელიც შუა საუკუნეების არქიტექტურით გაგაოცებთ. ამ ქალაქში აუცილებლად უნდა ნახოთ ძველი რატუშა, ნოტრ დამ დე ბონსეკურის ტაძარი და მერედიტის სახლი პენის პროსპექტზე.


    2. იტალია

    საოცარი იტალია და განსაკუთრებით მისი დედაქალაქი არა  მხოლოდ ღირშესანიშნაობებით არის სავსე, არამედ მოგზაური ქალბატონებისთვის ერთ–ერთ უსაფრთხო მიმართულებად ითვლება. იტალიელები მხიარული და გულღია ხალხია. ასე რომ, საღამოობით მარტოობით არ მოიწყენთ. იტალიაში მეგობრების შეძენის შანსი ისევე შეგხვდებათ ყოველ ნაბიჯზე, როგორც არქიტექტურული საგანძური.


    3. მალტა

    მალტა პოპულარული მიმართულებაა მათთვის, ვისაც ინგლისურის შესწავლა უნდა, თუმცა ბრიტანეთში ენის შემსწავლელ კურსებზე ხელი არ მიუწვდება. პირველ რიგში, ამ ქვეყანაში ოფიციალური ენა ინგლისურია. გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულ–სახელმწიფო დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩევა, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. აქვს შესანიშნავი სამზარეულო, ადგილობრივი მოსახლეობა კი ძალიან კეთილგაანწყობილია. თუ სერიალ სამეფო კარის თამაშების მაყურებელიც ხართ, მალტაზე ბევრ პეიზაჟს ადვილად ამოიცნობთ.

    საპორტო ქალაქი ვალეტა, რომელიც მალტის დედაქალაქია, მთლიანად არის შესული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. აქ უამრავი სასახლე, ტაძარი და შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი შენობაა. აქვე შეგიძლიათ სანაპიროზე გაისეირნოთ,  რომელიც ოდისევსის ლეგენდაშია ნახსენები და იმავე ქუჩებზე გაიაროთ, სადაც ნაპოლეონს გაუვლია.

    4. ინდონეზია


    ჩვენს სიაში კიდევ ერთი კუნძული სახელმწიფოა, რომელიც რამდენიმე ათას ვულკანურ კუნძულზეა განლაგებული. სურვილის შემთხვევაში აქ ნამდვილი დრაკონებიც შეგიძლიათ ნახოთ და ასობით დიალექტიც მოისმინოთ. ინდონეზია სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით და სწრაფმავალი ავტობუსებით აოცებს. კუნძულ ბალიზე კი ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ დღესასწაული არასდეს მთავრდება. ღირშესანიშნაობებიდან აქ აუცილებლად უნდა ნახოთ მაიმუნების ტყე და პურა ბრატანის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 1633 წელს აშენდა.

    5. ჰოლანდია


    დავუბრუნდეთ უსაფრთხო ევროპულ მარშრუტებს და გავიხსენოთ თავისუფლებით გამორჩეული ქვეყანა – ჰოლანდია. ამ ქვეყანაზე მოარული არაერთი ლეგენდის მიუხედავად აქ დანაშაულის დონე ძალიან დაბალია. მჭიდროდ დასახლებულ ამსტერდამში კი მარტოობის არასოდეს შეგეშინდებათ, მითუმეტეს, რომ ტურისტული სეზონი აქ პრაქტიკულად მთელი წელი გრძელდება. კოფიშოფები, ლამაზი ნავებით სავსე არხები და ტიტების მინდვრები არასოდეს დაგავიწყდებათ. ამსტერდამში არაერთი გასართობის გარდა არაერთი საინტერესო მუზეუმია. ქალაქის მთავარ მოედანზე მადამ ტიუსოს მუზეუმი აუცილებლად უნდა ნახოთ, არ უნდა გამოტოვოთ ანა ფრანკის მუზეუმი, რემბრანდტის მუზეუმი და რაც მთავარია, ვან გოგის მუზეუმი. ქალებს ამსტერდამში შოფინგიც უყვართ. ადგილობრივი დიზაინერების ნახელავი გულგრილს არ დაგტოვებთ. და არც ფასებია მაინცდამაინც მაღალი. თუ უბრალოდ გასეირნება მოგინდათ შეგიძლიათ ველოსიპედი დაიქირავოთ. ისიც ხომ ამსტერდამის ერთერთი სიმბოლოა. 

    6. ნორვეგია


    “ყველაზე ბედნიერი ქვეყანა“ – ასე უწოდებენ ხშირად ნორვეგიას. ეს ქვეყანა მართლაც ცხოვრების დონით მსოფლიოში ერთ–ერთი პირველია. ნორვეგიელები კი ძირითადად მშვიდი და ბედნიერი ხალხია.

    დედაქალაქი ოსლოში მეგაპოლისის დინამიკა და სოფლური იდილია ისეა შერწყმული, რომ ორივეს მოყვარული იპოვნის მისთვის სასურველ გასართობს. შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუზეუმები, გალერეები და სავაჭრო მოლები. ქალაქის მიღმა კი ჩრდილოეთის ციალით შეგიძლიათ დატკბეთ. უნდა ითქვას, რომ ცხოვრების მაღალი დონე საცხოვრებლისა და პროდუქტების მაღალ ფასსაც ნიშნავს და ამ ქვეყანაში მოგზაურობა იაფი არ დაგიჯდებათ, თუმცა თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ მთელ ქვეყანაში მიმობნეულ ბანაკ–სახლებში დაბინავდნენ, რაც სრულიად უსაფრთხოა.

    7. იაპონია


    პრაქტიკულად ყველა, ვინც იაპონიაში მოხვდება ამბობს, რომ იაპონელები უკვე 22–ე საუკუნეში ცხოვრობენ. ტექნიკური პროგრესი აქ ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა – ავტომატბიდან დაწყებული, სადაც ყველაფრის ყიდვა შეგიძლიათ (ვახშმის, ტანსაცმლის, ელექტროსაქონლის) და სასტუმროს ტუალეტებით დამთავრებული, რომლებიც გელაპარაკებიან. ყველაზე ფუტურისტულ რაიონად კუნძული ოდაიბა ითვლება, სადამდეც ტოკიოდან ადვილად მიხვალთ.

    ამავე დროს იაპონია ტრადიციების ქვეყნად რჩება, როცა საქმე კულტურას და ადამიანებს შორის ურთიერთობას ეხება. კლუბური ცხოვრების მოყვარული მოგზაურებისთვის საიტერესოა ტოკიოს რაიონი – სიბუია, რომელსაც არასოდეს სძინავს. დედაქალაქის გარდა აუცილებლად უნდა ნახოთ ფუძიიამას მთა, ოსაკა და შუასაუკუნეების იაპონიის დედაქალაქი კამაკურუ.

    8. სინგაპური


    კეთილგანწყობილი, საოცრად სუფთა და სრულიად უსაფრთხო სინგაპური აუცილებლად უნდა მოინახულოთ. შესაძლოა უამრავი რამის ნახვა მოგინდეთ, მათ შორის მაღაზიების შემოვლა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო ინდუისტური, ბუდისტური და დაოისტური ტაძრების მოსანახულებლად, რომლებიც ამ ქვეყანაში მრავლად არის.

    სინგაპურის ბოტანიკური ბაღი და“პატარა ინდოეთის“ რაიონი  კი უბრალოდ სუნთქვას შეგიკრავთ. თუმცა სანამ სინგაპურში გაემგზავრებით, კარგად გაეცანით ამ ქვეყნის კანონებს და წესჩვეულებებს. მათი დაცვის შემთხვევაში უსაფრთხოება გარანტირებული გაქვთ.

    9. ტაივანი


    ეს არის არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ საოცარად შთამბეჭდავი კუნძული–სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, რომელიც ჩინეთს ეკუთვნის, თუმცა ამავე დროს ჩინეთის დიდი ნაწილისგან ძლიერ განსხვავდება. ოფიციალური რელიგია ბუდიზმია, მაგრამ აქ თავისი ადგილობრივი რელიგიაც აქვთ ღმერთების მთელი პანთეონით. ამიტომაც  ტაძრების კომპლექსების დათვალიერებით კარგად გაერთობით. აუცილებლად უნდა ნახოთ პრეზიდენტის სასახლე, მაოკონგის მთაზე მიმავალი საბაგირო და შილინის ბაზარი, რომელიც საღამოს რვაზე იხსნება და გამთენიისას ქრება. 

    10. ირლანდია


    და ბოლოს, ქვეყანა ინგლისისა და უელსის გვერდით, რომელიც ცნობილია თავისი ცივი სანაპიროებით და ძველი ციხესიმაგრეებით. დედაქალაქი დუბლინი საკმაოდ განვითარებული, დინამიური და თანამედროვე ქალაქია, თუმცა ირლანდია,ში მოგზაურობა მაინც ბუნების მოყვარულებს უფრო იზიდავს. საძოვრები, სანაპირო ზოლები და კოშკურები, მთები – ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს შუა საუკუნეების ფერწერულ ტილოს უყურებთ. საღამოობით კი შეგიძლიათ მყუდრო, კლასიკურ პაბში გათბეთ, ვისკი დააგემოვნოთ და ადგილობრივებთან ერთად რივერდანსი იცეკვოთ.

    და ბოლოს: რა თქმა უნდა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობა რა თქმა უნდა კარგია, თუმცა მოგზაურობა თანამგზავრის გარეშე შეიძლება სრულიად დაუვიწყარი და ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდეს, თუ რა თქმა უნდა მარშრუტს სწორად შეარჩევთ.



  • როგორ გამოიყურებიან გასული საუკუნის 80–იანების სექს სიმბოლოები დღეს

    {{ARTICLEIMAGE}}ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ყველაფერი, რაც გასული საუკუნის 80–იან წლებს უკავშირდება – მუსიკა, ტანსაცმელი, მაკიაჟი და ვარცხნილობა. ეს ნაკლებად ეხება იმ პერიოდის ცნობილ ვარსკვლავებს, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ნაკლებად ახსოვთ. თუმცა ზოგი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან ამჟამად იმ პერიოდის პოპულარული ქალბატონები და რა შეიცვალა მათ გარეგნობაში.

    მადონა

    გასული საუკუნის საკულტო მომღერალი ეპატაჟურობით და პროვოკაციულობით გამოირჩეოდა როგორც სცენაზე, ისე რეალურ ცხოვრებაში. თუმცა ყველაფერი პირობითია და რაც თავის დროზე დიდ აჟიოტაჟს იწვევდა, დღეს შესაძლოა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყოს. ამის მიუხედავად მადონა მაინც ახერხებს ყურადღების მიქცევას , მაგალითად ინსტაგრამზე უმაკიაჟოდ გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებით ან შპაგატში ჩაჯდომით. 59 წლის ასაკში ასეთი გარეგნობის და მოქნილობის შენარჩუნება ალბათ მართლაც შესაშურია.

    კიმ ბესინგერი

    ფილმ “ცხრანახევარი კვირის“ გამოსვლის შემდეგ კიმი ჰოლივუდის სექს სიმბოლოდ იქცა. ამჟამად ის 64 წლის არის და საკუთარი ასაკისთვის შესანიშნავად გამოიყურება. მართალია ზოგიერთი თაყვანისმცემელი ამტკიცებს, რომ მსახიობი მეტისმეტად ხშირად სტუმრობდა პლასტიკურ ქირურგებს, რის გამოც მისი სახე პლასტმასისას დაემსგავსა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდები და სუბიექტური მოსაზრებებია.

    ბრუკ შილდსი

    გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანებში ბრუკ შილდსი ყველაზე ახალგაზრდა მოდელი იყო, რომელიც ჟურნალ ვოგის გარეკანზე გამოჩნდა. ასევე იყო “ოქროს ჟოლოს“ პირველი ლაურეატი ქალის ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში “სიჩქარის ზონა“. როგორც ამბობენ, მას უცნაური მაგია აქვს და მომენტალურად აყვარებს თავს ყველას. მაგია დღემდე მოქმედებს. მართალია ნაოჭები გაუჩნდა, მაგრამ ისეთივე ლამაზია, როგორც 30 წლის წინ.

    ჯეიმი ლი კიორტისი

    ზოგიერთი მსახიობი დაბერებას ძალიან განიცდის, თუმცა არა ჯეიმი. ის ყოველთვის მზად არის ექსპერიმენტებისთვის როგორც გარეგნობაში, ისე საქმეში. მისი უნარი, ყველაფერს იუმორით შეხედოს კარგად მუშაობს და ასაკობრივი ცვლილებები ამ ფონზე არაფერს ნიშნავს. ის დღესაც საინტერესო და მშვენიერი ქალია.

    კრისტი ბრინკლი

    მოდელმა კრისტი ბრინკლიმ სახელი გასული საუკუნის 80– იან წლებში ჟურნალის – Sports Illustrated გარეკანზე რამდენიმე გამოჩენით გაითქვა. შემდეგ ბედი კინოში სცადა, თუმცა წარუმატებლად . ამჟამად კრისტი 64 წლის არის და ხშირად იღებენ ჟურანლებისთვის. მისი ფიგურა დღესაც მშვენიერია . მის მშვენიერ აღნაგობას და ფეხებს დრო ვერაფერს აკლებს.

    დები ჰარი

    ლეგენდარული ქერა ლამაზმანი ყოველთვის მიმზიდველი ქალი იყო. წელს მას 73 წელი შეუსრულდა. ასაკში თმის ფერი შეიცვალა და ამჟამად მოდური ვერცხლისფერი თმა აქვს.

    სი სი კეტჩი

    ეს ჰოლანდიური წარმოშობის გერმანელი მუსიკოსი ოთხმოციანების პოპულარული ჯგუფის, Modern Talking – ის წევრმა, დიტერ ბოლენმა მუსიკალურ კონკურსზე აღმოაჩინა. სწორედ მან აქცია სისი კეტჩი ვარსკვლავად. ამჟამად მომღერალი სიამოვნებით მონაწილეობს რეტრო ფესტივალებში. ნაოჭების მატებასთან ერთად განსხვავება ისიც არის, რომ ადრე მოყავისფრო თმა ქონდა. ახლა კი ქერა თმა აქვს.

    ვანესა უილიამსი

    1984 წელს ვანესა კონკურს მის ამერიკის გამარჯვებული გახდა, თუმცა ეს ტიტული მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც მისი შიშველი ფოტოები გამომზეურდა. ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის წარმატებული მსახიობი გამხდარიყო და დღემდე აქტიურად იღებენ კინოში და სერიალებში. ითამაშა სერიალ “სასოწარკვეთილ დიასახლისებში“, სადაც შესანიშნავად გამოიყურება.

    პოლა აბდული

    ხანდახან ასაკი ქალს მხლოდ ალამაზებს. ასე მოხდა პოლა აბდულის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, უშნო არასოდეს ყოფილა, თუმცა ასაკთან ერთად უფრო ტანწერწეტა გახდა და სახეც უფრო დაუმშვენდა. 56 წლის ასაკში პოლა მშვენივრად გამოიყურება.

    ჰიზერ ლოკლირი

    80–იანი წლების სექს სიმბოლოს სტატუსი ჰიზერმა საკულტო სერიალ “დინასტიაში“ შესრულებული როლით მოიპოვა. ის დღესაც მშვენიერ ფორმაშია და ბევრ ახალგაზრდა მსახიობს არაფრით ჩამოუვარდება.